ჯესი ლინგარდის ინტერვიუ კლუბის ტელეარხთან.
სულ რამდენიმე დღის წინ ჯესი ლინგარდმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შემდეგ მან კლუბის ტელეარხს ინტერვიუ მისცა სადაც საყვარელ პოზიციაზე, სამოვავლო გეგმებსა და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედში" ბევრ პოზიციაზე გითამაშიათ. რომელი პოზიცია ერგება თქვენს სათამაშო სტილს ყველაზე მეტად ?
"ვფიქრობ მე უკვე ვთამაშობ ჩემს საყვარელ პოზიციაზე, ფლანგზე, სადაც მაქვს თავისუფლება და ცენტრში შეწევის საშუალება. ჯერჯერობით ყველაზე კომფორტულად თავს ამ პოზიციაზე ვგრძნობ. ამასთან უნდა ვთქვა რომ მომავალი წლების განმავლობაში ჩემი სურვილია გავხდე "ათიანი". ამ პოზიციაზე რამდენჯერმე მითამაშია ნაკრებში თუ კლუბში. სიმართლე გითხრათ ეს ჩემი ბუნებრივი პოზიციაა. მე ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვარ. მოედანზე გამოსვლა და ფეხბურთის თამაში უკვე ბევრია ჩემთვის""იუნაიტედის" ყოფილმა დამრიგებელმა (მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ) რენე მალესტინმა რამდენიმე წლის წინ თქვენ ანდრეს ინიესტასთან შეგადარათ. რას იტყვით ?
"ინიესტა ყოველთვის მაოცებს. ის მინდორზე საოცრებებს ახდენს. მისი თამაშის ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი. არ ვიტყვი იმას რომ მე ინიესტას სტილი გადავიღე, მაგრამ ვცდილობ მისი თამაშიდან რაღაცები გადმოვიღო, თან ისე რომ ჩემიც შევუსაბამო."
თქვენ გამოგდით მეტოქეების ჩამოტოვება ვიწრო მონაკვეთში. ყოველთვის კარგი იყავით ამაში ?
"დიახ, როდესაც პატარა ვიყავი მიყვარდა ბურთთან ახლოს ყოფნა და მცირედი შესაძლებლობებიდან მაქსიმუმის მიღება. დღეს ეს ჩემი თამაშის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. შევძელი ეს კომპონენტი უფრო დამეხვეწა და მეტოქისთვის უფრო მეტი პრობლემა შემექმნა."თქვენ საკმაოდ დაბალი ხართ. გიფიქრიათ იმაზე რომ ამას შეიძლებოდა თქვენს განვითარებაში ხელი შეეშალა ?
"დიახ, ეს პრობლემა მართლაც მქონდა "იუნაიტედში", განსაკუთრებით მაშინ როცა 18 წლამდელებში მიწევდა ასპარეზობა. გუნდში თითქოს თვლიდნენ რომ ნელი ტემპებით ვვითარდებოდი და პირველ გუნდში თამაშს მხოლოდ 23-24 წლის ასაკში შევძლებდი. ამას ალექს ფერგიუსონიც მეუბნებოდა. მას ყოველთვის ვუსმენდი და მჯეროდა რომ ეს მართლაც ასე იქნებოდა. დღეს კი მე "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთი ჩვეულებრივი მოთამაშე ვარ, ჩემი ოცნება ახდა."თქვენ ხშირად გიშვებდნენ იჯარით სხვადასხვა გუნდებში. ფიქრობდით თუ არა რომ გუნდში ერთ დღეს აღარ დაბრუნდებოდით ?
"როცა პატარა ვიყავი უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდოდა და ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ რომელი გუნდი იქნებოდა ეს. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვითამაშებდი 16,15 თუ 14 წლამდელებში. იჯარით ფერგის თხოვნით მიშვებდნენ, ეს ფეხბურთელის განვითარების მისებური გეგმა იყო, საბოლოოდ ამან გაამართლა."
პოლ სქოულზი ამბობს რომ თქვენ სეზონში 15 გოლის გატანა უნდა შეძლოთ. ეთანხმებით ?
"რა თქმა უნდა. როცა ეს სიტყვები მოვისმინე მას მაშინვე დავეთანხმე. ახალგაზრდულ გუნდში მე კარგად ვთამაშობდი ისეთ ფეხბურთელებთან ერთად როგორებიც იყვნენ პოლ პოგბა, რაველ მორისონი და დენი დრინქუოთერი. იმ გუნდში ბევრი გოლი გამქონდა. გასულ სეზონში მიზნად 10 გოლი დავისახე. ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიტანო რაც შეიძლება მეტი გოლი და გავაკეთო რაც შეიძლება მეტი საგოლე გადაცემა."რომელი თავდამსხმელი იწვევდა თქვენში ყველაზე დიდ აღტაცებას ბავშვობაში ?
"რუდ ვან ნისტელროი. ნისტელროის შეტევის დასრულების საოცარი ნიჭი ჰქონდა, კარგად თამაშობდა ორივე ფეხით და გაჰქონდა უამრავი გოლი. უეინ რუნი იყო კიდევ ერთი ფეხბურთელი რომელსაც მე ბავშვობიდან დიდი ყურადღებით ვადევნებდი თვალს. მე გამიმართლა რომ მასთან ერთად ვთამაშობ "იუნაიტედში". მისი გამარჯვების მომტანი გოლი "სიტის" კარში 2011 წელს ჩემთვის საუკეთესოა. ასეთი თამაშის ჩვენება დერბიში მხოლოდ გამორჩეულ ფეხბურთელებს შეუძლიათ. მახსოვს თუ როგორ ვუყურებდი მატჩს სახლში და როგორი ემოციები გამოიწვია რუნის ამ გოლმა."
ბომბარდირები იბადებიან თუ ხდებიან ?
"ბევრი დიდებული ფორვარდი რომელთა გვერდითაც მითამაშია და მქონდა საშუალება მათთვის თვალი მიმედევნებინა იყვნენ ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულნი. ნისტელროის, რუნის, ბერბატოვს ყოველთვის ჰქონდათ მკვლელის ინსტიქტი. მათ ერთი რამ აერთიანებდათ, ისინი ბევრს ვარჯიშობდნენ რათა თავიანთი თამაში მეტად დაეხვეწათ"ახლა 24 წლის ხართ. სად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ ?
"ვიმედოვნებ რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" რეგულარულად ვითამაშებ. კვირიდან კვირამდე მსურს ამ გუნდში თამაში. ეს ჩემი ოცნებაა. იმედი მაქვს წინ ბევრ ტიტულს მოვიგებ "იუნაიტედთან" ერთად."
წყარო:
Manutd.com