თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2013, 20:40
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2213,
კომენტარები: 28
Manchester United VS Fulham - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფულემი" - პრევიუ
Manchester United VS Fulham - Preview
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფულემი" - პრევიუ


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: FA Cup , მეოთხე რაუნდი.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
თარიღი: შაბათი, 26 იანვარი 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 21:30, (ჩვენი დროით)


Manchester United VS Fulham - Preview


Manchester United VS Fulham - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ევანსი,იანგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Lindegaard, De Gea, Amos, Smalling, Vidic, Ferdinand, Buttner, Evra, Cleverley, Giggs, Anderson, Scholes, Carrick, Kagawa, Nani, Hernandez, Rooney, Welbeck, Van Persie.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი.


"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ფულემთან" მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში გუნდს ვერ დაეხმარება ეშლი იანგი და ჯონი ევანსი,როგორც მოგეხსენებათ ეშლი იანგმა "ლივერპულთან" მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და შესაძლოა მან რამოდენიმე კვირა გამოტოვოს ხოლო რაც შეეხება ჯონი ევანსს მან უკვე ტრავმა მოიშუშა,მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის მზად მინდორზე გასასვლელად.


Manchester United VS Fulham - Preview

"ფულემი"


ტრავმირებულები: ფრეი,დიარა,რიჩარდსონი,დევისი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Schwarzer, Somogyi, Etheridge, Riether, Hangeland, Hughes, Senderos, Riise, Briggs, Dejagah, Baird, Sidwell, Karagounis, Kacaniklic, Duff, Kasami, Ruiz, Rodallega, Berbatov, Petric, Davies.
მთავარი მწვრთნელი:მარტინ ჯოლი


"მანჩესტერ იუანიტედის" წინააღმდეგ "ფულემის" რიგებიდან თამაშს ვერ შეძლებს კირან რიჩარდსონი,რომელიც ყოფილი "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელია.ის "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 2002-07 წლებში თამაშობდა,ამის შემდეგ ის "ვესტ ბრომვიჩის" და "სანდერლენდის" რიგებში ასპარეზობდა ეხლა კი ის "ფულემის" რიგებში ირიცხება.გუნდს ასევე ვერ დაეხმარება დიარა და ფრეი.


ურთიერთშეხვედრები

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ფულემი" ერთმანეთს პრემიერ ლიგაში სულ 75-ჯერ შეხვდნენ.ამ შეხვედრებიდან 46 მატჩი "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით დასრულდა,13 შეხვედრაში მოახერხეს "ფულემმა" გამარჯვება ხოლო 16 თამაში ფრედ დასრულდა.ბოლოს "ფულემმა" "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" 2003 წლის ოქტომბერში დაამარცხეს ანგარიშით 1-3.FA CUP-ზე ეს ორი კლუბი ერთმანეთს სულ 11-ჯერ შეხვდნენ.ამ მატჩებიდან 7 შეხვედრაში "წითელმა ეშმაკებმა" იმარჯვეს,2-ჯერ მოახერხეს "ფულემის" ფეხბრუთელემბა გამარჯვება ხოლო 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა.პრემიერ ლიგაში ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2012 წლის 25 აგვისტოს შეხვდნენ.მატჩი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ რობინ ვან პერის,რაფაელისა და შინჯი კაგავას გოლების ხარჯზე "წითელმა ეშმაკებმა" 2-3 იმარჯვეს."ფულემის" რიგებიდან თავი დაფმა გამოიჩინა მესამე წუთზე ხოლო ერთი ბურთი ნემანია ვიდიჩის ავტოგოლით გავიდა."ფულემი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასზე ერთმანეთს ბოლოს 2009 წლის 7 მარტს დაუპირისპირდნენ.მატჩი "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 0:4.მატჩის გმირი კარლოს ტევეზი იყო დუბლის ავტორი.ასევე თავი გამოიჩინეს უეინ რუნიმ და ჯი სუნგ პარკმა.


გუნდების ფორმა

Manchester United VS Fulham - Preview

პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა.მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ლოგიკური შედეგით 1:1 დასრულდა.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა ბურთი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს გაუშვეს."წითელი ეშმაკების" მხრიდან თავი რობინ ვან პერსიმ გამოიჩინა ხოლო "ტოტენჰემის" მხრიდან დემპსიმ.დაკარგული 2 ქულის მიუხედავად "წითელი ეშმაკები" ისევ პრემიერ ლიგის სათავაში რჩებიან 56 ქულით."მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო პრემიერ ლიგის 19 მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" 17 მოიგეს და მხოლოდ ერთი დათმეს "ტოტენჰემთან".ბოლო 11 პრემიერ ლიგის მატჩში "ალისფერმა ეშმაკებმა" 9 მოიგო ხოლო 2 ფრედ ითამაშა "სუონსთან".FA Cup-ზე ბოლო შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემს" დაუპისიპრიდა და ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:3 იმარჯვა.მეორე შეხვედრაში თავი მატჩის დასაწყიში უეინ რუნიმ გამოიჩინა.


