ჟოზე მოურინიომ მედიას ორმაგი სტანდარტების შექმნაში დასდო ბრალი, რის საფუძველადაც ანტონიო კონტესა და მისი "ჩელსის" შედარება მოიყვანა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი აცხადებს, რომ მისი სათამაშო სტილი მედიის კრიტიკის საგანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან ჰგავდა კონტეს ამჟამინდელ სტილს.
თუმცა, ამის მიუხედავად, მოურინიო აღიარებს, რომ "იუნაიტედი" ძალიან ჩამორჩება "ჩელსის" მიმდინარე სეზონში.
როცა ჰკითხეს, რამდენად შორს არის "იუნაიტედი" ქვეყნის საუკეთესო გუნდის სტატუსისგან, მოურინიომ უპასუხა: "ძალიან შორს... რადგან პრემიერ ლიგაში საუკეთესო გუნდი ის არის, რომელსაც მეტი ქულა აქვს.
ვიცი, რომ ჩემი გაკრიტიკება გიყვართ. როცა "ჩელსისთან" ერთად ტიტულებს ვიგებდი, ჩემს სათამაშო სტილს აკრიტიკებდით. ახლა კი ამას არ აკეთებთ.
ახლა ქვეყნის საუკეთესო კონტრშემტევი გუნდი გასაკრიტიკებელი აღარ არის; ახლა ეს საოცრებაა.
სეზონის საუკეთესო გუნდი ბოლოს ის არის, რომელიც ჩემპიონი ხდება და ჩვენ ამისგან შორს ვართ. ამ სეზონში "ჩელსი" გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე ჩვენ".