თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2017, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1565,
კომენტარები: 7
ინგლისური გრანდები ტილემანსისთვის იბრძვიან
"ანდერლეხტის" ფეხბურთელი პრემიერ ლიგის გუნდების რადარზე მოექცა.
ინგლისური გრანდები ტილემანსისთვის იბრძვიან
"ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთმანეთს 25 მილიონ ფუნტად შეფასებული ბელგიელი ფეხბურთელის, იური ტილემანსისთვის შეეცილებიან.

"ანდერლეხტის" მოთამაშე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია და მისით რამდენიმე დიდი კლუბი ინტერესდება.

"ჩელსი" კი ამ საქმეში ყველაზე აქტიურად ჩაერთო და "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ანდერლეხტის" მატჩზე სკაუტები გაგზავნა, რათა ბელგიური კლუბის ახალგაზრდა კაპიტანს დაჰკვირვებოდნენ.

მილანის "ინტერის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, ტილემანსის მიმართ ინტერესს კი "მონაკო", "პარი სენ-ჟერმენი" და "იუვენტუსიც" იჩენენ.

მაგრამ, როგორც მოსალოდნელია, "ჩელსი" ზემოაღნიშნულ ყველა გუნდს დაასწრებს და ტილემანსის შეძენას სატრანსფერო ფანჯრის გაღებისთანავე ეცდება.

წყარო: express.co.uk
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
18 აპრილი 2017 12:36
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს ის 19 წლის კაპიტანი არაა? ძაან გამიკვირდა ამ ასაკში რო კაპიტნობდა, ესეიგი არის რაღაც განსაკუთრებული ამ ბიჭში.
0
№2
ავტორი: K1llsw1tch
18 აპრილი 2017 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
16 წლიდან თამაშობს ანდერლეხტის ძირითადში და უკვე გუნდის კაპიტანია და ბელგიის ნაკრებშიც კი გამოიძახეს. ნახევარმცველისთვის ბევრი გააქვს და ასისტებსაც არიგებს, მაგარი ტეხნარიცაა რამდენიმე თამაში ვნახე წელს ანდერლეხტის და სულ გამოირჩეოდა. თუ იყიდის მოუ კარგი იქნება. 25 ლიმონი ასეთ ტალანტში დღეს კაპიკებია თორემ ადრე ვაზაში მივეცით ამდენი და რეკორდი დავამყარეთ wink
2
№3
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2017 12:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ძაან ყურადღების ცენტრში კია და ყველა გუნდი ნადირობს, ისე ჩვენთან დიდი ვერაფერი ქნა
1
№4
ავტორი: stepno
18 აპრილი 2017 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
gamiswordebaa tu davitriet. axalgazrda dzalian perspeqtiuli fexburtelia da sworedac esetebi gvindaa kacma ar icis sheidzleba chven xelshi sauketesoc ki gaxdes.

gamiswordebaa tu davitriet. axalgazrda dzalian perspeqtiuli fexburtelia da sworedac esetebi gvindaa kacma ar icis sheidzleba chven xelshi sauketesoc ki gaxdes.
0
№5
ავტორი: kaxeti
18 აპრილი 2017 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
კარგი ბიჭია თუმცა ჩვენთან ვერაფერი ღირებული ვერ გააკეთა ისე მაგრად წაგვადგება ამისი ტალანტი ეეეჰ პოლ სქოულზი აფსუს
0
№6
ავტორი: ikeoni
18 აპრილი 2017 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Ragac ar mgonia jozem Es iyidos)))
0
№7
ავტორი: LASHQARA
18 აპრილი 2017 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მართლა არაა ცუდი ფეხბურთელი მაგრამ ჩვენ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები გვჭირდება love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top