პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" შედგა, სადაც ადგილობრივმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა.
მოურინიომ ყველასთვის მოულოდნელი ტაქტიკა აირჩია, რამაც "წითელ ეშმაკებს" უმნიშვლოვანესი 3 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს დე ხეას კარში არცერთი ზუსტი დარტყმა არ განუხორციელებიათ.
მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა შეხვედრის დასაწყისშივე მოახერხეს რეშფორდის გოლის წყალობით. მეორე ტაიმის დებიუტშივე ანდერ ერერამ მეორე გოლის გატანა და საბოლოო წერტილის დასმა მოახერხა.