თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2017, 15:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1605,
კომენტარები: 10
მოურინიო: "ეიფორიაში ყოფნის მიზეზი არ გვაქვს"
ჟოზე მოურინიო ფეხბურთელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ძალიან კმაყოფილია "ჩელსისთან" ნაჩვენები თამაშით, მაგრამ ფეხბურთელებს მოდუნებისა და ეიფორიაში ყოფნის უფლებას არ მისცემს.

"წითელმა ეშმაკებმა" კვირას პრემიერ ლიგის ლიდერები 2-0 დაამარცხეს და მეტოქეს კარში დარტყმის უფლებაც კი არ მისცეს, რასაც მოურინიო საოცარ თამაშს უწოდებს, მაგრამ ევროპა ლიგის შეხვედრას სერიოზულად უდგება.

"უფლებას არ მივცემ, გონება დაებინდოთ. მინდა, რომ ეს ხალხი მშვიდად იყოს, ხომ იცით; არ მიყვარს, როცა ცუდ მომენტში ჯოჯოხეთია მოწყობილი და კარგ მომენტში სამოთხეს. ამის დრო არ არის. საოცრად კარგად ვითამაშეთ, დიდებული შედეგი და კარგი შეგრძნება იყო ყველასათვის, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს.

შესაძლოა, ლიგის თასის მოგება უფრო დიდი იყო, რადგან ამან ტიტული მოგვცა, მაგრამ ახლა ნახევარფინალში გასვლის საკითხი წყდება, რაც ოცნების შენარჩუნებას ან დასამარებას გაგვიცხადებს. პირველი მატჩის შედეგი ფენომენალური არ იყო, მაგრამ პოზიტიური იყო - კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით. როგორც კი მსაჯი ჩასტვენს, მოქმედი ანგარიშით მომდევნო ეტაპზე გასულები ვართ და ამის შესანარჩუნებლად 90 წუთი გვაქვს.

თქვენ იცით ჩემი ისტორია და იცით "იუნაიტედისაც" - რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი, - საიდან გამომდინარეც ცხადია, რომ სულ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდით. ამიტომაც არ მოუგია "იუნაიტედს" ევროპა ლიგა და ამიტომაცაა, რომ მე ის ერთადერთხელ მოვიგე შორეულ წარსულში, 2002/03 წლებში.

ჩემპიონთა ლიგაზე ყოფნა გვსურს, მაგრამ სეზონის დასაწყისიდანვე ვამბობ, რომ "იქ არ ვართ". ჩვენ ევროპა ლიგაზე ვართ - ამ ტურნირის მოგება კი შეგვიძლია. უკვე 11 მატჩი ჩავატარეთ, ასე რომ, ვნახოთ, ფინალში გასვლას შევძლებთ თუ არა",
- განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: jokero89
20 აპრილი 2017 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
აღარ უნდა მაგას ნახვა უნდა დაიდოს თასი
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 აპრილი 2017 15:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ანდერლეხტს ჰანდიკაპით უნდა მოუგონ სახლში და რაც მთავარია ხარისხიანი ფეხბურთით და იმედია სვარკა არ იქნება
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 აპრილი 2017 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჩელსი დავიწყებულია, წინ უნდა გავიხედოთ და ჟოზეც ამას ამბობს, რომ უკან მოხედვის დრო არ არის. ლიგაზე აუცილებლად უნდა გავიდეთ, აუცილებლად!!!
0
№4
ავტორი: gache1991
20 აპრილი 2017 16:04
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ზუუუუსტად ეს ვთქვი რეშფორდის გოლი რო დაიდო 700 კუთხიდან:) ძალიან მარტივი ამოცანა აქ გუნდს გოლი არ უნდა გაუშვას ერთერთი სუსტი გუნდისგან რომელსაც ბოლო ადგილოსანი სანდერლენდიც კი ადვილად მოუგებს და ნახევარფინალში ვართ
0
№5
ავტორი: kobinio
20 აპრილი 2017 17:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
რომ უნდა მოვიგოთ ამაზე აღარ ვისაუბრებ უბრალოს მომენატრა ლაღი და ლამაზი ფეხბურთი მანჩესტერის შესრულებით და იმედია ვიხილავ განრისხებულ ლომს დღეს ოლდტრაფორდზე
0
№6
ავტორი: pogba.
20 აპრილი 2017 17:42
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
იმედია ნამიოკი არაა ეგ და 0-0 ზე არ ითამაშებს გუნდი სირცხვილია!
0
№7
ავტორი: stepno
20 აპრილი 2017 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ანდერლეხტან ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე უნდა მოვიგოთ

ანდერლეხტან ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე უნდა მოვიგოთ
0
№8
ავტორი: Phil Jones
20 აპრილი 2017 18:38
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეიფორია არა, მაგრამ კარგ დროს მოგვიწია ჩელსისთან მოგებამ, ყველაზე რთული კალენდრის წინ და რაღაც გარკვეული მუხტი უნდა მისცეს ამან გუნდს.
0
№9
ავტორი: ikeoni
20 აპრილი 2017 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Martlas ambobos seriozulad unda moekidon bichebi tamashs
1
№10
ავტორი: Manstark_United
20 აპრილი 2017 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ევროპა ლიგა უნდა დაიდოს.ეს ტურნირი არასდროს მოგვიგია,მაინც ევროპული ტიტულია და საკმაოდ დიდი განაცხადია ევროპაში.ოთხეულსაც თუ შეძლებენ ხომ კარგი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top