"წითლების" სამატჩო განაცხადი.
ჟოზე მოურინიო და მისი ფეხბურთელები მანჩესტერული დერბის წინ სასტუმრო "ლოურიში" შეიკრიბნენ.
19-კაციანი შემადგენლობა ქალაქ მანჩესტერის ცენტრში აგრძელებს მზადებას მატჩისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესი უნდა გამოდგეს დაპირისპირებული მხარეებისთვის.
თუ "იუნაიტედი" "სიტის" მისივე მოედანზე დაამარცხებს, სექტემბრის შემდეგ პირველად დაბრუნდება პრემიერ ლიგის ოთხეულში.
"იუნაიტედმა" წინა მატჩი "სიტისთან" საკუთარ მოედანზე 1-2 წააგო, მაგრამ მომდევნო თვეში "ქალაქელებს" ლიგის თასის მეოთხე რაუნდში 1-0 სძლია.
ამჯერად კი "წითლებს" მოედნის მხოლოდ 16 მოთამაშე ჰყავთ მზადყოფნაში, რომელთა შორის არ არიან პოლ პოგბა, ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, ხუან მატა, მარკოს როხო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
გუნდის დადასტურებული შემადგენლობა: დე ხეა, რომერო, ჟ. პერეირა; ვალენსია, ფოსუ-მენსა, დარმიანი, ბაიი, ტუანზებე, ბლინდი, შოუ; ფელაინი, კერიკი, ერერა, იანგი, ლინგარდი, მხითარიანი, რეშფორდი, მარსიალი, რუნი.