თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2017, 14:00
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 2001,
კომენტარები: 8
ამონარიდი უეინ რუნის ავტობიოგრაფიიდან - "მოსკოვი"
რუნი საუბრობს 2008 წელს ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის გაიმართა.
ამონარიდი უეინ რუნის ავტობიოგრაფიიდან -
ჩემპიონთა ლიგის ფინალისათვის საჭირო განწყობა ვერაფრით შევიქმენი, ამაში ვერც ნახევარფინალში „ბარსელონას“ დამარცხება დამეხმარა. თამაშამდე ერთი კვირით ადრე ყველა აღფრთოვანებული იყო, ყველა ამ თამაშზე საუბრობდა. ვარჯიშებზე სულ 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს მომხდარი ისტორიები მესმოდა, როდესაც ჩვენ „ბაიერნი“ 2-1 დავამარცხეთ. გიგზი და ნევილი მიყვებოდნენ რა საოცრება იყო, როდესაც მათ „ბაიერნს“ მოგება დამატებით დროში ხელიდან გამოგლიჯეს. „იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელებსაც ველაპარაკე, მათ შორის ოლე გუნარ სოლსკიაერს, რომელმაც ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. იგი ქარინგტონში თავდამსხმელებს ავარჯიშებდა და მომიყვა ფინალში თამაშის სიდიადეზე, ფინალის შემდეგ მინდორზე არსებული ხმაურის შესახებ.

ჩვენი გუნდის ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ტედი შერინგემმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ხდებოდა შესვენებისას გასახდელში. მისი თქმით, 1-0 აგებდნენ, როდესაც მწვრთნელი გასახდელში შევიდა ფეხბურთელებს მიაშტერდა. მან ხელი კარისკენ გაიშვირა:
- ახლა გადით და იმ თასს კარგად შეხედეთ, თუ მეორე ტაიმში თამაში არ გამოასწორეთ, შეიძლება კარიერა ისე დაასრულოთ, მასთან ასე ახლოს ვეღარასდროს მიხვიდეთ.

იმ კვირას მთელი ქვეყანა აღბრთოვანებული იყო, რადგან წინ წმინდა ინგლისური ფინალი გველოდა:

„მანჩესტერ იუნაიტედი“ - „ჩელსი“

თამაშის წინა დღეს რუსეთში ჩავფრინდით. მწვრთნელმა ბიჭები შეგვკრიბა და 1999 წლის ფინალის ვიდეო ჩაგვირთო. მე ამ თამაშის პირელი ტაიმი ძლივს მახსოვდა. 1999 წელს მხოლოდ ცამეტი წლისა ვიყავი. ფინალს შინ მამასა და ძმასთან ერთად ვუყურე.

ახლა როდესაც თამაშს განმეორებით ვუყურებდი, არ მჯეროდა, თუ როგორ დაგვჩაგრა „ბაიერნმა“.

პირველ ტაიმში მათ ოთხი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ და ჩვენ 2-1 ვერ უნდა მოგვეგო.

შემდეგ მწვრთნელი ფეხბურთელებს მოგვიბრუნდა.
- ეს თამაში ჩვენი კლუბისთვის ისტორიულია, - გვითხრა მან და ვიდეოს ხმა გამოურთო. ეკრანზე საფინალო სასტვენის შემდეგ დევიდ ბექჰემი დარბოდა ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში, - ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენი გუნდი არასოდეს ნებდება. მიუნხენის „ბაიერნს“ პირველი ტაიმის შემდეგ საქმე მოგვარებული ეგონა, მაგრამ რეალურად არაფერი არ იყო დასრულებული და ჩვენ ეს კარგად ვიცოდით, ამიტომ ჩვენს შანსს დაველოდეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. თუმცა დამატებით დროში გვჯეროდა, რომ თამაშს მოვიგებდით და ეს ასეც მოხდა.

მან შემდეგ ის მომენტი გვაჩვენდა, როდესაც გუნდი გამარჯვებას ზეიმობდა. ტედი შერინგემი, დევიდ მეი, პეტერ შმეიხელი ერთმანეთს ეხვეოდნენ. „ბაიერნის“ ფეხბურთელები მინდორზე ძალაგამოცლილები ისხდნენ. პოლ სქოულზი და როი კინი პიჯაკებში გამოწყობილიყვნენ, რადგამ ამ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდნენ. ისინი ბიჭებთან ერთად ხარობდნენ, ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში.

