"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანდერ ერერა აცხადებს, რომ "ჩაძინების" უფლება არ აქვს, თუკი მსოფლიო დონის მოთამაშეებისთვის კონკურენციის გაწევა და სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად მოხვედრა სურს.
ერერა ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო "ჩელსისთან" 2-0 გამარჯვებისა და მან მწვრთნელისა და ექსპერტებისგან ქება დაიმსახურა.
მიუხედავად კარგი თამაშისა, ესპანელი ჯერ კიდევ ღელავს სასტარტო შემადგენლობაში თავის ადგილზე, რის საფუძველსაც "იუნაიტედის" მხარჯველობითი უნარი აძლევს.
"უკვე გვყავს დიდი ფეხბურთელები და "მანჩესტერ იუნაიტედს" სხვა დიდი მოთამაშეების შეძენაც შეუძლია, ამიტომ ჩაძინების უფლება არ მაქვს.
უნდა ვიშრომო, კარგად ვითამაშო და მწვრთნელს ის მივცე, რაც ჩემგან სურს.
მე გუნდური მოთამაშე ვარ, მწვრთნელისთვის ყველაფრის მიცემა მსურს და უკან არ ვიხედები. მხოლოდ წინ ვიყურები", - განაცხადა ბასკმა.
27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში უკვე ჩაატარა უფრო მეტი მატჩი, ვიდრე წინა ორ სეზონში და არაერთხელ დაიმსახურა დადებითი შეფასება.
ერერა მადლობას უხდის მოურინიოს, რომელიც ბილბაოს "ატლეტიკის" ყოფილ ფეხბურთელს ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრებს. "მისი მადლიერი ვარ. ამ სეზონში უფრო მეტს ვთამაშობ და ეს მოურინიოს წყალობით მოხდა. ძალიან ბედნიერი ვარ.
პირველივე დღიდან თავდაჯერებულობა შემმატა და მითხრა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიქნებოდი."