ჟოზე მოურინიო "ჩელსისთან" დაპირისპირების წინ აღიარებს, რომ მისი გუნდი გაცილებით რთულ ვითარებაში იმყოფება პრემიერ ლიგის მატჩის წინ, ვიდრე ლიდერები.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ხუთშაბათს ევროპა ლიგის ეგიდით "ანდერლეხტთან" გამართა შეხვედრა, სამი დღეს შემდეგ კი მას პრემიერ ლიგის ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატთან აქვს დაპირისპირება.
თავის მხრივ "ჩელსის" ბოლო მატჩი გასულ უქმეებზე შედგა და "ლურჯებს" ერთი კვირა ჰქონდათ "ოლდ ტრაფორდზე" გასამართი მატჩისთვის მოსამზადებლად.
მოურინიო ამ ვითარებას თავისი ყოფილი გუნდის უპირატესობის მიზეზად თვლის.
"რთულია, განსაკუთრებით ზოგიერთი ფეხბურთელისთვის. ზოგიერთი ფეხბურთელისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ორი დღის სხვაობით მატჩების ჩატარება, მაგრამ ზოგიერთისთვის უფრო რთულია - მათ ბუნება, მათი ასაკი, მათი დნმ, ადვილი არ არის.
მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაგვიშავდა და მათ შესაცვლელად ბევრი მოთამაშე არ გვყავს. ზოგიერთ პოზიციაზე არჩევანიც კი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, "ჩელსი" უკეთ მოემზადება ამ მატჩისთვის, ვიდრე ჩვენ.
ჩვენ არ ვვარჯიშობთ. მატჩებს შორის ფორმის აღდგენას ვცდილობთ. მოთამაშეებს ფორმის აღსადგენად საუკეთესო პირობებს ვუქმნით, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, მოედანზე სამუშაო პირობები არ არის.
მატჩების ანალიზს ვახდენთ, მოწინააღმდეგეებს ვაანალიზებთ, მაგრამ მოედანზე მუშაობა, დინამიკა და ინტენსიურობა, ამჟამად შეუძლელებია", - განაცხადა მოურინიომ.