თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2017, 16:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1540,
კომენტარები: 9
ნიგერიაში 7 გულშემატკივარი დაიღუპა
"მანჩესტერ იუნაიტედის" 7 გულშემატკივარი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.
ნიგერიაში 7 გულშემატკივარი დაიღუპა
ნიგერიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მინიმუმ 7 გულშემატკივარი დაიღუპა "ანდერლეხტთან" მატჩის ყურებისას, როცა ელექტოკაბელი დაეცა შენობას, სადაც მატჩის საყურებლად შეკრებილი ადამიანები იმყოფებოდნენ.

ტრაგედია ნიგერიის საპორტო ქალაქ კალაბარში მოხდა. პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გულშემატკივრები თვითნაკეთ ქოხში შეიკრიბნენ, რომლის კედლები და ჭერიც თუნუქისგან იყო დამზადებული, მატჩის მიმდინარეობისას კი სახურავს ელექტრონული კაბელი დაეცა.

თავიდან ნიგერიული პრესა წერდა, რომ 30 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, მატჩის სანახავად შეკრებილი 80 ადამიანიდან 7 გარდაიცვალა და 30 მძიმედ დაშავდა.

ნიგერიაში 7 გულშემატკივარი დაიღუპა


ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, კაბელის დაცემის მიზეზი ქოხთან ახლოს მდგომი ტრანსფორმატორის აფეთქების მიზეზი გახდა.

"ეს "იუნაიტედისა" და "ანდერლეხტის" მატჩის დროს მოხდა. გამაყრუებელი აფეთქების ხმა გავიგონე და გარეთ გამოვვარდი, რომ მენახა, რა მოხდა. როცა სახლში დაბრუნება დავაპირე, სადაც მატჩს ვუყურებდით, დავინახე, რომ სახურავზე ელექტრო კაბელი ეგდო, შიგნით კი დენს ურტყამდა. საშინელი სანახაობა იყო.

ამ დღეს არ მინდოდა მატჩზე წასვლა, რადგან სახლში ჩემი ერთ-ერთი არხი უჩვენებდა, თუმცა სხვების კომპანიაში ყუფნა მიყვარს. შემთხვევითობა რომ არა, ახლა მკვდარი ვიქნებოდი. ვერ ვიჯერებ, რომ იმდენი ადამიანი, ვისაც იმ საღამოს ვესაუბრებოდი და ვეხუმრებოდი, ასეთი მტანჯველი სიკვიდილით დაიღუპა".


"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი მწუხარება სოციალური ქსელით გამოხატა: "ჩვენი ფიქრები ახლა "იუნაიტედის" გულშემატკივრებთან, მათ მეგობრებსა და ოჯახებთანაა, რომლებიც კალაბარეში მოხდარი ტრაგედიის მსხვერპლები გახდნენ".

ნიგერიაში 7 გულშემატკივარი დაიღუპა
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
22 აპრილი 2017 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ვიზიარებ love
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
22 აპრილი 2017 17:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძალიან სამწუხარო ამბავია recourse
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
22 აპრილი 2017 20:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
რამხელა ტრაგედიაა.ვიზიარებ
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
22 აპრილი 2017 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ცუდია როცა შენ გუნდს ბალეშიკობ და ასეთი რაგაც მოხდება ცუდია ვიზიარებ მწუხარებას წუთუერი ცხოვრება დატოვეს და გააგრძელეს ჩვენ მხსნელთან აქ სანთელი და იქ ნათელი ყოფილიყოს სულის სიმშვედე არ მოკლებოდეთ
0
№5
ავტორი: giorgiginturi
22 აპრილი 2017 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ღმერთმა გაანათლოს მათი სულები. საშინელებაა წარმოდგენა ასეთი ტრაგედიის, ჯვარი გვწერია ყველას ასეთი უბედურებისგან..
0
№6
ავტორი: GeorgeBest
22 აპრილი 2017 22:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რამდენი უაზრო ჭორი გავრცელდა ამასთან დაკავშირებით areyoukiddingme
0
№7
ავტორი: gaga1987
23 აპრილი 2017 01:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
samwuxaroa
0
№8
ავტორი: ikeoni
23 აპრილი 2017 03:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Ra sashinelebaa((
0
№9
ავტორი: stepno
23 აპრილი 2017 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
recourse recourse recourse
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top