თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2017, 16:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1577,
კომენტარები: 8
ფელაინი: "ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება"
ბელგიელი პირობას დებს, რომ "იუნაიტედი" "ანდერლეხტთან" განსხვავებულ მატჩს შემოგვთავაზებს.
ფელაინი:
მარუან ფელაინის სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში "ანდერლეხტთან" განსხვავებულად ითამაშებს.

"წითლებმა" ბელგიაში გამართული შეხვედრის მიწურულს ჰენრიხ მხითარიანის საპასუხო გოლი გაუშვეს და მატჩი 1-1 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო მატჩის სირთულეს აცნობიერებს, ბელგიელი ფიქრობს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი პუბლიკა გუნდს დიდ დახმარებას აღმოუჩენს.

მატჩის დღის ოფიციალური ჟურნალისთვის ინტერვიუს მიცემისას ფელაინიმ ისაუბრა: "კვლავ რთული მატჩი იქნება. ყველა მატჩი რთულია. უცხო თუ ინგლისური გუნდი, ყველა ისურვებს "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებას, ამიტომაც მაქსიმუმს დებენ მოედანზე.

მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" დიდი შანსი გვაქვს. ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ იქ და ყველაფერს გავაკეთებთ ნახევარფინალში გასასვლელად. ვფიქრობ, ხუთშაბათს დიდი მატჩი იქნება და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ეს მატჩი განსხვავებული იქნება. ჩვენი სტადიონი სამჯერ დიდია "ანდერლეხტისაზე", ამიტომ სრულიად განსხვავებული ატმოსფერო გვექნება. კლუბთან დაკავშირებულ თითოეულ პიროვნებას - მოთამაშეებს, მწვრთნელს, შტაბის წევრებს - სურს ბოლომდე გასვლა, ამიტომ ჩვენ ამისთვის ვშრომობთ".


"წითლები" მომდევნო მატჩის "ჩელსისთან" გამარჯვებით ხვდებიან და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ეცდებიან, რასაც ექვს საშინაო ევრომატჩში მეექვსე გამარჯვების მოპოვებით აპირებენ.

"საშინაო ევრომატჩებში ძალიან კარგად ვთამაშობდით და ბევრი გოლიც გაგვქონდა. კვლავ ასე უნდა გავაგრძელოთ და ხუთშაბათსაც მოვიგოთ, რათა მეოთხედფინალში გავიდეთ.

გულშემატკივარი ყოველთვის მოულოდენლად ელის ევროპულ მატჩებს და, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებიან. ისინი ხმაურს ატეხენ და მატჩის მოსაგებად წაგვაქეზებენ, რაც მნიშვნელოვანია. სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ფინალს, რაც ჩვენი მიზანია. მაგრამ ახლა მხოლოდ ხუთშაბათის მატჩზე უნდა ვიფიქროთ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
20 აპრილი 2017 17:24
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამას ლაპარაკიც ცოდნია :))
0
№2
ავტორი: stepno
20 აპრილი 2017 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოკლედ უნდა შევჭამოოთ და მორჩა ლაპარაკიი რაა. ანდერლეხტი არ უნდა შევიმჩნიოთ ოლტრაფორდზე, საერთოოდ ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე უნდა გავიდეთ ნახევარ ფინალში. იმედია პირველივე ტაიმში უკვე დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული და მინიმუმ 2 ბურთით ვიქნებით წინ.
პრემიერ ლიგაში არაფერი არაა გარანტირებული, ისეთ მეტოქეებთან დაგვრჩა თამაში რომ აშკარაა ძალიან რთული იქნება, ამიტომ ევროპალიგა როგორც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შასნი, არ უნდა დავკარგოოთ თორე მართლა საეჭვო გახდება ჩვენი ლიგაზე თამაში მომავალ წელს და ისევ უნდა ვიყოთ მთელი სეზონი მოწყენილი და გულდაწყვეტილი. წარმატებები აბა დღეს მანუუ love love love
0
№3
ავტორი: Phil Jones
20 აპრილი 2017 18:33
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ანდერლეხტია ბოლობოლო ერთადერთი შანსი ჰქონდათ რაღაც სასწაული მომხდარიყო და სახლშI 2-0 მოეგოთ, ისიც ალბათ პენალტი და წითელი ბარათის შემთხვევაშI იყო შესაძლებელი.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2017 18:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: stepno
მოკლედ უნდა შევჭამოოთ და მორჩა ლაპარაკიი რაა. ანდერლეხტი არ უნდა შევიმჩნიოთ ოლტრაფორდზე, საერთოოდ ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე უნდა გავიდეთ ნახევარ ფინალში. იმედია პირველივე ტაიმში უკვე დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული და მინიმუმ 2 ბურთით ვიქნებით წინ.
პრემიერ ლიგაში არაფერი არაა გარანტირებული, ისეთ მეტოქეებთან დაგვრჩა თამაში რომ აშკარაა ძალიან რთული იქნება, ამიტომ ევროპალიგა როგორც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შასნი, არ უნდა დავკარგოოთ თორე მართლა საეჭვო გახდება ჩვენი ლიგაზე თამაში მომავალ წელს და ისევ უნდა ვიყოთ მთელი სეზონი მოწყენილი და გულდაწყვეტილი. წარმატებები აბა დღეს მანუუ love love love

100%
0
№5
ავტორი: ikeoni
20 აპრილი 2017 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
Mgonia Ro didi angarishit movugebt
0
№6
ავტორი: jokero89
20 აპრილი 2017 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ra shishi ris shishi ra kitxvisnishnebi gadamreven es chemisebi amat rogor ver unda mougod anda rogor ver unda mogvego
0
№7
ავტორი: giorgi kandelakisvili
20 აპრილი 2017 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ციტატა: kobinio
ამას ლაპარაკიც ცოდნია :))

გაკვირვებული ვარ პირდაპირ
0
№8
ავტორი: kobinio
21 აპრილი 2017 23:24
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top