თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2017, 21:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1992,
კომენტარები: 10
კინის ტრანსფერი "იუნაიტედს" დაიერის შეძენაში დაეხმარება
"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "წითლებს" ტრანსფერის განხორციელებაში დაეხმარება.
კინის ტრანსფერი
"ტოტენჰემი" მზად არის, "ბარნლის" ცენტრალური მცველის, მაიკლ კინის შესაძენად იბრძოლოს, რაც თავის მხრივ "მანჩესტერ იუნაიტედს" "დეზებიდან" ერიკ დაიერის შეძენაში შეიძლება დაეხმაროს.

მოსალოდნელია, რომ სეზონის ბოლოს კინმა "ტორფ მური" დატოვოს. თავისი დამაჯერებელი თამაშით "ბარნლისა" და ინგლისის ნაკრების რიგებში მაიკლმა თავის თავზე დიდი განაცხადი გააკეთა, რაც უფრო სერიოზული კლუბისკენ უკვალავს გზას.

გარკვეული ინტერესი აქვს თავისი აღზრდილის მიმართ ორი წლის წინ "ბარნლიში" 2 მილიონ ფუნტად გაყიდული კინის ყოფილ კლუბს, "წითელ ეშმაკებს", მაგრამ ჟოზე მოურინიოს უფრო მეტად სრუს დაიერის შეძენა.

ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ კინისთვის ბრძოლაში "ტოტენჰემი" ჩაერთო, რომლის თავკაც მაურისიო პოჩეტინოს პრემიერ ლიგის კლუბებზე ნამდვილი რეიდის განხორციელება სურს - მაიკლის გარდა, "დეზები" "ევერტონიდან" როს ბარკლის, ხოლო "კრისტალ პალასიდან" უილფრიდ ზაჰას შეძენას აპირებენ.

როგორც The Telegraph-ი იტყობინება, "ტოტენჰემის" რიგებში კინის გადასვლა თავის მხრივ დაიერის "იუნაიტედში" გადასვლის შანსს აამაღლებს. ერიკი პოჩეტინოს გუნდში ბედნიერია, მაგრამ თავის მომავალს მაინც ნახევარმცველის პოზიციაზე ხედავს.

პოჩეტინო დაიერს მოედნის ცენტრში თამაშის გარანტიას ვერ აძლევს - მოურინიოსგან განსხვავებით, რომელიც უნივერსალი ერიკით შთაგონებულია და "დეზებს" 40 მილიონი ფუნტის ოდენობით შეთავაზებას გაუკეთებს.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
19 აპრილი 2017 21:06
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
dzalian magrad minda.dartyma aq,pasi aq,simagle aq,dzala aq:))universaluroba aq:))meti ra ginda kacs.erera+daieri=tavisufal pogbas:))
1
№2
ავტორი: rene harrison_
19 აპრილი 2017 21:24
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ახალი ტრანსფერის სუნი მცემს

მარა ჯერ მოვიცადოთ
0
№3
ავტორი: jokero89
19 აპრილი 2017 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
არვიცი რა ჯობს ტოპ კლასის მოთამაშე დავიმატოდ
0
№4
ავტორი: LASHQARA
19 აპრილი 2017 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ორივე მაგრად გაასწორებს love am
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
19 აპრილი 2017 21:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჯერ ყველაფერი ჭორის დონეზეა, ზაფხულში ვნახავთ რა და როგორ
0
№6
ავტორი: ikeoni
19 აპრილი 2017 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მომკალით და ვერ ვკაიფობ ამ იგროკზე რაა wink
2
№7
ავტორი: tupaca
19 აპრილი 2017 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მე მივესალმები ამის ტრანსფერს მომავალი კერიკია თან დარტყმაც სასწაული აქვს ერთხელ ამან ჯარიმა დააჭედა იმის მერე მევასება :))
1
№8
ავტორი: dybbuk
19 აპრილი 2017 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: ikeoni
მომკალით და ვერ ვკაიფობ ამ იგროკზე რაა wink

+1
0
№9
ავტორი: stepno
20 აპრილი 2017 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
gamiswordebaa martlaa
0
№10
ავტორი: gaga1987
20 აპრილი 2017 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ara cudi tipi.tan axalgazrdaa.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top