თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2017, 11:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1523,
კომენტარები: 5
კოშტა: "მოურინიოს მადლიერი ვარ"
ჟოზე მოურინიოს "ჩელსის" ფორვარდი მადლიერებას უმჟღავნებს.
კოშტა:
"ჩელსის" თავდამსხმელი, დიეგო კოშტა გამოტყდა, რომ ძალიან მადლიერია ჟოზე მოურინიოსი, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის.

2015 წლის დეკემბერში "ლურჯების" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოურინიოს გაძევების შემდეგ კოშტა მწვრთნელის წინააღმდეგ მოწყობილი ბუნტის ერთ-ერთ მთავარ წამქეზებლად მოიაზრებოდა. მაგრამ თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ მოურინიოსადმი მხოლოდ დადებითი ემოციებით არის განწყობილი.

"უსაზღვროდ გულახდილი ვიქნები, ხალხს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მოურინიოს მადლიერი ვარ, იმიტომ, რომ ძალიან დამეხმარა. თუკი ფეხბურთელს სრულყოფილებამდე მიღწევა გსურს, საუკეთესო მწვრთნელს ეძებ, მოურინიო კი მათ შორისაა.

"ჩელსიში" მოურინიოს გამო გადავედი. "ჩელსის" წინადადებას რომ განვიხილავდი, მხედველობაში მქონდა ის ფაქტიც, რომ აქ მოურინიო იყო. ის მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთელებისგან ბევრს ითხოვს, ყოველთვის მაქსიმუმის მიღება სურს.

დიდი დახმარება გამიწია და მიუხედავად ჩვენი რთული მეორე სეზონისა, მოურინიო ძალიან დამეხმარა კარგ ფეხბურთელად ქცევაში",
- განაცხადა კოშტამ.

წყარო: metro.co.uk
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi kandelakisvili
15 აპრილი 2017 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
რა სიფათით უყურებს ნახეთ
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
15 აპრილი 2017 11:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: giorgi kandelakisvili
რა სიფათით უყურებს ნახეთ

:D :D
0
№3
ავტორი: ikeoni
15 აპრილი 2017 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
როგორ მეზიზღება ეს დედა ****
0
№4
ავტორი: Gamkrelidze
15 აპრილი 2017 14:31
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
არ დავინახო შენი სახე „ოლდ ტრაფორდზე“ იცოდე! wink
0
№5
ავტორი: GeorgeBest
15 აპრილი 2017 18:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ მესმის ჩელსიდან ვინმე მოუთი უკმაყოფილო რატომ უნდა იყოს? "შეცდომები" დაუშვა ალბატ როცა რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვა და დღემდე ამას ახსენებენ მარა ფაქტია ჩელსის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა და ფეხბურთელები თუ გულშემატკივარი კმაყოფილი თუ არა გინებით მაინც არ უნდა გამოდიოდნენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top