თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2017, 20:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1483,
კომენტარები: 6
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიო ტრავმირებულთა შესახებ საუბრობს.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ უეინ რუნის "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ანდერლეხტის" მატჩში მონაწილეობის შანსი აქვს, მაგრამ დანარჩენი სამი ფეხბურთელი კვლავ იუქმებს.

კლუბის კაპიტანმა ბოლო ოთხი მატჩი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ ხუთშაბათს სათადარიგოთა სკამზე მოხვედრის შანსი აქვს.

"ახლა შრომობს, უმჯობესდება და თუ შუადღის სავარჯიშო სესიაზე დადებითი პასუხი გვექნება, ხვალ განაცხადში შევიყვან.

გამოცდილია, მან კარგად იცის, როგორ გაართვას თავი ამას - ვფიქრობ, ხვალ გამოგვადგება. გოლის გატანა რომ დაგვჭირდეს, დაგვეხმარება. შედეგის შენარჩუნება, ბურთის დაჭერა რომ დაგვჭირდეს ან ბურთის ფლობით მატჩზე კონტროლის მოპოვება, ამაშიც დაგვეხმარება. ასე რომ, იმედი მაქვს, სავარჯიშო სესიაზე დადებითი პასუხი იქნება.

"ჩელსისთან" მატჩში ახალი ტრავმირებული არ დაგვმატებია და არც არავინ გამოჯანმრთელებულა, არც მატა, არც ჯონსი, არც სმოლინგი. ისინი უქმობენ და კიდევ იუქმებენ. უეინი არის ერთადერთი, ვისი თამაშიც შესაძლებელია, თუკი შესაძლებელია.

ახლა ვერაფერს დაგიდასტურებთ, მაგრამ ის პაპარაცები, რომლებიც სასტუმრო "ლოურიში" ცხოვრობენ, ფოტოებს გადაიღებენ, როცა სასტუმროში მივალთ ექვს საათზე და ვნახოთ, უეინი იქნება თუ არა. რა თქმა უნდა, მინდა, რომ იყოს, მისი ყოფნა მსურს."


რაც შეეხება უეინის გამოჯანმრთელებას ბოლო ტრავმის შემდეგ, მოურინიომ განაცხადა: "სეზონის განმავლობაში დიდი პრობლემები არ ჰქონია, მაგრამ მცირე პრობლემები ჰქონდა და როცა კონკრეტულ ასაკში შედიხარ, ოდნავ უფრო რთული ხდება გამოჯანმრთელება.

ვფიქრობ, მხოლოდ ამაშია საქმე, მაგრამ პრემიერ ლიგაში შვიდი მატჩი გვაქვს, პლუს ერთი, სამი ან ოთხი ევროპა ლიგაზე, ასე რომ, 10 ან 11 მატჩი გვექნება. ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს: იანვრის ბაზარზე რამდენიმე მოთამაშე დავკარგეთ, არავინ შეგვიძენია, სანაკრებო პაუზაზეც დავკარგეთ მოთამაშეები. ყველა გვჭირდება, ვინც ითამაშებს და უეინს შეუძლია, ასე რომ, დახმარებას გაგვიწევს."


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
19 აპრილი 2017 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუ ეს კაცი რო ფორმაში გვყოლოდა ამდენი სანერვიულო ხო აღარ გვექნებოდა რაა :((( რა დაემართა ამ ჩემისას რა უცებ დაბერდა და ჩამოჭკნა ტოო მართლა არ მოველოდებოდიი ესეთი ჟილკიანი ფეხბურთელი თუ ესე მალეე "დაბერდებოდა" ......
0
№2
ავტორი: shotkin
19 აპრილი 2017 20:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
არც უნდა იყვენ ბიჭები დაღლილები მიტუმეტეს ესეთ მეტოქეს ოლდზე ნახევარი ძალებით შეგიძლია მოუგო და საერთოდ იბრა,მარსიალი,მხითარიანი დასვენებულები ხვდებიან მატჩს და მაგათგან ველი უფრო მეტს.
0
№3
ავტორი: gache1991
19 აპრილი 2017 21:08
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
100% viici ro gols ar gavushvebt..200%
0
№4
ავტორი: nugo-nugo
19 აპრილი 2017 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ციტატა: stepno
აუუ ეს კაცი რო ფორმაში გვყოლოდა ამდენი სანერვიულო ხო აღარ გვექნებოდა რაა :((( რა დაემართა ამ ჩემისას რა უცებ დაბერდა და ჩამოჭკნა ტოო მართლა არ მოველოდებოდიი ესეთი ჟილკიანი ფეხბურთელი თუ ესე მალეე "დაბერდებოდა" ......

მოიესის და ვან გაალის დედა რო მოვ***ჩამშლელად რო ათამაშებდნენ მოაშორეს თავდასხმას და მაგათმა გააფუჭეს,თორე ახლა ისე ფორმაში იქნებოდა.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
19 აპრილი 2017 21:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია გამოჯანმრთელდება მართლა სულ დაიკარგა
0
№6
ავტორი: ikeoni
19 აპრილი 2017 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
ციტატა: stepno
აუუ ეს კაცი რო ფორმაში გვყოლოდა ამდენი სანერვიულო ხო აღარ გვექნებოდა რაა :((( რა დაემართა ამ ჩემისას რა უცებ დაბერდა და ჩამოჭკნა ტოო მართლა არ მოველოდებოდიი ესეთი ჟილკიანი ფეხბურთელი თუ ესე მალეე "დაბერდებოდა" ......

მართლა რა დაემართა 31 წლისაა ესე ყურების ჩამოყრა რავი აბაა:(((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top