SkySports-ის ცნობილი ექსპერტი პოლ მერსონი ტრადიცციას არ არღვევს და აგრძელებს საკუთარი პროგნოზის გამოქვეყნებას პრემიერ ლიგის მატჩების საბოლოო შედეგებზე.
პოლმა ასევე ისაუბრა 16 აპრილს ჩასატარებელ შეხვედრაზეც, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ლონდონურ „ჩელისის“ შორის ჩატარდება.
„დიდი თამაში გველის. მე ვხედავ რომ „ჩელსი“ ქულებს დაკარგავს, ვინაიდან ალბათ გახსოვთ რა მოხდა სეზონის დასაწყისში „სტემფორდ ბრიჯზე“ „იუნაიტედისა“ და „ჩელსის“ დაპირისპირებისას.
კარგი ბრძოლის მომსწრენი გავხდებით ნახევარდაცვაშიც, პოლ პოგბა და კანტე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ვფიქრობ ისინი ერთამენეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან, ამიტომ არ ვაპირებ მათ შედარებას.
პოგბა წარმატებას მიაღწევს. ამ მომენტისთვის ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. მისი სატრანსფერო ფასი მასზე ზეწოლას ახდენს. ჯობია მასზე შემდეგ სეზონში ვისაუბროთ, რადგან მომავალი სეზონისთვის იგი უკვე განსხვავებული იქნება.“ - დაასრულა „SkySports“-ის ექსპერტმა.
პოლ მერსონის საბოლოო პროგნოზი ასეთია: "მანჩესტერ იუნაიტედი" 1 - 1 "ჩელსი"
სხვა
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.