თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2017, 18:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1125,
კომენტარები: 10
"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 34-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ტორფ მური", ბარნლი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 34-ე ტური
თარიღი: კვირა, 23 აპრილი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი
მატჩის დასაწყისი: 17:15, (ჩვენი დროით)

"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ბარნლი"

ტრავმირებულები: კ. ლონგი, მარნი
დისკვალიფიკაცია: ბარტონი
კითხვისნიშნისქვეშ: ბოქსი, არფილდი, გუდმუნდსონი
განაცხადი: Heaton, Robinson, Pope, Lowton, Keane, Mee, Long, Ward, Darikwa, Tarkowski, Brady, Barton, Flanagan, Defour, Boyd, Hendrick, Westwood, Arfield, Gudmundsson, Vokes, Gray, Agyei, Barnes.
"ბარნლი" საფეხბურთო ასოციაციის კომისიის გადაწყვეტილებას ელის ჯოი ბარტონის თაობაზე, რომელიც დისკვალიფიკაციის მიღების შემთხვევაში "იუნაიტედთან" მატჩს გამოტოვებს. შემადგენლობას შეიძლება დაუბრუნდეს ბოქსი, არფილდი და გუდმუნდსონი.


"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: როხო, ჯონსი, სმოლინგი, მატა.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Pereira, Valencia, Blind, Darmian, Shaw, Tuanzebe, Fosu-Mensah, Bailly, Mkhitaryan, Carrick, Herrera, Young, Lingard, Pogba, Fellaini, Martial, Rooney, Rashford.

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მარკოს როხოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობას უფრთხის. ისინი "ანდერლეხტთან" მატჩის შემდეგ ფილ ჯონსს, კრის სმოლინგსა და ხუან მატას შეუერთდნენ ლაზარეთსი. თუმცა, გუნდს დაუბრუნდა უეინ რუნი და ხუთშაბათს უთამაშებელი ანდერ ერერა და ეშლი იანგი, დაცვაში კი აქსეულ ტუანზებეს დახმარებას გამოიყენებს. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ხუან მატაც შეძლებს თავისი პარტნიორების დახმარებას სეზონის ბოლომდე.


"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ბარნლი"


მე-14 ადგილი, 36 ქულა

"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 5 შეხვედრა: ფ-წ-მ-ფ-წ

"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პრემიერ ლიგაში ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს (1 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება), წინა 10 მატჩში კი 5 მოიგეს.

თუმცა, "ბორდოველებს" მეექვსე მაჩვენებელი აქვთ სახლში აღებული ქულების რაოდენობით, "ტორფ მურზე" ჩატარებულ მატჩებში შესაძლო 24-დან 19 ქულა აიღეს.

"ბარნლიმ" მიმდინარე სეზონში 16 საშინაო მატჩში 32 ქულა აიღო, რაც 2000/01 წლების სეზონის "ჩარლტონის" შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია ლიგის ახალწვეულისთვის.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც სახლში დაგროვილი 32 ქულის შემდეგ უმაღლეს დივიზიონში ვერ შეინარჩუნა ადგილი - "ნორვიჩია", თუმცა 1994/95 წლებში მათ 42 მატჩი ჩაატარეს.

შონ დაიჩის გუნდმა უკვე გადააჭარბა პრემეირ ლიგაში ყოფნის წინა ორ შემთხვევაში დაგროვილი ქულების რაოდენობას.

"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 60 ქულა

"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-ფ-მ-მ

"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ბოლო 22 მატჩში დაუმარცხებელია (12 მოგება, 10 ფრე). ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა პრემიერ ლიგაში 2010/11 წლების შემდეგ, როცა გუნდს 24-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

ჟოზე მოურინიოსთვის 22 მატჩი ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელია სერიაა ინგლისის ჩემპიონატში 2005 წლის ოქტომბრიდან, როცა "ჩელსისთან" ერთად ასეთი მატჩების რაოდენობამ 40 მიაღწია.

გუნდი ამჟამად 9 გასვლით შეხვედრაშია დაუმარცხებელი: 7 მოგება, 2 ფრე. ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა გასვლაზე ჩატარებული მატჩების მხრივ 2013 წლის აგვისტოდან (13 მატჩი).

"წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სეზონში გასვლაზე ჩატარებულ 14 მატჩში 30 ქულა დააგროვეს (9 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება). პრემიერ ლიგის მხოლოდ 4 სეზონში დააგროვეს მათ უფრო მეტი ქულა სხვის მოედანზე: 1993/94, 2006/07, 2011/12, 2012/13.

"მანჩესტერ იუნაიტედს" საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი აქვს ჩემპიონატის გასვლით მატჩებში დაგროვილი ქულების რაოდენობით (2.14 ქულა ერთ მატჩში). "ჩელსიმ" და "სიტიმ" უფრო მეტი ქულა დააგროვეს გასვლაზე, მაგრამ ამ გუნდებმა სამით მეტი მატჩი ითამაშეს სხვის მოედანზე, ვიდრე "იუნაიტედმა".

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად მოახერხა პრემეირ ლიგის ზედიზედ 4 მატჩში 3 ან მეტი გოლის გატანა.

კიდევ ერთ ფრეს თუ ითამაშებს გუნდი, "იუნაიტედი" თავის რეკორდს გაიმეორებს, რაც 1998/99 წლებში დაფიქსირებულ 13 ფრედ დასრულებულ მატჩს მოიაზრებს.

"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ბარნლი"


წამყვანი ბომბარდირი: გრეი - 8 გოლი (8 ლიგაში)

მეკარე ტომ ჰიტონმა 11 სეივი განახორციელა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ მატჩში, რომელიც 0-0 დასრულდა. ამ მაჩვენებლით კი იგი ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს.

თუ მეოდანზე ტომ ჰიტონი და მაიკლ კინი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 28 გოლი (17 ლიგაში).

უეინ რუნი პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირია გასვლაზე გატანილი გოლების რაოდენობით - 88 ბურთი.

ამჟამად რუნის პრემიერ ლიგაში 148 სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ აქვს გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით წინ მხოლოდ ალან შირერი (190), ფრენკ ლამპარდი და ენდი კოული (149) არიან.

რუნიმ "იუნაიტედის" რიგებში 180 გოლი გაიტანა ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით. საკლუბო ბომბარდირებს შორის უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ჯეკ როულის (182) და ბობი ჩარლტონს (199) აქვთ.

დავიდ დე ხეამ გასული სეზონის შემდეგ პრემიერ ლიგაში 27 "მშრალი" მატჩი ჩაატარა - მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მეკარემ ინგლისის ჩემპიონატში.

"იუნაიტედის" თავდამსხმელს, მარკუს რეშფორდს პირველად აქვს შანსი პრემიერ ლიგის ზედიზედ 3 მატჩში გაიტანოს გოლი.

"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 123-ჯერ შეხვდნენ. "ბარნლი" 44 მატჩი მოიგო, "იუნაიტედმა" 58, ხოლო 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ინგლისის ჩემპიონატში "ბარნლიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველად 2009 წელს დაამარცხა, ერთადერთი გოლის ავტორი რობი ბლეიკი გახდა.

ამ გუნდებს შორის პრემიერ ლიგის ეგიდით "ტორფ მურზე" გამართულ ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გავიდა.

"წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს "ბარნლის" მოედანზე ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში, ეს კი 1976 წელს ლუ მაკარიმ მოახერხა, როცა "იუნაიტედმა" "ბორდოველები" მათ სტადიონზე დაამარცხა.

"ბარნლისთან" გასვლაზე ჩატარებულ 12 მატჩში "იუნაიტედმა" სულ 2 გამარჯვება მოიპოვა: 2 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება.

პირველი წრის მატჩი 0-0 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარნლის" შეუძლია, "იუნაიტედთან" 1973/74 წლების მატჩში პირველად არ წააგოს არცერთხელ ერთი სეზონის განმავლობაში.

"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა (პრემიერ ლიგის ჩათვლით): "ბარნლი" - 40 მოგება, "იუნაიტედი" - 49 მოგება, ფრე - 18.

პრემიერ-ლიგა: "ბარნლი" - 1 მოგება, "იუნაიტედი" - 2 მოგება, ფრე - 2.


"ბარნლის" სტადიონი


ლიგა: "ბარნლი" - 27 მოგება. "იუნაიტედი" - 17 მოგება, ფრე - 9.

