"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთია იმ ექვსთა შორის, რომელიც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარადგინა.
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ დაწესებული ჯილდო ყოველწლიურია და ცერემონიაზე ასობით პროფესიონალია შეკრებილი, რომლებიც ყველა დივიზიონის საუკეთესო მოთამაშეებს ასახელებენ, ამჯერად კი გამარჯვებულს 23 აპრილს გამოავლენენ.
პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე კი იბრაჰიმოვიჩთან ერთად "არსენალის" შემტევი ალექსის სანჩესი, "ჩელსის" დუეტი ნ'გოლო კანტე და ედენ აზარი, "ევერტონის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ და "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი იბრძოლებენ.
ზლატანი პრემიერ ლიგაში გადასვლიდან პირველივე წელს გახდა ნომინაციაზე წარდგენის ღირსი, რაშიც მის მიერ უკვე გატანილმა 28 გოლმა შეუწყო ხელი. იბრაჰიმოვიჩის მონაგარიდან 17 გოლი პრემიერ ლიგაზე მოდის, დანარჩენ 11 გოლს კი 3 სხვადასხვა ტურნირი იყოფსს.