შემდეგ მწვრთნელმა გვითხრა, რომ „ჩელსისთან“ ფინალის დასრულების შემდეგაც იგივეს ელოდა ჩვენგან.
- ამ თამაშში იქნება მომენტები, როცა შეიძლება „ჩელსი“ ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდეს, მაგრამ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და თუ ამას შევძლებშ, შანსი აუცილებლად მოგვეცემა.

მან ტელევიზორი გამორთო. ოთახში სამარისებური სიჩუმე იდგა.
- და დაიმახსოვრეთ, არავითარი სინანული, - დასძინა მან.

* * *

მოსკოვი, 15 საათი და 42 წუთი.

სასტუმროს ოთახში ვარ, თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება.

ადგილზე ვეღარ ვჩერდები.

ეს ყველაზე გრძელი დღე იყო ცხოვრებაში.

თამაში ღამის 10 საათსა და 45 წუთზე იწყება და სტადინზე წასვლამდე რამდენიმე საათი როგორმე უნდა მოვკლათ. თამაშის დაწყებას მოუთმენლად ველი, წარმომიდგენია როგორ გავალ მოედანზე, როგორ დავიწყებ მოთელვას, ბურთს დავარტყამ, იქამდე კი დიდი დროა და დაძინებას ვცდილობ, მაგრამ ამაოდ.

ტელევიზორს ვუყურებ. საშინლად მოსაწყენია.

სკამზე ვჯდები, მაგრამ მოუსვენრობა მიპყრობს.

წამოვდექი. ოთახში ბოლთას ვცემ და ჩემი აიპოდიდან წამოსულ ჰანგებს ვუსმენ.

ეს კოშმარია. კვირის განვმალობაში „ჩელსის“ რამდენიმე ფეხბურთელს ველაპარაკე და ვიცი, ისინიც ისეთვე აღბრთოვანებულნი არიან, როგორც ჩვენ. ისინიც იმავეს განიცდიან. მომავალ კვირას ინგლისის ნაკრებში უნდა ვითამაშო და თუ ამაღამ წავაგეთ იმ თამაშის გაგონებაც არ მინდა.

ამაღამ წაგება არ შეიძლება.

ვცდილობ მოახლოეუბული თამაშის თითოეული დეტალი წარმოვიდგინო: გასახდელი, გულშემატკივრები, მოედანზე გასვლა, ბურთთან პირველი შეხება. ვდილობ ეს ყოველივე დავივიწყო და იმაზე ვიფიქრო, თუ როგორ გავიტან გოლს, მაგრამ ექვსი საათის მანძილზე მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ: რა კარგი იქნება, ამაღამ რომ მოვიგოთ!

ჩემი აზრით, ფეხბურთელისათვის ყვეალზე საშინელი სწორედ ეს მოლოდინია. მე პრემიერლიგის თამაშების წინაც დიდ განცდაში ვარ. შაბათ-კვირას 90 წუთი ვთამაშობ, მანამდე საათების მანძილზე ვზივარ და ველოდები. ლოდინის გარდა არაფერს ვაკეთებ. ველოდები და ვფიქრობ, რა შეიძლება თამაშისას მოხდეს.

ამაღამ „ჩელსის“ წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩიც, რომელიც საკლუბო დონეზე უდიდესი თამაშია, ჩემთვის არაფრით განსხვავდება ჩვენი საშინაო მატჩებისაგან. აბსოლუტურად არაფრით. ჩვენ დილით ვივარჯიშეთ, გუნდის ავტობუსში ჩავსხედით, სასტუმროში დავბრუნდით დამოლოდინის რეჟიმზე გადავერთეთ. ვისადილეთ, ტაქტიკაზე ვისაუბრეთ, მასაჟი გავიკეთეთ და ველოდით. შაბათ-კვირასაც ასე ხდება: ტამაში და დიდი მოლოდინი ხანდახან ეს ძალიან მოსაბეზრებელია, თითქოს კედლებს შორის მოგამწყვდიესო, ეს მოსაბეზრებელია ისეთ გიჟურ ქალაქშიც კი, როგორიც მოსკოვია, რადგან არ შემიძლია გარეთ გავიდე და ღირსშესანიშნაობები დავათვალიერო.

