ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა სტინგმა განაცხადა, რომ ჰენრიხ მხითარიანისადმი გულშემატკივრების მიერ მიძღვნილი ჩანტი მოსწონს და სულაც არ არის საფეხბურთო სიმღერებში მისი მელოდიის გამოყენების წინააღმდეგი.
მიმდინარე სეზონის დასაწყისში დორტმუნდის "ბორუსიადან" შეძენილმა სომეხმა ფეხბურთელმა თავისი წარმატებული თამაშით ფანების სიყვარული მალევე მოიპოვა და მათაც არ დააყოვნეს შესაბამისი ჩანტის მოფიქრებს.
ქომაგთა ინიციატივით, სტინგის სიმღერის Englishman in New York ტექსტში მცირე ცვლილებები შევიდა და იგი ჰენრიხს მიეძღვნა.
"ძალიან მიხარია, რომ ასეთი რამ ხდება. მომწონს, რომ ჩემს სიმღერებს სხვადასხვა მიზეზით ცვლიან, დიდებულია.
როგორც სიმღერების ავტორი, გაოცებული ვუცქერ, რა სწრაფად ვრცელდება მელოდიები ადამიანთა დიდ ჯგუფებს შორის, მერე კი ყველა ერთად ასრულებს მათ", - განაცხადა სტინგმა.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.