თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2017, 10:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1785,
კომენტარები: 9
მოურინიომ დუეტი განსაკუთრებულად აღნიშნა
დაცვის დუეტმა მწვრთნელისგან ქება დაიმსახურეს.
მოურინიომ დუეტი განსაკუთრებულად აღნიშნა
ჟოზე მოურინიო "ჩელსისთან" 2-0 გამარჯვებით მოხარულია და მთელი გუნდი შეაქო, მაგრამ ცენტრალური მცველების მისამართით განსაკუთრებული სიტყვები გამოიყენა.

მცველების შესანიშნავი თამაში მატჩის დასაწყისიდან დასასრულამდე ერთნაირად წარმატებული იყო და მათი დამსახურებაა, რომ "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ლიდერების წინააღმდეგ, რომელთაც მიმდინარე სეზონში 65 გოლი აქვთ, კარის "მშრალად" შენახვა მოახერხეს. დიეგო კოშტამ ამ გოლებიდან 17 გაიტანა, მაგრამ ესპანელ ფეხბურთელს ამჯერად მთელი გუნდის მსგავსად კარში დარტყმაც კი არ გამოუვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიი და როხო "იუნაიტედის" ოფიციალური ტელევიზიის ექსპერტმა რონ ატკინსონმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე წარადგინა, დუეტი მოგვიანებით მოურინიომ გამოყო.

"ვფიქრობ, ყველამ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინათ. ყველა ბევრს იბრძოდა. ბაიი და როხო, ვფიქრობ, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ, რადგან სმოლინგისა და ჯონსის ტრავმის შემდეგ აბსოლუტურად ყველა მატჩი ჩაატარეს. გუნდითა და შედეგით მართლაც ბედნიერი ვარ, რადგან "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" გამარჯვებებმა ჩვენც აუცილებლად მოსაგები მატჩი დაგვიტოვა. ფრეც კი არ იქნებოდა კარგი შედეგი ჩვენთვის, ასე რომ, მართლაც ბედნიერი ვარ ბიჭების გამო და ჩვენ გამოც, იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრი ორივე კარი ღიაა", - განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
18 აპრილი 2017 11:13
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ნუ არვიცი რაუნდა ვთქვა. სასტავს რო შევხედე კინაღამ გული გამისკდა,ვიფიქრე ამ მოურინიოს სუ გაურეკია თქო,მარა კონტესთვის ეს იყო სურპრიზი,რომელსაც ვერაფრით ვერ წარმოიდგენდა. თამაშის ყურებისას კიდე ერთხელ დავრწმუნდი,რომ გენიალური მწვრთნელია და ვინც ამ კაცს აგინებს და იძახის უნდა წავიდესო,იმას ფეხბურთს კი არა ბალახის ჰოკეისაც არუნდა აყურებინო.
ახლა რაც შეეხება RojoDiablo-ს რომელიც ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო რამდენიმე დღე არ იმყოფებოდა,საიტი მოკვდა რასაც ქვია. ასეთი დონის მწერალი მართლა დასაფასებელი და პატივსაცემია. მე პირადად დიდ მადლობას გიხდი გაწერული შრომისთვის და იმ თავდაუზოგავი მუშაობისთვის,რასაც ჩვენთვის გულშემატკივრებისთვის აკეთებ.

გილოცავ აღდომის ბრწყინვალე დღესასწაულს,უფალი გფარავდეს!!!
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2017 11:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
როხო და ბაიი მართლა კარგად გამოიყურებიან და სმოლინგი-ჯონსის დიეტს ჯობია ჩემი აზრით
0
№3
ავტორი: JuanMata
18 აპრილი 2017 12:39
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ამ სეზონში აშკარად ჩანდა რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, დაცვის ცენტრის, როხოს რაღაც ჯადო გაუკეთა მორინიომ, თითქმის უშეცდომოდ თამაშობს, ორივე ბოლომდე იბრძვის და რაც მთავარია ბურთი კარგად ამოაქვთ დაცვიდან, სმოლინგივით არ ფაფხურობენ ბურთის მიღებისას.

ის სასტავი დააყენა, რომელიც მონდომებულია და შავ სამუშაოს არ გაურბის, ტექნიკა და ნიჭი ძაან კარგია, მაგრამ თუ არ შრომობ, არაფერში გამოგადგება, ლინგარდი, იანგი, ვალენსია, ერერა რეშფორდი ყველამ ძაან ბევრი ირბინა და იმუშავა და ძაან დიდი საქმე გააკეთეს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი კლასით და ნიჭით არ გამოირჩევიან (რეშფორდის გარდა).
0
№4
ავტორი: stepno
18 აპრილი 2017 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
roxo yvelas aocebs martlaaa :-*
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
18 აპრილი 2017 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მართლა კლასნია როხო და ბაიი ერთად მანჩესტერი მცველის დარაჯები კიდე 10 წელი ტაკ დერჯატ
0
№6
ავტორი: ikeoni
18 აპრილი 2017 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Roxos ise aqvs momatebuloli ravii albat amas aravin elododa da baili xo mxeciaa
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
18 აპრილი 2017 14:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3245
სტატისტიკაც მეტყველებს თუ რა დონეზე ატარებენ თამაშებს მგლები.როხო და ერერა იმენა წლის გაოცებაა.ორივემ ძაან მოუმატა
0
№8
ავტორი: gache1991
18 აპრილი 2017 16:46
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
, ლინგარდი, იანგი, ვალენსია, ერერა რეშფორდი ყველამ ძაან ბევრი ირბინა და იმუშავა და ძაან დიდი საქმე გააკეთეს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი კლასით და ნიჭით არ გამოირჩევიან (რეშფორდის გარდა).[/quote]ereras arc klasi aq da arc nichi :?:?
0
№9
ავტორი: f.c.mu
18 აპრილი 2017 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 377
როხო მალადეც მართლა
აშკარად მოუმატა დამაჯერებულია უფრო
ბაი თავიდანვე კარგად უბერავდა

სმოლინგი ჯონსის დუეტიც არაა ცუდი, მგონი სტატისტიკურად როცა ორივე ერთად არის
გუნს მხოლოდ 1 ეაგება ქონდა, რავი დაცვა არაა სადაწუნი,

აი რუნი მაფიქრებს, არც აქეთაააა ან არც იქით , რავიციი რავიციიიი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top