ნეტავ შემეძლოს წამალი დავლიო და დავიძინო, მერე გავიღვიწო და უკვე თამაშის დაწყების დრო იყოს.

ლოდინი ამ ყველაფრის ყველაზე რთული ნაწილია. ეს მოლოდინი კარგი გასახსენებელი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ამაღამ მოვიგებთ.

* * *

მოლოდინი წყდება და გუნდი შეკრებას იწყებს. მწვრთნელი ძირითად შემადგენლობას ასახელებს:
1. ედვინი
3. პატრისი
4. ოუენ ჰარგრეივსი
5. რიო
6. უესლი
7. რონალდუ
15. ვიდა
16. მაიკლ ქერიკი
18. სქოულზი
32. კარლოსი
10. მე კარლოსს თავდამსხმაში შევუწყვილდები, რონალდუ ფლანგზე იმოქმედებს.

წერტილი.

მოლოდინის ბოლოს გასახდელში სკამზე ვზივარ. წითელი მაისური, თეთრი შორტი, თეთრი გერტრები. ფეხზე ახალი ბუცები. ვლოცულობ.

მზად ვარ.

მწვრთნელიც მზად არის. გასახდელში შემოდის - ნაცრისფერი საკლუბო პიჯაკი და თეთრი პერანგი აცვია. კიდევ ერთხელ მოგვმართავს.
- გახსოვდეთ კლუბის ისტორია. „ბაიერნის“ წინააღმდეგ თამაში. იფიქრეთ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ ბიჭებზე და იმაზე, რაც მათ „იუნაიტედისთვის“ გაიღეს. წელს მიუნხენის ავიაკატასტროფიდან 50 წელი გავიდა. ავიაკატასტროფამ ჩვენი ბიჭების სიცოცხლე შეიწირა, ამიტომაც ორმაგად მნიშვნელოვანია გამარჯვება. ჩვენ ამ თამაშში გამარჯვება გვიწერია და გამორიცხულია დავმარცხდეთ.

მწვრთნელს გავხედე. იგი მალე 70 წლისა გახდებოდა, მაგრამ გამორიცხული იყო პენსიაზე გასულიყო, რადგან სწორედ ასეთი მომენტებით ცხოვრობდა. ხალხი ბევრს ლაპარაკობდა მისი „იუნაიტედიდან“ წასვლის შესახებ, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს არ მოხდებოდა. რონალდუ და მე შეტევაზე მშვენივრად ვირჯებოდით. სქოულზი, რიო, გარი ნევილი და გიგზი კვლავაც შესანიშნავად თამაშობდნენ. სერ ალექსს ჩვენთან მუშაობა და ახალი მწვერვაების დაბყრობა უნდოდა. ჩვენ მასთან ერთად პრემიერლიგა რამდენჯერმე მოგებული გვქონდა, ის კვლავაც მხნედ გამოიყურებოდა.

შევამჩნიე, რომ მას ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაფერს ერჩივნა, რადგანაც ბრძოლიდან გამოთიშვა - როგორც ეს გასულ წელს დაგვემართა „მილანთან“ - ყველაფერს ხაზს გადაუსვამდა. ის არც გასახდელში და არც მოედანზე დასვენების საშუალებას არ გვაძლევდა. განსაკუთრებით კი დღეს.

მან ის გრძნობა აგვიღწერა, რაც ჩემპიონთა ლიგის მოგებას ახლავს თან.
- ამაზე უკეთესი გრძნობა არ არსებობს.

შეგვახსენა, რომ ჩვენ ბედნიერები ვიყავით, რადგან ფეხბურთელები გვერქვა.

- თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რა მძიმეა ცხოვრება. თქვენი ბებია-ბაბუები დღე და ღამე მუშაობდნენ, რომ თავი გაეტანათ. თქვენ კი 90 წუთი უნდა იშრომოთ, ერთი თამაში მოიგოთ და ამაში ძალიან ბევრს გადაგიხდიან. ასე რომ, უნდა იმუშაოთ. თუ ამას ვერ მოახერხებთ, იცოდეთ, გამოგცვლით, - გვითხრა მან.

