თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2013, 23:49
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 1674,
კომენტარები: 10
იუნაიტედი ყატარში მოგზაურობის შესახებ
ეშმაკები თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ
იუნაიტედი ყატარში მოგზაურობის შესახებ
წითელი ეშმაკები ყატარში ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ რამდენიმე სათში გაემზავრნენ. მათ იქ 4 დღე დაჰყვეს. ნემანია ვიდიჩმა განაცხადა, რომ ძალიან სასიამოვნო იყო მისთვის ეს მოგზაურობა:”უბრალოდ ძალიან კარგად გავატარეთ დრო. შესანიშავი იყო. მთელი დღის განმავლობაში მზის ქვეშ ვიყავით. ეს ფაქტი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, თუ გავიხსენებთ როგორი კლიმატური პირობებია მანჩესტერში. აქ ერთხელ 3 წლის წინ ვიყავით. ეს ყველასგან განსხვავებული და განსაკუთრებულია.”

თავის პარტნიორის მსგავსად გიგზმაც გააკეთა განცხადება:” აქ ყოფნა მართლაც ძალიან სასიამოვნოა. ამინდი შესანიშნავი იყო, როგორც სავარჯიშო ატმოსფერო. მთელი დღე მზაზე ვიყავით. იმედი მაქვს, რომ ეს მოგზაურობა შედეგს მოგვიტანს. ჩვენ ვატარებდით ვარჯიშებს, ვთამაშობდით გოლფს და სანაპიროზეც დავდიოდით.”

მაიკლ ფელანი მოგზაურობის შესახებ:” ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიოტი Aspire_ა. შესანშნავი დამხმარეები გვყავდა, რომლებმაც თავისი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულეს. ფეხბურთელები შესანიშნავ განწყობაზე იყვნენ. ამინდიც ხელს უწყობდა მათ სიხარულს. ჩვენ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ.”

რენე მიულენსტინი:”მთვარი მიზეზი ჩვენი წასვლის ის იყო, რომ ფეხბურთელებს ძალიან სჭირდებოდათ მზის შუქი. შესანიშნავ პირობებში ვიმუშავეთ, რაც ძალიან სარგებლიანია. ვფიქრობ, მარტო კარინგტონზე რომ გაგვეგრძელებინა ვარჯიშები, ასეთ შედეგს ნამდვილად ვერ მივიღებდით. ჩვენ გვქონდათ შესანიშნავი შესაძლებლობა მოვმზადებულიყავით მომდევნო მატჩებისთვის.”

წყარო:Redevils.Ru
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Shako Jones
25 იანვარი 2013 23:54
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
აღარც უნდათ ალბათ წამოსვლა megustamucho
0
№2
ავტორი: Amanda Seyfried
26 იანვარი 2013 00:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მაგარი პონტი იქნებოდა
0
№3
ავტორი: VaRdo
26 იანვარი 2013 00:32
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეხლა ჩამოვლენ დასვენებულები და გადაუვლიან ყველას love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: always ReD
26 იანვარი 2013 01:57
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ციტატა: VaRdo
ეხლა ჩამოვლენ დასვენებულები და გადაუვლიან ყველას

likeaboss აბა რა likeaboss

0
№5
ავტორი: love united
26 იანვარი 2013 10:44
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მთავარია მგზავრობით დაღლილობამ არ იჩინოს თავი..
0
№6
ავტორი: UTD-Rule
26 იანვარი 2013 11:27
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ციტატა: love united
მთავარია მგზავრობით დაღლილობამ არ იჩინოს თავი..

მაგის მეშინია..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: VaRdo
26 იანვარი 2013 11:47
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: love united
მთავარია მგზავრობით დაღლილობამ არ იჩინოს თავი..


შენ რომ ავტობუსით მოძრაობ თან უკან ვინ ჯდება რომ ყარს ისეთი ბოლო გამოდის, გვერძე რომ ვიღაც მთვრალი ზის ხოლმე და მთელი ავტობუსი ყარს ეგრე კი არაა? იქ მერე გააჩერე ჩავდივარ და გაჩერებაზე რომ ვიღაც ამოვა და აბა ბურბუშელები . ეგრე კი არაა? ahahaha ზიან აიფონებით აიპოდებით ყურსასმენებით თბილად , კაიფობენ გზაში ერთობიან ჭამენ სვავენ. არაფერზე დარდობენ და არაფერი პრობლემა არ აქვთ. დაღიალნენ არა და იხვის ტოლმა ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: love united
26 იანვარი 2013 11:59
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
VaRdo
wink ყველაფრის მიუხედავად თვითფრინავით მგზავრობა ძალიან დამღლელია...თუ სწორად მახსოვს ბერგკამპი რომ იყო არსენალში ბოლო წლებში ნაკრებში იმიომ არ თამაშობდა რომ თვითვრინავში თავს შეუძლოდ გრძნობდა და ეშინოდა...
0
№9
ავტორი: VaRdo
26 იანვარი 2013 12:41
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
love united,

ეგრე დავიდსი 2 დღით ადრე მიდიოდა თამაშებზე გემით რადგან თვითფრინავს შიში ჰქონდა. რას გაუგენ ზოგი როგორაა ზოგი როგორ. : ))) ნეტა ეგრე ვიღლებოდე მეც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: love united
26 იანვარი 2013 12:54
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
VaRdo
wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top