2017 წლის ოქროს ბიჭუნას ნომინაციის სია დადასტურდა. "ოქროს ბიჭუნა" არის ჯილდო, რომელსაც სპორტული ჟურნალისტები გადასცემენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც კალენდარულ წელში ნაჩვენები თამაშის გამო იმსახურებენ მას.
ყველა ნომინანტი 21 წლამდე ასაკში უნდა იყოს და ევროპული ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატში ასპარეზობდეს.
ჯილდო 2003 წელს იტალიურმა გაზეთმა "ტუტოსპორტმა" დაარსა და მას შემდეგ გამოკითხვაში სხვა გაზეთებიც იღებენ მონაწილეობას საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ჰოლანდიიდან, რუსეთიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან და შვეცარიიდან.
გასული წლის გამარჯვებული რენატუ სანჩეში გახდა, რომელიც კვლავ არის წარდგენილი.
"მანჩესტერ იუნაიტედს" კი ამ ნომინაციაზე ტიმოთი ფოსუ-მენსა და მარკუს რეშფორდი წარადგენენ. ნომინაციაზე წარდგენილ ფეხბურთელთა სრული სია: