ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა სულ ცოტა ხანში გაიხსნება და გუნდები უკვე იწყებენ ინტერესის გამოვლენას სხვადასხვა ფეხბურთელებზე. ევროპულ გაზეთებში კი გავრცელდა ინფორმაცია რომ ჟოზე მოურინიო "მადრიდის რეალის" ფორვარდით, ალვარო მორატათია დაინტერესებული და მას იგი "მანჩესტერ იუნაიტედში" უხმობს.
მოგეხსენებათ რომ ალვარო მორატამ ზინედინ ზიდანის ნდობის სრულყოფილად მოპოვება ვერ შეძლო და იგი ძირითად შემადგენლობაში თამაშს მუდმივად ვერ ახერხებს, რაც ესპანელ ფორვარდს უკმაყოფილების გრძნობას უჩენს.
ჟოზე მოურინოს გეგმებში შესაძლოა ალვარო მორატა შედიოდეს. თუკი ჟოზე ალვარო მორატას შეძენას შეეცდება, ამჟამანდელი მდგომარეობა რომელიც ალვარო მორატასა და "რეალ მადრიდს" შორისაა, ხელს უწყობს ტრანსფერის განხორციელებას.
მოცემული ინფორმაცია ინგლისურ საიტზე, SkySports.Com-ზე ვრცელდება.