მან გვიამბო რუსეთში არსებული სიღარიბის შესახებ. მოგვიყვა, რომ რუსი ფეხბურთელების ბებია-ბაბუები და მათი გულშემატკივრები ქარხნებში მუშაობნენ, რათა თავი გაეტანათ. შემდეგ გვითხრა რომ ჩვენ პრივილეგირებულნი ვიყავით და ეს მდგომარეობა არ უნდა მიგვეღო, როგორც საჩუქარი. ამ საუბარმა ჩვენზე ემოციურად იმოქმედა, შთაბეჭდილება მოახდინა და ამის შემდეგ მინდოდა თავდადებით მეთამაშა.

მოედანზე გასვლას მოუთმენლად ველი.

ის თუ რას გეუბნება მწვრთნელი გასახდელში, ძალიან მნიშნველოვანია. განსაკუთრებით ისეთი თამაშის წინ, როგორიც დღეს გველოდა. ზოგიერთი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ მას ყველაზე კარგა ჩვენი მეტოქეზე დაგეშვა ეხერხება. თუმცა ეს ასე არ არის. გვესმის, რომ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ არ გამოვდივართ, მაგრამ კარგად ვიცით, რომ „იუნაიტედთან“ თამაშის წინ ყველა განსაკუთრებულად ემზადება. მცველები აგრესიულები ხდებიან, ფლანგის მოთამაშეები შედარებით სწრაფად დარბიან, გასვლაზე გულშემატკივარი უფრო ხმამაღლა გვიყვირის.

ვიცოდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ამ ყველაფერზე უარესი რამ გველოდა.

* * *

უცნაური იყო, მოსკოვში „ლუჟნიკების“ სტადიონზე „ჩელსის“ წინააღმდეგ ვიდექი და მოგონებებიც ამეშალა.

საკუთარი ისტორია უნდა შემექმნა.

ყველა კამერა ჩვენკენ იყო მომართული. მოსკოვი ორად გაიყო, წითელ და ლურჯ ფერებში გამოწყობილ გულშემატკივრებად. შემდეგ პოდიუმზე მდგარი თასი დავინახე. დაუჯერებელი იყო. გულმა ბაგაბუგი დაიწყო. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნიც გაისმა და გავიფიქრე, რომ შესაძლოა, ეს ჩემთვის პირველი და უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყოფილიყო.

უეინ გაიხსენე რა თქვა მწვრთნელმა, - „არავითარი სინანული“.

* * *

წვიმა დაიწყო.

გაზონი სველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთი მინდორზე სწრაფად მოძრაობს და თამაში კარგად იწყება: გოლის გატანის შანსი გვქონდა 26-ე წუთზე, რონალდუმ ეს შანსი გამოიყენა, თუმცა ამის მერე ცოტათი მოვეშვით. თამაშის მსვლელობას ჩვენ ვკარნახობდით, მაგრამ ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ, ასე რომ „ჩელსის“ მიერ ანგარიშის გათანაბრება გასაკვირი სულაც არ ყოფილა. „ჩელსიმ“ გოლი პირველი ტაიმის დასასრულს გაგვიტანა.

ხანდახან თამაშის მსვლელობა მეორე ტაიმში იცვლება. მეორე ტაიმის ბოლომდე თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ახლა გასახდელში დაქანცულები შევედით. ხასიათი გაგვიფუჭდა. მწვრთნელი გოლის გატანამდე გვთხოვდა დაცვაში მჭიდროდ გვეთამაშა, მაგრამ შესვენებაზე გეგმა შეიცვალა და შეტევაში თამაში დაგვავალა.

მეორე ტაიმში მოედანზე გავედით თუ არა, მივხვდი, რომ თამაშის სადავეები ხელიდან გვეცლებოდა. ბურთს ვერ ვაკონტროლებდით, „ჩელსის“ ფეხბურთელები ყველა ორთაბრძოლას გვიგებდნენ, მათ ბურთი ჩვენი კარის ძელსაც გაარტყეს. დრო გადიოდა და ვხვდებოდი, რომ ერთადერთი გამოსავალი თამაშის დამატებით დროში გადაყვანა იყო და როდესაც მეორე ტაიმი დასრულდა, მოედანზე დავჯექით. მწვრთნელი ჩვენთან მოვიდა.
- უფრო მეტი მომენტი უნდა შექმნათ, - გვითხრა მან, - თუ ვერ შექმნით, „ჩელსი“ ისევ გაგვიტანს. ეცადეთ როგორმე.

დამატებითმა დრომ ორივე გუნდი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გამოგვფიტა. ჩვენ დავიღალეთ და მე კოჭლობა დავიწყე.

