თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2017, 09:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1616,
კომენტარები: 7
ერერა: "სეზონის მატჩი იქნება"
ანდერ ერერა დერბის გადამწყვეტ შეხვედრად მოიაზრებს.
ერერა:
ანდერ ერერამ დღეს გასამართ მანჩესტერულ დერბის "სეზონის მატჩი" უწოდა და იზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ მისი შედეგი ოთხეულში მოხვედრაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

ერერა შთამბეჭდავად ასპარეზობდა "ბარნლისთან" მატჩში, რომლის მოგებამაც "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 6 მატჩით ადრე მეხუთე ადგილზე გადაიყვანა და "სიტისთან" 1-ქულიანი ჩამორჩენა დაუტოვა.

დღეს კი "წითლები" სეზონის მესამე მანჩესტერულ დერბის გამართავენ "სიტის" წინააღმდეგ, რომელიც მთლიანად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზეა გადართული "არსენალთან" ინგლისის თასის ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ.

ერერას "იუნაიტედის" მიმდინარე სერიის შენარჩუნება სურს, რომელმაც მის გუნდს 23-მატჩიანი წაუგებელი სერია მისცა პრემიერ ლიგაში.

"სეზონის მატჩი იქნება. მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამოვრჩებით და თუ გავიმარჯვებთ, ოთხეულში მოხვედრის შანსი გვექნება, მაგრამ ისინი თუ მოიგებენ, მერე გაგვიჭირდება.

არ ვცნობ "გამარჯვებული ყველაფერს იღებს" მიდგომას, მაგრამ დიდი მატჩი იქნება. თუ რომელიმე ჩვენგანი მოიგებს ამ მატჩს, ამის შემდეგ ბევრ შეხვედრას არ წააგებს ან შეცდომებს არ დაუშვებს. ეს გადამწყვეტი იქნება.

ძალიან კარგ მომენტში, ძალიან კარგ პერიოდში ვართ და მათ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ბევრ კარგ რამეს ვაკეთებთ და ხუთშაბათს ეს უნდა ვაჩვენოთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GRIEZMANN 7
27 აპრილი 2017 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
გიჟიხარ ერერა მიდი შენი კარგი თამაში გვჭირდება პოლის არყოფნაში ორმაგი უნდა გახდეე ეს შენ არგეშლება მითუმეტეს დერბიშიი
0
№2
ავტორი: shotkin
27 აპრილი 2017 09:59
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მოურინიო უკვე მესამე პრესკონფერენციაა სმოლინგს და ჯონსს ასხავს სასწაულად. უკმაყოფილოა აშკარად და მგონი გაიყიდებიან 2 ვე ნელ ნელა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ.
0
№3
ავტორი: ikeoni
27 აპრილი 2017 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Bevria anderze damokidebuli da imedia Rogorc chelsi gaaqro igives izams dges❤️
0
№4
ავტორი: gache1991
27 აპრილი 2017 11:21
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
arc wagebit damitunetes arc frit araferi armtavrdeba.mogebit paqtiurad vinagdebt.ar gamovricxav mouriniom amdeni travmirebulis ponze ise atamashos gundi rogorc enfildze luzertan freze.iangi valensia lingardi rreshfordi otxive dadgeba albat ro siswrafeshi vajobot,plus arcerts dacvashi sirbili ardaezareba.burti eqnebat imat da ereras pasi unda totenhemtan da xhelsistan rogaaketa da egaa kompanis vegaravin ipovis:))

TODAY MANCHESTER IS RED :)))
0
№5
ავტორი: Gamkrelidze
27 აპრილი 2017 11:57
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მიდი ანდერ დღეს თავდადებით უნდა ითამაშო request
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
27 აპრილი 2017 12:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერერამ უნდა დაიჭიროს ცენტრი დღეს
0
№7
ავტორი: kobinio
27 აპრილი 2017 12:37
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: shotkin
მოურინიო უკვე მესამე პრესკონფერენციაა სმოლინგს და ჯონსს ასხავს სასწაულად. უკმაყოფილოა აშკარად და მგონი გაიყიდებიან 2 ვე ნელ ნელა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ.

სმოლინგი რაგაცას მიქარავს ეს ბოლო ორი სეზონია ისე.დეხეა ხო გაავს გოლებით და ისეც რაღაცა ამპარტავნული გამოხტომები აქვს ერთხელ თქვა მაუმ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top