პრემიერ ლიგის სიმბოლურ გუნდში "იუნაიტედის" ერთი ფეხბურთელი მოხვდა.
პრემიერ ლიგის 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მხოლოდ ანდერ ერერა მოხვდა.
სიმბოლურ გუნდს სტატისტიკის მთვლელი კომპანია ოპტა მონაცემებზე დაფუძნებით ადგენს და ამას ყოველკვირეული სახე აქვს.
აღსანიშნავია, რომ თერთმეტეულში "ტოტენჰემის" ფეხბურთელები ჭარბობენ, სხვა დანარჩენ გუნდებს კი თითო წარმომადგენელი ჰყავთ, გარდა "მანჩესტერ სიტისა", რომლის წევრობაც ორი ფეხბურთელით შემოიფარგლა.
ტურის სიმბოლური გუნდი:
მეკარე: ეურელიო გომეში ("უოტფორდი")
მცველები: ჯოელ უორდი ("კრისტალ პალასი"), ვენსან კომპანი ("მანჩესტერ სიტი"), იან ვერტონგენი ("ტოტენჰემი"), გაელ კლიში ("მანჩესტერ სიტი")
ნახევარმცველები: მუსა დემბელე ("ტოტენჰემი"),
ანდერ ერერა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ვაჰბი ხაზრი ("სანდერლენდი"), ჟერდან შაქირი ("სტოკ სიტი"), ჰონ-მინ სონი ("ტოტენჰემი")
თავდამსხმელი: ჰარი კეინი ("ტოტენჰემი")