ისევ ბარძაყის ტრავმა.

მხოლოდ გონება არ იღლებოდა. გამარჯვება მეწადა. თასისთვის ხელი უნდა შემევლო. ამ ჯილდოს ხელში ჩაგდების სურვილი ადრენალინს მმატებდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ფეხები და ფილტვები აღარ მემორჩილებოდა და მწვრთნელმა დაინახა, რომ ჩემს მოედანზე ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა. ტრამვა, რომელიც რაიან ნელსენმა მომაყენა, ისევ თავს მახსენებდა. ამ სეზონში რამდენჯერ ვითამაშე ტკივილით და გარკვეულწილად შევეგუე, მაგრამ დამატებითი დრო მეტისმეტი იყო.

გვერდით ხაზთან მეოთხე მსაჯმა ტაბლო ასწია.

მწვრთნელმა შემცვალა. გავბრაზდი, მაგრამ იქვე მივხვდი, რომ ჩემს გუნდს დასვენებული ფეხუბრთელი სჭირდებოდა, ისეთი ვინმე, ვინც ბოლოდმე იბრძოლებდა - ადგილი სწრაფმა და ტექნიკურმა ნანიმ დაიკავა. უცებ დროგბამ ვიდიჩს სილა გააწნა და წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ ერთი კაცის უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ და ორივე გუნდმა პენალტების შესასრულებლად დავიწყეთ მზადება.

„არსენალთან“ 2005 წლის მარცხის შემდეგ მეც ყველა გულშემატკივარივით მეზიზღება პენალტების სერია. ეს ლატარიაა. ერთი შეცდომა გამარჯვებულის ბედს წყვეტს და ვინც ააცილებს, უმალ განტევების ვაცად იქცევა. ყველაზე საშინელ სიტუაციაში აღმოვჩნდი: მე ფეხბურთელი ვარ, რომელიც პენალტს ვერ დაარტყამს. ჩემს გუნდს ვერაფერში დავეხმარები. ისევ გულშემატკივრის როლში ვარ, რომეიც ამ პროცესს გვერდიდან აკვირდება ან ტიპი, რომელიც თამაშს ლუდხანაში უყურებს. და მეც ვხვდები, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბედი რონალდუს, ტევესის, ოუენ ჰარგრეივსის, ნანისა და მიქაელ ქერიკის ნერვებზე ჰკიდია.

მეც დავარტყამდი პენალტს.

პენალტების სერია იწყება. ჩვენ ორივეს ვიტანთ (ტევესი, ქერიკი), ისინიც ორს იტანენ (მიქაელ ბალაკი, ჯულიანო ბელეტი); შემდეგ დაუჯერებელი რამ ხდება. რონალდუმ ააცილა

ის ჩვენი კოზირი იყო!

„ჩელსიმ“ კიდევ ორი გაიტანა. ჰარგრეივსმა და ნანიმაც გაიტანეს. ყველა დაღონებულია.

მახსოვს 1998 წელს პენალტების სერია ინგლისსა და არგენტინას შორის. მეჯავრება. ჩემი ნერვები საშინელ დღეშია.

პენალტის ნიშნულთან ჯონ ტერი მიდის, მეხუთე პენალტის შესასრულებლად. მას ამ დარტყმით შუძლია თავის გუნდს გამარჯვება მოუტანოს. ისე ჩანს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი გოლის გატანა ჯონ ტერის ხვედრია. ის მათი კაპიტანია, „ჩელსის“ გმირი. მახსოვს ინგლისის ნაკრებში ვარჯიშებზე მის მიერ შესრულებული პენალტები და არასდროს მინახავს მას აეცილებინოს.

ბედი არ გვაქვს.

ის მარჯვნივ დარტყმას აპირებს, ედვინ ვან დერ სარი მარცხნივ ხტება და ჯონი ურტყამს. უეჭველი გოლია, მაგრამ სულ ბოლო წამს მას ფეხი უსრიალდება, საყრდენი ფეხი გაურბისდა ბურთს კარს აცილებს.

სიხარულისგან შევხტი, ჯონ ტერი ინგლისის ნაკრებში ჩემი თანაგუნდელია, მაგრამ ამ წუთას ეს არ მაინტერესებს. მისი შეცდომა ძალიან მახარებს. ეს ეგოიზმია, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს. ჯონი გაზონზე ჯდება, თავს ხრის და გაბრაზებულია. მე თავს ამაყად ვწევს.