Manchester United VS Fulham - Preview

"ფულემი" პრემიერ ლიგაში ნამდვილად ვერ გამოიყურება კარგ ფორმაში.ისინი მე-14 ადგილს იკავებენ 23 ქულით.გუნდს ბოლო 5 შეხვედრაში 1 მოგება აქვს "ვესტ ბრომვიჩის" წინააღდეგ ორი წაგება და ორი ფრე.ბოლო ტურში "ფულემი" მიმდინარე პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დამარცხდა.მარტინ ჯოლის გუნდს 30 გოლი აქვს გატანილი პრემიერ ლიგაში და 40 აქვს გაშვებული,რაც ასევე არ არის კარგი შედეგი."ფულემის" ბომბარდირი ყოფილი "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი არის 7 გოლით.ხვალ ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში ბულგარელი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება,მაგრამ ამჯერად "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ.ინგლისის თასის მესამე რაუნდში "ფულემი" "ბლექპულს" დაუპირისპირდა,პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა ხოლო მეორე მატჩი "ფულემა" მოახერხა გამარჯვება ანგარიშით 1:2.


Manchester United VS Fulham - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასზე

"მანჩესტერ იუნაიტედმა" FA Cup-ზე მონაწილეობა სულ 100-ჯერ მიიღო და ამ დროის მანძილზე სულ 311 მატჩი ჩაატარა.ამ მატჩებიდან "წითელმა ეშმაკებმა" 223 შეხვედრაში იმარჯვეს ხოლო 88 შეხვედრაში მარცხი იწვიეს.ინგლისის თასზე სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს სულ 735 გოლი აქვთ გატანილი და 419 აქვთ საკუთარ კარში გაშვებული.ყველაზე დიდი გამარჯვება "მანჩესტერ იუნაიტედის" იყო "იოვილ თაუნის" წინააღდეგ ანგარიშით 8:0 1949 წლის 2 დეკემბერს.ყველაზე დიდი ანგარიშით სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები "იპსვიჩ თაუნთან" დამარცხდნენ 6:0 1904 წლის 20 თებერვალს."წითელმა ეშმაკებმა" FA Cup-ის მოგება სულ 11-ჯერ მოახერხეს,რაც რეკორდი გახლავთ."მანჩესტერ იუნაიტედმა" 7-ჯერ დათმო ინგლისის თასი ფინალში ბოლოს 2007 წელს ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ.მიმდინარე FA Cup-ზე "ალისფერი ეშმაკები" მესამე რაუნდში "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 2:3 იმარჯვეს.ინგლისის თასის ბოლო 3 სეზონიდან სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა 2-ჯერ ვერ მოახერხეს 1/8 ფინალში გასვლა.


Manchester United VS Fulham - Preview

"ფულემი" ინგლისის თასზე

"ფულემა" ამ ტურნირზე სულ 105-ჯერ იასპარეზა და ამ დროის მანძილზე გუნდმა 230 მატჩი ჩაატარა.ამ მატჩებიდან "ფულემმა" 126 შეხვედრაში იმარჯვა ხოლო 104 შეხვედრაში დამარცხნენ.ინგლისის თასზე ასპარეზობის დრო "ფულემმა" სულ 474 გოლის გატანა მოახერხა და 418 გაუშვა.ყველაზე დიდი გამარჯვება "ფულემის" მხრიდან იყო "სუონსის" წინააღმდეგ ანგარიშით 7:0 1995 წლის 11 ნოემბერს ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი 1900 წლის 11 მარტს იყო "ქპრს" წინააღმდეგ ანგარიშით 0:7.ამ გუნდს FA Cup ჯერ არასოდეს მოუგია.1975 წელს გუნდმა მიაღწია ფინალურ რაუნდამდე,მაგრამ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ დამარცხდნენ 2:0.მიმდინარე თასის გათამაშების მესამე რაუნდში "ფულემი" "ბლექპუს" დაუპირისპირდა.პირველი მატჩი "ფულემის" მოედანზე ფრედ დასრულდა ხოლო მეორე მატჩი "ფულემმა" მოახერხა გამარჯვება დამატებით დროში.


ბერბატოვი "ოდლ ტრაფორდზე" ბრუნდება!

