თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2017, 09:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 8
ვიდეო: "იუნაიტედის" 5 გმირი "სიტის" სტადიონზე
ხუთი ფეხბურთელი, რომელმაც "იუნაიტედს" "ეტიჰად სტედიუმზე" გამარჯვება მოუპოვა.
ვიდეო:
კრიშტიანუ რონალდუ - "სიტი" 0-1 "იუნაიტედი", 05/05/2007

თითქმის 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რონის პენალტმა "იუნაიტედი" ბოლო ოთხ წელიწადში პირველ ტიტულამდე მიიყვანა. ედვინ ვან დერ სარმა მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე მეტოქე დარიუს ვეისელს 11-მეტრიანი დარტყმული აუღო და გუნდს გამარჯვების ანგარიში შეუნარჩუნა, მომდევნო დღეს კი "იუნაიტედი" "ჩელსისა" და "არსენალის" მატჩის შემდეგ ჩემპიონად გამოცხადდა.

უეინ რუნი - "სიტი" 0-1 "იუნაიტედი", 30/11/2008

ამჟამინდელმა კაპიტანმა "ცისფერების" კარში წლების განმავლობაში 7 გოლი გაიტანა და ეს გოლი - მე-100 გოლი თავის კარიერაში - შესვენებამდე გავიდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები მაშინაც კი კომფორტულად გრძნობდნენ თავს, როცა რონალდუმ შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ხელით თამაშის გამო მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედანი დატოვა.

პოლ სქოულზი - "სიტი" 0-1 "იუნაიტედი", 17/04/2010


"გჯერათ? პოლ სქოულზმა მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე თამაში მოიგო!" დაიყვირა "იუნაიტედის" ოფიციალური ტელევიზიის კომენტატორმა, სტიუარტ გარდნერმა, როცა "წითლების" ნახევარმცველმა პატრის ევრას ჩაწოდებული ბურთი კარში გადაგზავნა. უკანასკნელ წუთზე მოპოვებულმა გამარჯვებამ "იუნაიტედს" "ჩელსისთან" ტიტულისთვის ბრძოლის უნარი შეუნარჩუნა, ამას კი გარი ნევილის ცნობილი კოცნა მოჰყვა თავის კლას 92-ელ თანაგუნდელზე.

რობინ ვან პერსი - "სიტი" 2-3 "იუნაიტედი", 09/12/2012


კიდევ ერთი ეიფორიული გამარჯვება ბოლო წუთებზე, ამჯერად უხვგოლიანი დაპირისპირება მოქმედ ჩემპიონებთან, რომლის ბედიც რობინის საჯარიმო დარტყმამ გადაწყვიტა და სტუმართა სექტორი დამწუხრებული დატოვა. ამ გამარჯვებით "წითლებმა" 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს პირველ ადგილზე ყოფნისას და სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის ბოლო სეზონში ტიტულსაც დაეუფლნენ.

მარკუს რეშფორდი - "სიტი" 0-1 "იუნაიტედი", 20/03/2016

გასულ სეზონში ჩემპიონობის არ იბრძოდა გუნდი, მაგრამ ადგილობრივი სიამაყე - და ოთხეულში ადგილი - ნამდვილად იგრძნობოდა. გამოჩნდა 18 წლის მანჩესტერელი, რომელმაც ამ დაპირისპირებაში თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა მატჩის დებიუტში გატანილი გოლით, რომლის დროსაც თავისი სისწრაფე გამოავლინა. ყურადღებით დააკვირდი, მარტინ დემიკელის.

ვიდეოები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GRIEZMANN 7
27 აპრილი 2017 09:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
როგორ ფეხბურთელებთან ერთად არის ჩვენი პატარა ბიჭიი იმედია მათ დონეს მიაღწევს რისი დიდი იმედიც მაქ და დღესაც უნდა შეაგდოს
0
№2
ავტორი: ikeoni
27 აპრილი 2017 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Markus dges unda gauyaro sitis❤️
0
№3
ავტორი: JuanMata
27 აპრილი 2017 11:31
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მხითარიანი გაიტანს დღეს, იმ თამაშის მერე ძაან მონდომებული გამოვა მოედანზე.
0
№4
ავტორი: snatch77
27 აპრილი 2017 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
მარუან ფელაინი - "სიტი" 0-1 "იუნაიტედი" 27/04/2017 trolldad
0
№5
ავტორი: Gamkrelidze
27 აპრილი 2017 11:56
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
დღეს უნდა მოვივგოთ და ჩემპიონთა ლიგა გარანტირებული გვექნება
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
27 აპრილი 2017 12:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: snatch77
მარუან ფელაინი - "სიტი" 0-1 "იუნაიტედი" 27/04/2017 trolldad

:D :D
0
№7
ავტორი: Iunaitedi
27 აპრილი 2017 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Ronaldoooo (((( Racarundaiyos ronaldo manchesteris fexburyelebidan yvelaze dzalian miyvars da kumiria chemi. Araqvs mnishvnrloba ragundshia exla. Mtavaria iyo chventan da tamashobda mancheateri mashin fexburts.

ციტატა: snatch77
მარუან ფელაინი - "სიტი" 0-1 "იუნაიტედი" 27/04/2017 trolldad

:D:d:d:d
0
№8
ავტორი: giorgi kandelakisvili
27 აპრილი 2017 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ციტატა: GaMkReLa
დღეს უნდა მოვივგოთ და ჩემპიონთა ლიგა გარანტირებული გვექნება

გეთAნხმები ლივერპულიც ვერ თამაშობს და მესამეზეც შეიდზლება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top