ეს გადამწყვეტი მომენტია და ვხვდები, რომ უსათუოდ მოვიგებთ. პენალტების სერიაში 4-4-ია. ჩვენც იგივე რაოდენობის პენალტები გავიტანეთ, რაც „ჩელსიმ“, მაგრამ ფსიქოლოგიურად მათზე უკეთ ვართ.
ანდერსონი ურტყამს: იტანს.
სოლომონ კალუ ურტყამს: იტანს.

ძალიან მინდა ახლა დარტყმა შემეძლოს, მაგრამ ამის ნაცვლად, მწვრთნელის, მისი თანაშემწეებისა და მაისურებზე პასუხისმგებელი პირის გვერდით ვდგავარ. ჩვენ ყველანი ერთად ვუყურებთ, სეზონის მანძილზე გაწეული შრომა როგორ არის დამოკიდებული პენალტებზე.

გიგზი ბურთთან მიდის.

ღმერთმა უწყის რა ხდება ახლა მის თავში. მას იმდენი გამოცდილება აქვს, რომ არასოდეს იბნევა. დღეს იგი დინჯია, თითქოს ვარჯიშზეა და ჩვენს სარეზერვო მეკარეს ურტყამსო.

გიგზს გააქვს.

ახლა „ჩელსის“ ჯერია. გამარჯვების სასწორი ჩვენს მხარეს იხრება.

ნიკოლა ანელკა გრძლ გზას გადის ცენტრიდან საჯარიმომდე. ვუყურებ როგორ მიდის, რაღაც წესრიგში არ უნდა ჰქონდეს. მისი სხეულის ენით ეს აშკარაა - თავდაჯერება აკლია. მასში შიშს ვხედავ და მინდა ვერ გაიტანოს. მინდა შიშმა ფეხი ისევე აუსრიალოს, როგორც ეს ჯონ ტერის დაემართა. მინდა ცუდად დაარტყას და ბურთი კარს ააცილოს.

ჩვენი გულშემატკივრები უსტვენენ. მათი გულშემატკივრები ფრთხილად უკრავენ ტაშს. ანელკა ბურთს ძირს დებს. სახეზე ერტყობა, რომ ძალა გამოცლილი აქვს. სწორედ იმ წამს ვხვდები, რომ ჩემპიონთა ლიგის თასს ხელს ჩევავლებ.

მოკლე გარბენი.
ააცლიებს.
საყრდენ ფეხს დგამს, თავს ძირს ხრის.
ააცილებს. კარს გადააშორებს.
ის ბურთს ნელა ურტყამს, მარცხენა ძელისკენ, შიდა ტრაექტორიით. ბურთი იმ სიმაღლეზე მიდის, რომ მეკარის ადვილი ნადავლი უნდა გახდეს. ედვინი ბურთს მუშტებით იგერიებს.

მოვიგეთ!

ირგვლივ სიგიჟეა. რიოსთან, ნანისთან, ანდერსონთან და მწვრთნელებთან ერთად ედვინისკენ გავრბივარ. ჩვენი გულშემატკივარი გაგიჟებულია. მეც გიჟს ვგავარ. რონალდუ მინდორზე წევს და ცრემლებში იხრჩობა, ჯონ ტერიც მინდორზე წევს და ტირის. ვხედავ, როგორ მირბის მასთან გარი ნევილი თავსხმა წვიმაში, რათა დაამშვიდოს. გარი მართლაც ბრწყინვალე ადამიანია.

ჯონ ტერის გავხედე და მერე მოზეიმე ჯგუფს შევუერთდი, რომელიც მის წინ იდგა. ხანდახან საფეხბურთო ფორტუნა გწყალობს, ხან - არა. ჩვენ „იუნაიტედისთვის“ ვთამაშობთ, ისინი „ჩელსისთვის“, მაგრამ ინგლისის ნაკრებიში თანაგუნდელები ვართ და მძიმე სანახავია ასეთ დღეში მყოფი ჩემი თანაგუნდელები. მათ თვალს ვარიდებ. მე ბედნიერი და გამარჯვებული ვარ.