Manchester United VS Fulham - Preview

31 წლის ბულგარელი დიმიტარ ბერბატოვი "ოლდ ტრაფორდზე" ბრუნდება,მაგრამ ამჯერად თავისი ყოფილი გუნდის "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ.ბერბატოვი,რომელმაც თავისი საფეხბურთო კარიერა "ცესკა სოფიაში" დაიწყო,ამის შემდეგ მან "ბაიერნ ლევერკუზენისა" და ლონდონის "ტოტენჰემის" მაისურით თამაშობდა ბოლოს კი 2008 წელს ის "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდა,სადაც 108 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა."მანჩესტერ იუნაიტედს" მისი ტრანსფერი 30 მილიონი დაუჯდა.ჩვენ მისი არაერთი შესანიშნავი მატჩი გვახსოვს და არაერთი შენისანიშნავი გოლი მეტოქის კარებში.დიმიტარ ბერბატოვმა პირველი ჰეტ-რიკი "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით "ბრიმინგებს" გაუტანა.ამის შემდეგ 2011 წლის 26 დეკემბერს მან "იუგანს" გაუტანა ჰეთ-რიკი.ბულგარელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად 2 პრემიერ ლიგა მოიგო,ორი FA Community Shield, ერთი Football League Cup და ერთი FIFA Club World Cup.დიმიტარ ბერბატოვისთვის ალბათ თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო 2010 წელს,როდესაც მან პრემიერ ლიგის ოქრის ბუცი მიიღო.ბოლო წლებში ბერბატოვს აშკარად არ უმართლებდა ტრავმების მხრივ და ის ძირითადან ვერ ხვდებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლბოში.ამ ყველაფერს ის დაემატა,რომ "წითელმა ეშმაკებმა" შეიძინეს ლონდონის "არსენალიდან" ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი,რომელმაც აშკარად გააძლიერა კონკურენცია თავდამსხმელის პოზიციაზე.ამის შემდეგ საზაფხულო სანტრანსფერო დროს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად ბულგარელი "ფულემში" გაყიდა.ბულგარელმა ახალ კლუბთან 2 წლიანი კონრაქტი გააფორმა.15 სექტემბერს მისი დებიუტი შედგა ახალ გუნდში და მის პირველივე მატჩი ბერბატოვმა მოახერხა გოლის გატანა.ამის შემდეგ მან არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა თუნდაც ლონდონის "არსენლის" წინააღმდეგ ბოლო წუთზე.დღეს კი ბულგარელი დიმიტარ ბერბატოვი ითამაშებს თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.





Last Five Matches


Manchester United VS Fulham - Preview


Head to Head


Manchester United VS Fulham - Preview


PROBABLE LINEUPS


Manchester United VS Fulham - Preview


სავარაუდო შემადგენლობა


Manchester United VS Fulham - Preview
მატჩის წინ
28 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
25 იანვარი 2013 23:01
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ხვალ დილით დავამატებ კიდევ ბერბატოვზე და სხვა ინფორმაციას მანამდე იყოს ეს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Luka Gelashvili
25 იანვარი 2013 23:02
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ დავით დაგვიდგეს პრევიუებში ლუბოი ....... gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: Tsuki
25 იანვარი 2013 23:05
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
UTD-Rule

საღოლ დათო კაია :)

ევანს და იანგს ტრანვა აღარ აქვთ :)
0
№4
ავტორი: Luka Gelashvili
25 იანვარი 2013 23:05
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
Tsuki,
მაინც გამოტოვებენ მატჩს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: gilmour
25 იანვარი 2013 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ევანსი და იანგიც ბრუნდებიან და დაცარიელდა ლაზარეთი რას ვეღირსეთ:)
რა მაგარი შემადგენლობაა, მომენატრა ეს სასტავი ერთად.
პრევიუ როგორც ყოველთვის მაგარია!
0
№6
ავტორი: Malboro463
25 იანვარი 2013 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
იმედაი ჩიჩარიტო და დენი ძირითადში იქნებიან

სახლში აქვთ და გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანება
0
№7
ავტორი: love united
25 იანვარი 2013 23:18
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მოვიგებთ თან მარტივად...
0
№8
ავტორი: gilmour
25 იანვარი 2013 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
Middlesbro,
წაიკითხე სავარაუდო შემადგენლობა. გადახალისებული კი არა ლიგის ფინალზე არ გვყავდა მასეთი:)
0
№9
ავტორი: always ReD
25 იანვარი 2013 23:31
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
მარტივად მოვიგებთ likeaboss
0
№10
ავტორი: Shako Jones
25 იანვარი 2013 23:53
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ნეტა ეს შემადგენლობა დადგეს ! ოღონდ ლინდეგაარდი არა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top