თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2017, 15:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1631,
კომენტარები: 6
პოგბა "ჩელსისთან" დაპირისპირებაზე საუბრობს
პოლ პოგბა პრემიერ ლიგის ლიდერებთან მატჩის წინ.
პოგბა
პოლ პოგბა კარგი შედეგის მიღწევის იმედად არის "ჩელსისთან" მატჩში, რაც უკვე მესამე შემთხვევაა მიმდინარე სეზონში.

ოქტომბერში "წითლები" 4-0 დამარცხდნენ - პრემიერ ლიგაში ბოლო მარცხი 21 მატჩის წინ - ამის შემდეგ გუნდები ინგლისის თასის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და "სტემფორბ ბრიჯზე" კვლავ "ჩელსი" აღმოჩნდა ძლიერი.

მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად აცნობიერებს გამოწვევის სირთულეს, ფრანგი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" ყველაფერს გააკეთებს "ლურჯების" დასამარცხებლად, როცა ლიდერები "ოლდ ტრაფორდს" ეწვევიან.

"ამ სეზონში "ჩელსიმ" ორჯერ დაგვამარცხა და ნამდვილად არ გვინდა, რომ ეს მესამედაც მოხდეს - გამარჯვება გვსურს.

ჩვენზე წინ არიან, ტიტულისთვის იბრძვიან და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვების მოპოვება, მაგრამ არც ჩვენთვისაა უმნიშვნელო, რადგან ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძვით, ამიტომაც იქნება მატჩი, რომელიც ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

ყურადღებით უნდა ვიყოთ და რევანშის ასაღებად მოვემზადოთ, ჩვენთვის შურისძიების საკითხია. ასე რომ, პოზიტიურად ვიყოთ განწყობილები და ვიმედოვნოთ, რომ მოვიგებთ",
- განაცხადა პოგბამ.

შთამბეჭდავ ფორმაში მყოფი "ჩელსი" აღდგომამდე შვიდი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" და ჩემპიონატში მხოლოდ ოთხი მატჩი წააგო.

პოგბამ, რომელმაც "ლურჯების" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან ერთად "იუვენტუსში" იმუშავა, ლონდონური კლუბი შეაქო.

"დიდებული გუნდი ჰყავთ და ეს ყველასთვის ცხადია. როცა პრემიერ ლიგაში თამაშობ, იღბალიც გჭირდება, მაგრამ იღბალს შენ თვითონ ქმნი.

მათ ჰყავთ მწვრთნელი, რომელიც აქეზებს და ფეხბურთელები, რომელთაც მსოფლიოსთვის იმის დამტკიცება სურთ, რომ "ჩელსი" ჯერ კიდევ ცოცხალია, შარშან კი ეს არ მომხდარა. წინასწარ ვერაფერს გამოიცნობ, ეს არის პრემიერ ლიგის ხიბლი. ვერასდროს მიხვდები, რა მოხდება. მიმდინარე სეზონში კარგად ასპარეზობენ."


პოგბა შესანიშნავად აცნობიერებს "ჩელსის" შესაძლებლობებს დაცვაში, რაც "ტოტენჰემისა" და "იუნაიტედის" შემდეგ ყველაზე კარგ შედეგში გამოიხატება 31 მატჩში გაშვებული 25 გოლით, ამას კი ემატება კონტეს ტაქტიკური გათვლები.

"ვიცით, რომ "ჩელსი" დაცვაში ძალიან კარგია. იმ ფორმაციიდან გამომდინარე, რომლითაც თამაშობენ, ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. ზუსტად ასე იყო "იუვენტუსში", როცა იქ კონტე მუშაობდა, მისი ვარჯიშები ყოველთვის ერთნაირი იყო, ამიტომ ფეხბურთელებმა ზუსტად იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ.

მისი ტაქტიკა კარის "მშრალად" შენახვაზეა გათვლილი. "ჩელსისთან" წელს გოლი არ გაგვიტანია, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში მოვახერხებთ და ვალდებულებიც კი ვართ, რომ ეს შევძლოთ."


28 გოლის ავტორ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ჯილდოზე "ჩელსის" ორი მოთამაშე, ედენ აზარი და ნ'გოლო კანტეც არიან წარდგენილები.

"ყველასთვის ცხადია, რომ ნ'გოლო კანტეს 11 ფეხბურთელის მაგივრად სირბილი შეუძლია - ეს არის მისი საუკეთესო უნარი. იღებს ბურთს და მარტივად თამაშობს. მწვრთნელი რასაც ეუბნება, იმას აკეთებს და თანაც იდეალურად.

"ჩელსის" უმთავრესი მოთამაშეა, ის ქმნის სხვაობას, რადგან, სიმართლე გითხრათ, კანტე თუ სამჯერ დაკარგავს ბურთს, ოთხჯერ მოიპოვებს! ის ყველგან არის. დიდი მოთამაშეა".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
15 აპრილი 2017 16:02
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მიდი პოლ ხვალ უნდა გაირჯე ბოლომდე და კარგად უნდა ითამაშო. იმედია გავიმარჯვებთ manunited
0
№2
ავტორი: shotkin
15 აპრილი 2017 16:16
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ფლანგებიდან თუ მაგრად შევუტევთ მოვიგებთ მარა თუ ისევ ისე უნდა ითამაშოს მარსიალმა როგორც მთელი სეზონი( და ალბათ ეგრეც იქნება) დიდი შანსიც არ გვაქვს და ალბათ ისევ რეშფორდს და ლინგარდს დააყენებს ფლანგზე.
0
№3
ავტორი: ROI
15 აპრილი 2017 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
აუუ პოოლ გაგვახარეტ ხვაალ რაააააა
0
№4
ავტორი: GeorgeBest
15 აპრილი 2017 18:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისევ არ უნდა ცენზურაას და უნდა იკისროს ლიდერობა
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
15 აპრილი 2017 19:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია ახლა მაინც წაუვა პოგბას თამაში
0
№6
ავტორი: stepno
16 აპრილი 2017 02:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
xval klasi unda achvenoo sxva gza ar ariis
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top