თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2017, 23:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1671,
კომენტარები: 10
მოურინიო: "თუ არ გადაუხდი, წავლენ"
"იუნაიტედის" მწვრთნელი ლინგარდის კონტრაქტზე საუბრობს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გადაწყვეტილება, გადაეხადა ჯესი ლინგარდისთვის კვირაში 100 ათასი ფუნტი, შემდეგი სიტყვებით ახსნა: "თუ არ გადაუხდი, წავლენ".

"წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენის კიდევ ოთხწლიანი პირობა შესთავაზეს. სწორედ ეს პირობები იყო 24 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების უმთავრესი დაბრკოლება, მაგრამ მოურინიოს მიაჩნია, რომ შეთანხმება ცხადი მაგალითია იმისა, თუ როგორი სახე აქვს დღეს ფეხბურთს.

"პირველ რიგში, თუ არ გადაიხდი, წავლენ. შესაძლოა, იმის გამო გაგვაკრიტიკონ, რომ ამდენს ვიხდით, მაგრამ იმის გამოც გაგვაკრიტიკებდნენ, აკადემიის აღზრდილი ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი რომ დაგვეკარგა.

ვიცი, რასაც გულისხმობს ხალხი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მითხრა, რომ სიმდიდრე თავისი კარიერის მიწურულს მოიპოვა, ეს ბიჭები კი მდიდრები კარიერის დასაწყისშივე არიან",
- განმარტა პორტუგალიელმა.

ლინგარდის ახალი კონტრაქტი შეთანხმების 12 თვით გახანგრძლივების პერსპექტივას მოიცავს.

მოურინიოს იმედი აქვს, რომ მომდევნო წლებში ნახევარმცველი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, თავისი ღირებულება კი ჯესიმ რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლით დაამტკიცა, რომელთა შორის "უემბლიზე" ჩატარებულ ფინალებში თავის გამოჩენაა.

"ვფიქრობ, კარგი მოთამაშეა. თავისი ასაკისა და სამუშაოთი ბედნიერების მაგალითზე დაყრდნობით კი მგონია, რომ უკეთესი გახდება.

გარდა ამისა, ინგლისელია, აკადემიის აღზრდილია - კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან ასეთი ფეხბურთელები - ასე რომ, მნიშვნელოვანი კონტრაქტი გავაფორმეთ".

წყარო: goal.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
8 აპრილი 2017 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
nuu esetii fasebiaa exlaa da ravqnaatt abaa isee araa cudiii am bilo droos
0
№2
ავტორი: dybbuk
8 აპრილი 2017 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
კარგი, ის გასაგებია რო თუ არ გადაუხდი, უფასოდ მოგიწევს მისი დაკარგვა ან მიზერულ ფასად(ისედაც ეგეთი მგონია მისი საბაზრო ღირებულება, მაგრამ მაინც), უბრალოდ ის ვერ გავიგე რა ესაქმება ამ ფეხბურთელს მანჩესტერში, ეგრე რამდენი ინგლისელი გვყავდა, გვყავს და გვეყოლება აკადემიაში, ერთი-ორჯერ თუ გაუვარდა აუცილებლად უნდა დატოვონ და ამხელა ხელფასი აძლიონ კვირაში? სირცხვილია და მეტი არაფერი, ჰამშიკს და ობამეიანგს არააქ მაგდენი, ამათ შიგ ხო არააქვთ, წავა და წასულიყო ამის გაუგებარი დედაც მოვ....ნ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
9 აპრილი 2017 00:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ცოტა ზედმეტია მარა ესაა რეალობა, თან ესენი ყველას მაღალ ხელფას უხდიან
0
№4
ავტორი: ikeoni
9 აპრილი 2017 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Xo nu inglishi esea
0
№5
ავტორი: Gamkrelidze
9 აპრილი 2017 00:52
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ჯერ მარტო ამის ფოტოს რო შეხედავ ეგრევე მიხდები რასთან გვაქ საქმე areyoukiddingme
0
№6
ავტორი: shotkin
9 აპრილი 2017 02:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
არ მეგონა რო ამას დავწერდი ოდესმე მარა სანამ ამის წასვლაზე ვილაპარაკებთ იქმდე უამრავი სხვაა გასაშვები,ეს რაღაცას მაინც აკეთებს.
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
9 აპრილი 2017 04:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ლინგარდი უფრო დაიხვეწება მარა ერთი რაგაც უნდა შემოიგონონ თუ რამე სერიოზულს არ მოიგებს გუნდი დიდი ხელფასები არ მიცენ უფრო მოინდომებენ ეხაა როაა გოლი თUლუ გაუტანეს მერე ფხიზლდებიან თავიდანვე უნდა მოკლა 2-0 3-0 რო მეორე ტაიმი ფერტხე ერტი და ვსო

№8
ავტორი: JuanMata
9 აპრილი 2017 14:10
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მოუ ლინგარდში ხედავს ისეთ ფეხბურთელს, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა, მაგრამ მწვრთნელის დავალებებს ასრულებს, პარკის ვარიანტია.
ესეთი ფეხბურთელები საჭიროა გუნდში, ოღონდ არ ვიცი ლინგარდი რამდენადაა ასეთი.

პრინციპში ჯერ პატარაა მაინც, მომავალში ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს.

გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი გასაშვებია, მაგრამ ისე არც ერთი არ უნდა წავიდეს, რომ შემცვლელი არ ყავდეს, თუნდაც ლინგარდი რომ გაუშვა, რთული იქნება ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, რომელსაც მაღალი კლასი ექნება და ასე სკამზე გაგიჩერდება.
0
№9
ავტორი: dachi_mu
9 აპრილი 2017 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: JuanMata
მოუ ლინგარდში ხედავს ისეთ ფეხბურთელს, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა, მაგრამ მწვრთნელის დავალებებს ასრულებს, პარკის ვარიანტია.
ესეთი ფეხბურთელები საჭიროა გუნდში, ოღონდ არ ვიცი ლინგარდი რამდენადაა ასეთი.

პრინციპში ჯერ პატარაა მაინც, მომავალში ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს.

გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი გასაშვებია, მაგრამ ისე არც ერთი არ უნდა წავიდეს, რომ შემცვლელი არ ყავდეს, თუნდაც ლინგარდი რომ გაუშვა, რთული იქნება ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, რომელსაც მაღალი კლასი ექნება და ასე სკამზე გაგიჩერდება.

shen gaixare,rogor miyvars adamiani ro sworad azrovnebs ra :)

№10
ავტორი: SAF
10 აპრილი 2017 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top