თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2017, 22:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2225,
კომენტარები: 11
ლინგარდი: "არ ვიცი, რატომ ვთამაშობთ გასვლაზე უკეთ"
ჯესი ლინგარდი გასვლაზე მოპოვებული გამარჯვებათა სერიის გაგრძელებას გეგმავს.
ლინგარდი:
ჯესი ლინგარდი ვერ ხვდება, რატომ თამაშობს "მანჩესტერ იუნაიტედი" გასვლაზე უკეთ, ვიდრე საშინაო სტადიონზე, მაგრამ გასვლაზე მოპოვებული გამარჯვებათა სერიის გაგრძელება "ანდერლეხტთან" მატჩში სურს.

ლინგარდისთვის კარგი კვირა გამოდგა, რამეთუ მან ახალი კონტრაქტი გააფორმა თავისი ბავშვობის კლუბთან, "სანდერლენდთან" მატჩში შეცვლაზე გასვლის შემდეგ კი მან ერთ-ერთ გულშემატკივარს ხელმოწერილი მაისური გადასცა.

"წითლებს" ამჟამად სამმატჩიანი გამარჯვებათა სერია აქვთ პრემიერ ლიგის გასვლით მატჩებში, რომელთაგან პირველი "ლესტერ სიტისთან", მეორე "მიდლსბროსთან", ხოლო მესამე "სანდერლენდთან" იქნა მოპოვებული.

როცა "შავი კატები" 1-0 მარცხდებოდნენ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან სებასტიან ლარსონი გააძევა, თუმცა ლინგარდი არ ფიქრობს, რომ ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენაში.

"რა თქმა უნდა, ისინი 10-კაცით თამაშობდნენ, მაგრამ ჩვენ პროფესიონალური თამაში ვაჩვენეთ. ბევრი შანსი შევქმენით და ნახევარმცველების უკან დიდი სივრცე გვქონდა, განსაკუთრებით კი მე და მიკის.

ამის შემდეგ ვიცოდით, რომ ბურთი უნდა შეგვენარჩუნებინა, რადგანაც ზეწოლის ქვეშ გვამყოფებდნენ 1-0 ანგარიშზე და საბრძოლოდ გამოვიდოდნენ. მაგრამ ვაცნობიერებდით, რომ ბურთის შენარჩუნების შემთხვევაში თამაშიდან გამოვთიშავდით და მეორე გოლსაც გავიტანდით, როგორც ბოლოს აღმოჩნდა, ამას მესამეც მოჰყვა.

გასვლაზე ძალიან კარგად ვთამაშობთ. არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ კარგად ვთამაშობთ. დღის ბოლოს მორიგი სამი ქულა ჩაიწერა ჩვენს აქტივში".


ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლის ბარიერს "ანდერლეხტი" წარმოადგენს, რის შესახებაც ლინგარდი ფიქრობს, რომ აუცილებელი არ არის გასვლაზე გოლის გატანა, მთავარი ორი მატჩის ჯამში "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვებაა.

"რა თქმა უნდა, ნებისმიერი თამაშის მოგება გვსურს. ვიცით, რომ დიდი მატჩია, რამეთუ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის კიდევ ერთი საშუალებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და კლუბისთვის. იქ ჩასვლა და გამარჯვების მოპოვება გვსურს.

რთული მატჩი იქნება, მაგრამ იმაზეა დამოკიდებული, ვინ იქნება უკეთესი იმ დღეს. თუკი სწორი მენტალიტეტით ჩავალთ, რაშიც დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ".




წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Manstark_United
10 აპრილი 2017 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მართლაც გასვლაზე უკეთესი სტატისტიკა გვაქვს.თამაშის ხარისხი ოლდ ტრაფორდზე თითქოს კარგია მაგრამ რაღაც აკლია belay
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2017 22:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გასვლაზე არანაირად არ ვთამაშობთ უკეთ, უბრალოდ შედეგია უკეთესი, რაც შეეხება ხარისხს სახლში ბევრად კარგია... თუმცა ამ ბოლო დროს ხარისხიც აღარ იგრძნობა არც ოლდ ტრაფორდზე და არც გასვლაზე
2
№3
ავტორი: dybbuk
10 აპრილი 2017 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
ციტატა: SANDROGRIGA
გასვლაზე არანაირად არ ვთამაშობთ უკეთ, უბრალოდ შედეგია უკეთესი, რაც შეეხება ხარისხს სახლში ბევრად კარგია... თუმცა ამ ბოლო დროს ხარისხიც აღარ იგრძნობა არც ოლდ ტრაფორდზე და არც გასვლაზე

გადაღლილობასთან ერთად ფეხბურთელების კლასმაც იჩინა თავი, ძალიან ბევრმა არ გაამართლა სამწუხაროდ და მოსვლასთან ერთად ბევრის წასვლასაც ველოდები ამ ზაფხულში
1
№4
ავტორი: shotkin
10 აპრილი 2017 23:47
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
კრისტალ პალას არსენალს ვუყურებ და ზაჰა რას უბერავს :))) მაგარი ბიჭია
0
№5
ავტორი: stepno
11 აპრილი 2017 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმენა კუნთაა რაა lol მიდი ლინგარდ მოუმატეეეე
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
11 აპრილი 2017 01:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რა ტანზეა ძმა სული რო შეუბერო გაქრება :D :D :D წარმომუდგენია ამან ფეხი რო მოიტეხოს დაიშლება ეგრევე :D :D :D ვხუმრობ რა თქმაუნდა მიდი ჯეს აბა მოიგეთ დარჩენილი თამაშები და გაგვახარეთ
0
№7
ავტორი: gaga1987
11 აპრილი 2017 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
კრისტალ პალასმა კაი საჩუქარი გაგვიკეთა.იმედია ჩელსის მოუგებთ და შანსებს დავიტოვებთ ოთხეულისთვის.
0
№8
ავტორი: DRJBECKHAM
11 აპრილი 2017 10:50
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
გასვლაზე უკეთ რგორ თამაშობთ? ტოტენჰემთან სიტისთან და არსენალთან არ გვითამაშია, ევერტონს ლივერპულს და ჩელსის საშინელი თამაში ვეთამაშეთ, ვესთ ჰემს მსაჯის დახმარებით მოვუგეთ და მანჩესტერი რო გქვია სანდერლენდს და მიდლსბროს გასვლაზე კიარა მთვარეზეც უნდა უგებდე.
0
№9
ავტორი: ikeoni
11 აპრილი 2017 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Rtuli tamashi magaram mosagebi tamashia
0
№10
ავტორი: Phil Jones
11 აპრილი 2017 12:56
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ჩემი აზრით იმიტომ რომ როცა გასვლაზე თამაშობენ საშუალო გუნდებთან, მთლად ავტობუსს ვერ აყენებენ საკუთარ სტადიონზე გუნდები ხოლო ოლდ ტრაფორდზე სხვანაირად გვეთამაშებიან 10 მცველით და ამ დროს უჭირს გუნდს, ანუ პოზიციურ შეტევაში მოიკოჭლებს გუნდი ხოლო როცა ოდნავ სივრცეები ეძლევათ თავდასხმაში მაშინ ყველაფერი რიგზეა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top