ანტონიო კონტე აცხადებს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად თამაშს ისურვებდა, მაგრამ ამის გაკეთება უკვე შეუძლებელია.
2004 წელს იბრა 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ "აიაქსიდან" "იუვენტუსში" გადავიდა, იმავე წელს კი ტურინული გრანდის კაპიტანმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.
შვედმა ფორვარდმა კონტეს გუნდთან ბოლო დაპირისპირება დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, მაგრამ ხვალ პრემიერ ლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მზად არის და კონტემ მატჩის წინ თავისი მწუხარება დააფიქსირა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის გამო.
"როცა "იუვენტუსში" ზლატანი მოვიდა, 2004 წელი იყო და მე კარიერა დავასრულე. სამწუხარო იყო, რადგან მასთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდი", - განაცხადა იტალიელმა პრესკონფერენციაზე.