ტრიბუნებისაკენ ვიცქირები და იქ კოლინსა და ოჯახს ვეძებ. ათასობით და ათასობით გულშემატკივარი იღიმის, იცინის, ხელს იქნებს. ჩემებიც იქ, მათ შორის არიან. შემდეგ ზურგს უკან ლივერპულური აქცენტი მესმის.
- აი კოლინი აქ არის, უეინ, - მეუნბენა ხმა.
ვტრიალდები და ჩემ წინ ის ბიჭი დგას, რომელიც ლივერპულში ცხოვრების დროს გავიცანი. მას ფოტოგრაფის აკრედიტაცია აქვს. სანამ ვკითხავდე თუ როგორ მოხვდა აქ, ჩემებს ვამჩნევ. ვხედავ ჩემს მომღიმარ ოჯახს. ისინი ხელს მიქნევენ და ამაყები არიან. შემდეგ ის წაგებული ფინალი მახსენდება, პენალტების სერიით რომ დავმარცხდით.ე ს ყველაზე საშინელი გრძნობა იყო, რაც კი ოდესმე ფეხბურთში განმიცდია.

ეს გამარჯვებაც დაუვიწყრაია.

* * *

წვეულება ღამის ორ საათზე დაიწყო. ბიჭები ლუდს მიირთმევდნენ. შემდეგ მწვრთნელმა მოგვმართა ორიოდე სირტვით. მან სულ ახლახან ნახა როგორ მოვიგეთ პრემიერლიგა და ჩემპიონთა თასი, მაგრამ იგი უკვე მომვალ სეზონზე გვესაუბრება, თუ რა როგორ უნდა გავაკეთოთ. ბიჭებს გადავხედე და სახეზე ყველას ერთი და იგივე ეწერა:

როდის გაჩუმდება?!

უეინ რუნი - ათი წელი პრემიერლიგაში
გამომცემლობა ,,არტანუჯი"
წიგნები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
15 აპრილი 2017 14:05
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
წვეულება ღამის ორ საათზე დაიწყო. ბიჭები ლუდს მიირთმევდნენ. შემდეგ მწვრთნელმა მოგვმართა ორიოდე სირტვით. მან სულ ახლახან ნახა როგორ მოვიგეთ პრემიერლიგა და ჩემპიონთა თასი, მაგრამ იგი უკვე მომვალ სეზონზე გვესაუბრება, თუ რა როგორ უნდა გავაკეთოთ. ბიჭებს გადავხედე და სახეზე ყველას ერთი და იგივე ეწერა:

როდის გაჩუმდება?!


wink love ფერგი
0
№2
ავტორი: I L C
15 აპრილი 2017 14:37
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
წაკითხულიმაქვს ეს წიგნი და მახსოვს ეს ეპიზოდიი love

ციტატა: GaMkReLa
წვეულება ღამის ორ საათზე დაიწყო. ბიჭები ლუდს მიირთმევდნენ. შემდეგ მწვრთნელმა მოგვმართა ორიოდე სირტვით. მან სულ ახლახან ნახა როგორ მოვიგეთ პრემიერლიგა და ჩემპიონთა თასი, მაგრამ იგი უკვე მომვალ სეზონზე გვესაუბრება, თუ რა როგორ უნდა გავაკეთოთ. ბიჭებს გადავხედე და სახეზე ყველას ერთი და იგივე ეწერა:

როდის გაჩუმდება?!


wink love ფერგი


სგ ძმა მაგარია ! <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: Temo-Mu
15 აპრილი 2017 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ძაან მაგარია ასეთი რაღაცეები და კარგია რომ იდება ასეთები
0
№4
ავტორი: ikeoni
15 აპრილი 2017 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol avtor
0
№5
ავტორი: GeorgeBest
15 აპრილი 2017 18:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემთვის საუკეთესო საფეხბურთო საღამო იყო და უდიდესი სიხარული, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება
0
№6
ავტორი: tedore
15 აპრილი 2017 18:41
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
დაუვიწყარი გრძნობა იყო რა თქმა უნდა მაგრამ 1999 წლის ფინალის მოგებას და ემოციებს ვერ შეედრება მახსოვს 80 წუთზე სანაძლეოც კი დავდე რომ მანჩესტერი მაინც მოუგებდა ბაიერნს და ორი კოლოფი სიგარეტიც მოვიგე))))
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
15 აპრილი 2017 19:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წვიმიანი ფინალი :))
0
№8
ავტორი: stepno
16 აპრილი 2017 02:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ra magariaa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top