პრემიერ-ლიგა: "ბარნლი" - 1 მოგება. "იუნაიტედი" - 0 მოგება, ფრე - 1

"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"ბარნლი" 0-0 "მანჩესტერ იუნაიტედი"


"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


შაბათი, 30 აგვისტო, 2014 წელი
მსაჯი: კრის ფოი
სწრებადობა: 21099

გუნდების შემადგენლობა


"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"ბარნლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა ენტონი რეილორმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 38 მატჩში იმსაჯა, 113 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ჯეკ კოლინი, პიტერ კურკუპი
სათადარიგო არბიტრი: ლი მეისონი
პრევიუ
10 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
22 აპრილი 2017 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4165
ეს თამაში დიდწილად გადაწყვეტს ოთხეულში შესვლა არ შესვლის შანსებს
0
№2
ავტორი: GRIEZMANN 7
22 აპრილი 2017 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
0 2 ასე მგონია
0
№3
ავტორი: Lady in red
22 აპრილი 2017 19:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 517
ყველა დარჩენილი მატჩი მნიშვნელოვანია, თან ძლიერ გუნდებს ვხვდებით ძირითადად. ბარნლის უნდა მოვუგოთ უცილებლად.
0
№4
ავტორი: LASHQARA
22 აპრილი 2017 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 950
ბარნლის უნდა მოვუგოთ წელს ყველაზე დიდი ანგარიშით love am
0
№5
ავტორი: gache1991
22 აპრილი 2017 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1340
ამათმა ისეთი მნიშვნელოვანი ქულები დაგვაკარგვინეს ოლტრაფორდზე დღეს რო გვქონდეს არაფერზე ვინერვიულებდიტ..ასე რომ,გუნდი ხასიათზეა ჩელსი ნახევარფინალი,იბრა არ არი მარა ისედაც გადაღლილი იყო ფორმიდან ამოვარდა და მგონი ჯობია კიდეც ამათთან რო მარსიალი დადგება.
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
22 აპრილი 2017 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 815
მოსაგები თამაშია და მოვიგებთ დარწმუნებული ვარ და ჟოზემ სეზონის მიწირულს უნდა აიღოს მაქსიმუმი ქულები 7 თამაშიდან ყველა ეპლში ევროპის ლიგის პინალში კი ვართ მარა დანაკლისები უნდა დავიბრუნოთ საჭირო კაცია იბრა და ეგ გვინდა
0
№7
ავტორი: kaxeti
22 აპრილი 2017 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 370
ამოდენა ფული იყრება ამ ტრანსფერებში და ბოლოს რა ცენზურა გამოდის?
0
№8
ავტორი: GeorgeBest
22 აპრილი 2017 22:54
  • სიახლეები: 1246
  • კომენტარები: 12052
ბარნლი სახლში ძაან უხერხული მეტოქეა მარა ეხლა სხვა ფეხბურთს დავდებთ წესით და უნდა გაამართლოს ამან
0
№9
ავტორი: ikeoni
23 აპრილი 2017 03:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4049
Saxes gavazrobt xval
0
№10
ავტორი: ROI
23 აპრილი 2017 12:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 463
უდა გავიარჯოტ:*
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

შემოგვიერთდი

მომდევნო მატჩები

22 ნოემბერი 2017, 23:45
ბაზელი
იუნაიტედი
ჩემპიონთა ლიგა
25 ნოემბერი 2017, 19:00
იუნაიტედი
ბრაიტონი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2017, 18:00
იუნაიტედი
ტოტენჰემი
პრემიერ ლიგა
ბაზელი22 ნოემბერი
ბრაიტონი25 ნოემბერი
ტოტენჰემი28 ნოემბერი

წინა მატჩები

18 ნოემბერი 2017, 20:30
იუნაიტედი4
ნიუკასლი1
პრემიერ ლიგა
5 ნოემბერი 2017, 20:30
ჩელსი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
31 ოქტომბერი 2017, 23:45
იუნაიტედი2
ბენფიკა0
ჩემპიონთა ლიგა
ნიუკასლი18 ნოემბერი
ჩელსი5 ნოემბერი
ბენფიკა31 ოქტომბერი

მატჩის საუკეთესო

პოლ პოგბა
6
პოლ პოგბა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

წიგნები

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top