თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2017, 22:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4364,
კომენტარები: 34
იბრაჰიმოვიჩისთვის სეზონი დასრულდა
ზლატანი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
იბრაჰიმოვიჩისთვის სეზონი დასრულდა
Sky-ს წყარო იტყობინება, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

შვედმა ფორვარდმა "ანდერლეხთან" დაპირისპირებისას ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე მიიღო მუხლის ტრავმა და მოედანი დატოვა.

ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არ არის ზლატანის ტრავმისადმი განწყობილი, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.

გამომდინარე იქიდან, რომ იბრას ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია თავისი მოქმედი კონტრაქტი, არსებობს ალბათობა იმისა, რომ მან უკვე ჩაატარა "იუნაიტედის" მაისურით თავისი ბოლო მატჩი.

შეგახსენებთ, რომ ზლატანი "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირია ყველა ტურნირზე გატანილი 28 გოლით, პრემიერ ლიგაში კი მის ანგარიშზე 17 ბურთი ირიცხება.

წყარო: skysports.com
ახალი ამბები
34 კომენტარი
№1
ავტორი: pogba.
21 აპრილი 2017 22:20
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
სამწუხაროა. მაგრამ ეხლა აქ ჟოზეს ბურთი და მოედანი დააა ყველაფრის ცდა შეუძლია შეტევაში
0
№2
ავტორი: ikeoni
21 აპრილი 2017 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Auu Es gvindoda exlaa(( Imedia gamoigvizeben runi da marsiali(((
0
№3
ავტორი: JooBoo
21 აპრილი 2017 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
ძაან კაი მაინც ვერაფერ აკეთებდა საუთჰემპტონის მერე
3
№4
ავტორი: Temo-Mu
21 აპრილი 2017 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
არა ზლატანის გარეშე რთული იქნება მაინც ზლატან იბრაჰიმოვიჩია. პრემიერლიგაში კი იქნება ბომბარდირი მანჩესტერისთვის ამ სეზონში თუ ვინმე დანარჩენ თამაშში არ გაიტანს 2-2 3-3 ბურთს. პროსტა ის გამიტყდა რომ ფინალი შვედეთშია ევროპა ლიგის და ვეღარ ითამაშებს no

და საერთოდაც წელს მანჩესტერ იუნაიტედის ბომბარირათ დარჩება 28 გოლით.
0
№5
ავტორი: tupaca
21 აპრილი 2017 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ზლატანის ტრანვა მაგრდ გამიტყდა მაგრამ ეხლა გამოჩნდება მანჩესტერის რეალური ძალა მაურინიოსთვის კიდე მგონია რომ კომფორტი უფროა ზლატანის ტრანვა თორე შეცვლასაც კი ვერ უბედავდა :)) პ.ს: არ მეგონა ოდესმე ამას თუ ვიტყოდი მაგრამ მე როხოს ტრანვა უფრო მაშფოთებს
0
№6
ავტორი: DoVe
21 აპრილი 2017 23:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11
ახლა კი რუნი მიიღებს შანს და იტყვის თავის სიტყვას
0
№7
ავტორი: ROI
21 აპრილი 2017 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ზლატანი მაგარია მაგრამ სწრაფი ვეგარაა ასე მანიუს მაინცდამაინც დიდი დანაკარგი არუნდა ქონდეს
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
21 აპრილი 2017 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
უფრო გამწვავდება ატაკა და უფრო მომწიფდება სისწრაფეც მარა ეს კაცი რო ლეგენდააა და რო გამოცდილია მარტო მაგით იტანს გოლებს იცის რა დროს რა გადაწვეტილება მიიღოს მგონია რო ფინალამდე აღიდგეს ფორმას და იქნება მინც ზლატანია და მაინც მაგარიააა ეგ კაცი მანჩესტერისთვის ეგ წელს და მომავალ წელს უფრო დასვენებული ითამაშებს და სხვას დაუთმობს დროს რათქმაუნდა თუ დარჩა აქ
0
№9
ავტორი: stepno
21 აპრილი 2017 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
zlataan madlibaa yvelafristvis chemtvis sauketesoo centr forvardi xar
0
№10
ავტორი: LASHQARA
21 აპრილი 2017 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რუნის ჯერია, ეხლა გამოჩნდება დაუბრუნდება თუ არა რუნი ფეხბურთს და მინდა რომ ამის პასუხი დადებითი იყოს love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top