ჟოზე მოურინიომ ენტონი მარსიალს მიანიშნა, რომ უნდა შეეგუოს იმას, რასაც მწვრთნელი სთხოვს, თუკი "მანჩესტერ იუნაიტედში" წარმატების მიღწევა სრუს.
მარსიალი არ იყო "ჩელსისთან" მატჩის ძირითად შემადგენლობაში, მოურინიოს შეგირდებმა კი სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარეს.
ფრანგმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა სრულად და მოურინიო მარსიალს აფრთხილებს, რომ მის მოთხოვნებს შეეგუოს.
"10 თვეა ერთად ვართ. როგორც მე გავიცანი ფეხბურთელები უკეთ, ისე უნდა გამიცნონ მათ. როგორც მე მივხვდი, რა მოსწონთ ფეხბურთელებს, ისე უნდა მიხვდნენ ისინიც, მე რა მომწონს. როგორც მე მივდივარ ფეხბურთელების მიმართულებით, ისე ისინი უნდა გამომყვნენ მე. ეს არის მთავარი.
სწორედ ამის გამოა, რომ მარკუს რეშფორდი გოლების გატანის გარეშეც კი იყო ფეხბურთელი, რომელსაც ვენდობი, ყოველთვის ვათამაშებდი და მხარს ვუჭერდი. ის ყოველთვის მისდევდა იმ წესს, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს ვთხოვდი.
ვფიქრობ თუ არა, რომ ენტონი დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია? დიახ, ვფიქრობ. ვფიქრობ თუ არა, რომ ჩემს გუნდში წარმატებული იქნება? დიახ, ვფიქრობ. მაგრამ მან ის უნდა მომცეს, რაც ძალიან მომწონს", - განაცხადა მოურინიომ.