ფეხბურთელები ტრადიციულად სასტუმროში შეიკრიბნენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები პრემიერ ლიგის ეგიდით "ჩელსისთან" გასამართი მატჩის წინ სასტუმრო "ლოურიში" შეიკრიბნენ.
ეშლი იანგი "ანდერლეხტსა" და "სანდერლენდთან" უქმობის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და პარტნიორების დახმარებას შეძლებს, აქსელ ტუანზებე კი, შესაძლოა, ასევე გუნდის განაცხადში ვიხილოთ.
გუნდის ავტობუსიდან ჩამოსულ ფეხბურთელებს შორის უეინ რუნი არ შეიმჩნეოდა. მან ბოლო სამი მატჩი გამოტოვა მუხლში ტკივილის გამო, მაგრამ ევროპა ლიგის მატჩის წინა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა ბელგიაში არ გაფრენილა.
წინა შემთხვევებში იგი თავად მიდიოდა "ლოურიში" და თანაგუნდელებთან ერთად არ იჯდა ავტობუსში. მანჩესტერის ცენტში მცხოვრები სხვა ფეხბურთელებიც ასევე იქცეოდნენ.
M.E.N. ფოტოგრაფები ამბობენ, რომ ჟოზე მოურინიო, რომელიც სასტუმრო "ლოურიში" ცხრა თვეზე მეტია ცხოვრობს, მისი ფეხბურთელების მისვლამდე 50 წუთით ადრე გამოჩნდა.
"იუნაიტედი" სეზონის ბოლომდე 22 ფეხბურთელის იმედად იქნება, რადგანაც კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი მაისის შუა რიცხვებამდე ვერ მოახერხებენ დაბრუნებას, ხოლო ხუან მატა ამავე თვის ბოლომდე.
თავიანთი ფიტნეს ფორმიდან გამომდინარე ერიკ ბაიი და მარკოს როხო დაიწყებენ ყოველ შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში, 19-წლის აქსელ ტუანზებე კი ნომინალურად ერთადერთი ცენტრალური მცველია, რომელთაც მათი დახმარება შეუძლია.
სასტარტო შემადგენლობაში შეიძლება ვიხილოთ ლუკ შოუც, რომელმაც ახლახანს გულახდილი ინტერვიუ მისცა და აღიარა, რომ მოურინიოს საჯარო კრიტიკას ეთანხმება.
გუნდის დადასტურებული განაცხადი: დე ხეა, რომერო, ჟ. პერეირა, ვალენსია, დარმიანი, ფოსუ-მენსა, ბაიი, ტუანზებე, შოუ, კერიკი, ფელაინი, პოგბა, ლინგარდი, იანგი, მარსიალი, რეშფორდი, იბრაჰიმოვიჩი.