თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2017, 18:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1528,
კომენტარები: 10
რომერო სასტარტო შემადგენლობაში იქნება
სერხიო რომერო მატჩს ძირითადში დაიწყებს.
რომერო სასტარტო შემადგენლობაში იქნება
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" გასამართ მატჩს სერხიო რომერო სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

არგენტინელმა მეკარემ "წითლების" 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა მიმდინარე ევროპა ლიგაზე გამონაკლისი არც ბელგიაში გამართული შეხვედრა გახლდათ.

თუმცა, როცა ჰკითხეს რომერო არის თუ არა ევროპა ლიგაზე მისი პირველი არჩევანი, მოურინიომ უპასუხა: "არა, ის არის ჩემი მეკარე ევროპა ლიგაზე. ის ჩემი მეკარე იქნება ხვალ.

ის იყო ჩემი მეკარე სხვა მატჩებშიც, მაგრამ არა ევროპა ლიგაზე. არასდროს მყვარებია ადამიანების გარჩევა. ვიტყვი, რომ სერხიოსთვის პრიორიტეტული ევროპა ლიგაზე თამაშია, მაგრამ რამდენიმე ისეთი შეხვედრაც გვქონდა, სადაც დავიდმა ითამაშა.

დავიდის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში თამაშია, მაგრამ მე არ მიყვარს გამოცალკევება. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტული მატჩი ერთს ეკუთვნის ან მეორეს. რეალობა ის არის, რომ სერხიო ძალიან სტაბილური და გამოცდილია. კარგად თამაშობს. პრემიერ ლიგის შეხვედრაშიც დაიცვა კარი და კარგად ითამაშა. ინგლისის თასზეც ითამაშა და კარგად იდგა. ლიგის თასზეც ითამაშა და იქაც კარგი იყო.

ყოველთვის, როცა თამაშობს, კარგად გამოიყურება. ძალიან სტაბილურია და მეკარის თამაში მნიშვნელოვანია, რადგან თუ არ ათამაშებ, ერთი დღე პრობლემა შეგექმნება, როცა დააყენებ იმ მეკარეს, ვისაც მატჩის რიტმის შეგრძნება დაკარგული აქვს. ყოველთვის მიყვარდა მეკარეთა შეცვლა სხვადასხვა ტურნირებზე, მაგრამ ამ სრული გამოცალკევების გარეშე, რასაც "ეს შენი სათამაშებელი მატჩია, ეს შენი", ჰქვია."
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: jokero89
19 აპრილი 2017 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
კარგი მეკარეა მითუმეტეს მეორე მეკარედ

კარგი მეკარეა მითუმეტეს მეორე მეკარედ
0
№2
ავტორი: GRIEZMANN 7
19 აპრილი 2017 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
დეხეას ვირშეეხრება მაგრამ არც არაფრით ჩამოუვარდება მშვენიერი მეკარეა
1
№3
ავტორი: LASHQARA
19 აპრილი 2017 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მშვენივრად მეკარეობს მე ამის უხეში შეცდომა ჯერ არ მინახავს და კარგი სეივები რამდენიც გინდა love სწორი მიდგომაა ჟოზეს მხრიდან love am
0
№4
ავტორი: Phil Jones
19 აპრილი 2017 19:16
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მე სამუდამო კონტრაკტს შევთავაზებდი, ოღონდ ამავე მდგომარეობაშI ანუ ნომერ 2 არჩევანი თუ იქნებოდა, აი ძააალიან ძლიერია!
0
№5
ავტორი: giorgiginturi
19 აპრილი 2017 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
კარგი მეკარე გვყავს, სათადარიგო დონეზე და არა მხოლოდ, ნდობაშეიძლება ამისი და ეს მოუმ, მშვენივრად იცის... ნუუუ დევიდი ეს უკვე სხვა დონეა...ძალიან მაღალი დონე თან.. ნოიერის დედაც.. და ბუნდესლიგის ზოგადად wink
წარმოიდგინოს ვინმემ რომ ბაიერნი პრემიერ ლიგაში თამაშობდეს და მერე შეფასდეს ნოიერი...
0
№6
ავტორი: ikeoni
19 აპრილი 2017 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
მართლა სტაბილური და საიმედო მეკარეა love
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
19 აპრილი 2017 20:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რომერო მართლა კარგად გამოიყურება როცა თამაშობს
0
№8
ავტორი: stepno
19 აპრილი 2017 20:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სათადარიგო ეძახე და ბევრ გრანდს შსურდება ისეთი მეკარეაა. ბევრ ვითომ პირველ მეკარეს ჯობია და რავიცი დეხეამ რო გადაწყვიტოს წასვლა გული არ გამისკდება
0
№9
ავტორი: gache1991
19 აპრილი 2017 21:11
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
morig mshral kars velodebi amisgan.memgoni erterti sauketeso statistika unda qondes dzaan cotas ushvebs
0
№10
ავტორი: pogba.
19 აპრილი 2017 21:38
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
კარგი მეკარე კია მაგრამ საერთოდ არ მსიამოვნებს დე ხეა რო მარტო პრემიერლიგას თამაშობს და არც თვითონ არ სიამოვნებს დარწმუნებული ვარ და ზაფხულში რეალისკენ თუ გაუწია გულმა მერე ნუ აგინებთ სუყველაფერს დააა რომეროოს დაჯერდით :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top