"ჩელსის" მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ კიდევ შეუძლია პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულთა შორის მოხვედრა.
პრემიერ ლიგის ლიდერების მასპინძლობამდე ჟოზე მოურინიოს გუნდი მეხუთე პოზიციას იკავებს.
"წითლები" ოთხი ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის", მაგრამ მინიმუმ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, ვიდრე მათ წინ მყოფ ნებისმიერ სხვა გუნდს.
კონტეს არ სჯერა, რომ "იუნაიტედი" თავის ყურადღებას მთლიანად ევროპა ლიგას დაუთმობს და მიაჩნია, რომ "წითლები" ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძოლებენ.
"ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედს" ცხრილის პირველ ოთხეულში შესვლის საშუალება აქვთ. მაგრამ ეს ფეხბურთელებმაც იციან. იქ მოსახვედრად ბრძოლა სურთ.
მართებული არ არის მხოლოდ ერთ სამიზნეზე კონცენტრირება, როცა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ორი საშუალება გაქვს", - განაცხადა იტალიელმა.
"ჩელსისთან" მატჩით "იუნაიტედის" რთული კალენდარი იწყება, რომლის განმავლობაშიც გუნდს "მანჩესტერ სიტისთან", "არსენალსა" და "ტოტენჰემთან" დაპირისპირება მოუწევს.
კვირის მატჩი ნიშნავს, რომ მოურინიო კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება თავის ყოფილ კლუბს და წინა შეხვედრებში მან უკვე მოახერხა კონტესთან წაკამათება. "ნულოვანი პრობლემა მაქვს. ეს მხოლოდ სპორტული ბრძოლაა მასა და ჩემს შორის. ეს ფეხბურთია.
მე ცდა და გამარჯვება მსურს. მასაც ცდა და გამარჯვება სურს. მატჩის დროს წაკამათება ჩვეულებრივია, მაგრამ მხოლოდ სპორტული კამათი."