"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი და Skysports-ის ექსპერტი გარი ნევილი ფიქრობს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "წითელი ეშმაკებისთვის" კვლავ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
"ჩელსისთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მარკუს რეშფორდის გამოჩენამ და წარმატებულმა თამაშმა "იუნაიტედის" თავდასხმის ხაზში დიდი კითხვის ნიშანი გააჩინა, რაც ახალგაზრდა და გამოცდილ შემტევებს შორის არჩევანის გაკეთებას გულისხმობს.
ჟოზე მოურინიოს მიერ შერჩეულ შემადგენლობაში შვედი და ინგლისელიც ხშირად ხვდებოდნენ ერთად, მაგრამ მარკუსი ფლანგზე ვინგერის სტატუსით მოქმედებს, ხოლო იბრაჰიმოვიჩი თავდამსხმელად.
"ოლდ ტრაფორდზე" კვირას შემდგარ შეხვედრაში კი ზლატანი სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მისი ადგილი რეშფორდმა დაიკავა, რომელმაც შესანიშნავ სტილში, სისწრაფის ხარჯზე გაიტანა გოლი.
"შეძლებდა თუ არა ზლატანი იმის გაკეთებას, რაც კვირას მარკუსმა გააკეთა? უშანსოდ. მაგრამ შეძლებდა კი რეშფორდი იმის გაკეთებას, რაც ზლატანმა ლიგის თასის ფინალში გააკეთა? ალბათ, ასევე უშანსოდ. ყოველ შემთხვევაში, მისთვის რთული იქნებოდა ამის გაკეთება.
ზლატანი ჯერ კიდევ სჭირდება ამ გუნდს. გუნდში ჩემი ყოფნის პერიოდში საერთოდ ოთხი ფორვარდი თამაშობდა. ახლა გუნდში ზლატანი და რეშფორდია, მაგრამ ჩიჩარიტოს მსგავსი ვინმეც არის საჭირო - ადამიანი, ვისაც შეცვლაზე შესვლის უნარი აქვს.
რატომ არ უნდა გყავდეს გუნდში სამი-ოთხი ფორვარდი? კვირას ჩანდა, რომ იბრაჰიმოვიჩი სქემას ინარჩუნებდა - ზლატანი არ თამაშობს, ან მიდის. გოლები უხაროდა და შეცვლაზე შევლისას სრულად შრომობდა. არ მესმის, რატომ უნდა მიდგეს საქმე არჩევანზე - რეშფორდსა და ზლატანს ერთად თამაშიც შეუძლიათ.
მომდევნო სეზონში ზლატანს სხვა როლში ვხედავ. ამ სეზონში შეუცვლელია და გუნდის მთავარი ძალაა, მაგრამ მომდევნო სეზონში მას თავკაცად ვიხილავდი, რომელიც მარსიალს, რეშფორდს ან შესაძლოა, ზაფხულში მოსულ სხვა ფეხბურთელს გადასცემს. გუნდისთვის ჯერ კიდევ აუციელებელია მისი გამოცდილება.
ამიტომაც ვიყავი "ჩელსიდან" ტერის წასვლით იმედგაცრუებული. ჯერ კიდევ მიმაჩნია, რომ გამცოდილი ფეხბურთელებისთვის ასეთი გუნდების გასახდელში ადგილი უნდა იყოს. სხვებს სწორედ მათ უნდა მიუთითონ ტონი. ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ნევილმა.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.