თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2017, 18:39
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2380,
კომენტარები: 6
"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-3
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
პრემიერ ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში "სანდერლენდმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. მოურინიოს გუნდმა ზედიზედ ნათამაშები ორი ფრის შემდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

პირველი ტაიმი მანჩესტერელთა უპირატესობით წარიმართა, რასაც 30-ე წუთზე ზლატანის გოლი მოჰყვა. სტუმრებმა მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა კიდევ უფრო განამტკიცეს, 46-ე წუთზე მხითარიანმა მეტოქის კარის აღება და ანგარიშის 2-მდე გაზრდა მოახერხა. მატჩის საბოლოო წერტილი შეცვლაზე შემოსულმა მარკუს რეშფორდმა დასვა, რომელმაც ზლატანის გადაცემით ისარგებლა და ანგარიში 0-3 გახადა.

სანდერლენდი 0-3 მანჩესტერ იუნაიტედი

სტადიონი: სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (30'), 0:2 მხითარიანი (46'), 0:3 რეშფორდი (89')
გაფრთხილებები: ნდონგი – შოუ, ლინგარდი, ფელაინი, მარსიალი, დარმიანი
გაძევება: ლარსონი (43)
მსაჯი: კრეიგ პოუსონი

შემადგენლობები:

სანდერლენდი: პიკფორდი, დენაიერი, კონე, ოვიედო (მანკილიო 39'), ჯონსი, კატერმოლი (ბორინი 66'), ლარსონი, როდუელი, ნდონგი, ანიჩებე, დეფო.

მანჩესტერ იუნაიტედი: რომერო, ბაიი, როხო, დარმიანი, შოუ (ბლინდი 61'), ერერა, ფელაინი, პოგბა, ლინგარდი (რეშფორდი 64), მხითარიანი (მარსიალი 78'), იბრაჰიმოვიჩი.

მიმოხილვა



პირველი ტაიმი


მეორე ტაიმი

მიმოხილვები, სრული მატჩები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
10 აპრილი 2017 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მთავარი ეხლა ანდერლეხტთან გამარჯვებაა რო ცოტა დავმშვიდეთ
0
№2
ავტორი: GRIEZMANN 7
10 აპრილი 2017 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
ხოო ანდერლეხტთან 0 2 არიქნებოდა ცუდი
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2017 20:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იბრამ ძაან ბევრი ელემეტარული პასი გააფუჭა როცა ერთი-ერთზე რჩებოდა ფეხბურთელი, უფრო დიდი უნგარიშით მოგება შეეძლოთ
0
№4
ავტორი: lefty
10 აპრილი 2017 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ანდერლეხტიდან იური ტილემანსი იქნება გადმოიყვანონ პოგბასთან ერთად ცენტრს დაიმხობს
0
№5
ავტორი: Phil Jones
10 აპრილი 2017 21:57
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ხალხნო ანდერლეხტზე ნუ ნერვიულობთ თვითონ სახელს დაუკვირდით "ანდერლეხტი: :))))))))))) სუ რო რომერო დადგეს 9იანზე მაინც უნდა მოუგონ
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
11 აპრილი 2017 02:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
სენტეტიენი ჩამოვიტოვეთ როსტოვი ჩამოვიტოვეტ და ლაოოოო ანდერლეხტ გაეჩედეთ აბა ვინ უნდა წააგოსსს ანდერლეხტმაააა კი ბატონო წინ გმუუუუუუუუუუუუუუუუ მოდის ლომები

არსენალი მიგუდეს რა კარგიააააა არსენალი გასაგებია ჩვენზე ქვევით რო დაამთავრებს ეპლს მგონი სეზონის ბოლოს დაუთავრებენ ვენგერს არსენალის შეფობას და სრულიად დამსახურებულათ უკვე 10 წელია არსენალი ჭაობშია თუ იყოდა ეპლში თუ რამეს შვებოდნენ 2 ადგილზე ამთავრებდნენ თუ გაუვარდებოდათ იგებდნენ ეპლს 2004 მაგალითად და მაგისთვის საღოლ ვენგერს მარა რაც შეეხება ბარსამ გაგუდა სადაც შეხდა ბავარიამ ცალკარა ეთამაშა ჩვენაც გავგუდეთ ბევრჯერ ნახევარ ფინალში ჩვენ გამოვთიშეთ 8 - 3 არ მავიწყდება არასდროს და სირცხვილია ვენგერ ჯობია შენით წახვიდე მე მეცოდება არსენალი და არსენალის ბალეშიკებს წარმომიდგენია რა დგეში არიან ვერ იტანენ ვენგერს ალბათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top