თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2017, 11:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2581,
კომენტარები: 8
"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 32-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "სტადიუმ ოფ ლაითი", სანდერლენდი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 32-ე ტური
თარიღი: კვირა, 9 აპრილი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: კრეიგ პოუსონი
მატჩის დასაწყისი: 16:30, (ჩვენი დროით)

"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სანდერლენდი"

ტრავმირებულები: მაკნეირი, კირხოფი, უიტმორი, პიენაარი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
მიუწვდომელი: იანუზაი (იჯარა "იუნაიტედიდან"
განაცხადი: Pickford, Mannone, Jones, Manquillo, Denayer, Oviedo, Love, Kone, Djilobodji, Lescott, Cattermole, Ndong, Gibson, Larsson, Borini, Khazri, Honeyman, Defoe, Anichebe, Maja.
"შავი კატების" რიგებში თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს ჯონ ო'ში, რომელიც მშობლიურ ირლანდიაში იმყოფება მამის გარდაცვალების გამო, ამავე მიზეზით მან "ლესტერთან" წინა შეხვედრაც გამოტოვა. გუნდს ვერ დაეხმარება "იუნაიტედიდან" იჯარით აყვანილი ადნან იანუზაიც.


"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: რუნი, ჯონსი, სმოლინგი, მატა, იანგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Valencia, Fosu-Mensah, Tuanzebe, Rojo, Bailly, Blind, Darmian, Shaw, Carrick, Fellaini, Pogba, Herrera, Lingard, Willock, Mkhitaryan, Martial, Rashford, Ibrahimovic

"მანჩესტერ იუნატედი" ამ მატჩს უეინ რუნისა და ეშლი იანგის გარეშე შეხვდება. კაპიტანმა "ევერტონთან" შეხვედრაც გამოტოვა, ხოლო იანგმა სწორედ "კანფეტებთან" მატჩში მიიღო ტრავმა. ლაზარეთში კვლავ რჩებიან მატა, სმოლინგი და ჯონსი.


"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სანდერლენდი"


მე-20 ადგილი, 20 ქულა

"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 5 შეხვედრა: წ-წ-ფ-წ-წ

"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"შავმა კატებმა" ინგლისის ჩემპიონატის ბოლო 6 მატჩში ვერ მოახერხეს გოლის გატანა, რაც 1981 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.

"სანდერლენდმა" პრემიერ ლიგის ბოლო 13 მატჩში 1 გამარჯვება მოიპოვა 4 თებერვალს "კრისტალ პალასთან": 1 მოგება, 3 ფრე, 9 წაგება.

დევიდ მოიესის გუნდს პრემიერ ლიგის ეგიდით თავის მოედანზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში არ მოუგია და 4 მათგანში გოლი არ გაუტანია. ბოლოს ასეთი ხანგრძლივი მოუგებელი სერია საკუთარ მოედანზე 2015 წლის იანვრიდან დაიწყო, როცა 7 მატჩი დაგროვდა.

1985 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ "სანდერლენდი" თავის მოედანზე ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში ვერ ახერხებდა გოლის გატანას, მაშინ ასეთი სერია 6 მატჩს შეადგენდა და გუნდი უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა.

"სანდერლენდმა" მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 20 ქულა აიღო - აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ სეზონის ამ ეტაპზე ამავე რაოდენობის ქულების მქონე გუნდი გავარდნას გადარჩენოდა.

"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 54 ქულა

"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-ფ-მ-ფ-ფ

"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ბოლო 20 მატჩში დაუმარცხებელია (10 მოფება, 10 ფრე). იმ 16 შემთხვევიდან, როცა გუნდმა 20 ან მეტმატჩიანი წაუგებელი სერია აჩვენა ჩემპიონატში, ეს ყველაზე დაბალპროცენტული შედეგია საშუალოდ ერთ მატჩში აღებული ქულებისა (2 ქულა ერთ მატჩში) და გამარჯვებათა რაოდენობით (50%).

ჟოზე მოურინიოსთვის 20 მატჩი ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელია სერიაა ინგლისის ჩემპიონატში 2005 წლის ოქტომბრიდან, როცა "ჩელსისთან" ერთად ასეთი მატჩების რაოდენობამ 40 მიაღწია.

გუნდი ამჟამად რვა გასვლით შეხვედრაშია დაუმარცხებელი: 6 მოგება, 2 ფრე. ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა გასვლაზე ჩატარებული მატჩების მხრივ 2013 წლის აგვისტოდან (13 მატჩი).

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მეტოქეს ბოლო 2 გასვლით მატჩში 3-3 გოლი გაუტანა. ბოლო 2012 წლის ნოემბერში იყო შემთხვევა, რომ გუნდმა ზედიზედ სამ გასვლით მატჩში გაიტანა 3 ან მეტი გოლი.

თუმცა, მოურინიოს გუნდმა 12 მატჩი დაასრულა ფრედ მიმდინარე სეზონში, რაც 1998-1999 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე მეტი ფრედ ნათამაშები მატჩია. მაშინ ასეთი მატჩების რაოდენობა 13 უდრიდა.

ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 54 ქულა დააგროვა, რაც 2 ქულით ნაკლებია, ვიდრე ლუი ვან გაალის მიერ ამავე პერიოდში დაგროვილი ქულათა რაოდენობა.

"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სანდერლენდი"


წამყვანი ბომბარდირი: დეფო - 14 გოლი (14 ლიგაში)

ჯერმეინ დეფოს ბოლო 6 მატჩში არ გაუტანია გოლი, ჟოზე მოურინიოს გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ 13 შეხვედრაში კი ვერცერთხელ ვერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

დეფოს ასევე გოლი არ გაუტანია "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში, უკანასკნელად კი "წითლების" კარის აღება 2012 წლის მარტში მოახერხა, როცა ჯერ კიდევ "ტოტენჰემის" რიგებში თამაშობდა.

"სანდერლენდის" მიერ საკუთარ მოედანზე გატანილი 14 გოლიდან 8 ჯერმეინ დეფოს ანგარიშზეა (54%).

მწვრთნელის რანგში დევიდ მოიესმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" 15 შეხვედრა დათმო პრემიერ ლიგაში: 3 მოგება, 5 ფრე, 15 წაგება.

მოიესი "სანდერლენდის" მეხუთე მწვრთნელი იქნება, რომელიც ბოლო 5 სეზონში "იუნაიტედს" უმასპინძლებს. პირველი ოთხი მარტინ ო'ნილი, კევინ ბოლი, გუსტავო პოიეტი და სემ ელერდაისი იყვნენ.

მიმდინარე სეზონში "სანდერლენდის" მხოლოდ 6 სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლები - ეს ყველაზე ცუდი შედეგია ჩემპიონატში.

თუ მოედანზე დონალდ ლავი და დარონ გიბსონი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 27 გოლი (16 ლიგაში).

უეინ რუნი პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირია გასვლაზე გატანილი გოლების რაოდენობით - 88 ბურთი.

ამჟამად რუნის პრემიერ ლიგაში 148 სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ აქვს გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით წინ მხოლოდ ალან შირერი (190), ფრენკ ლამპარდი და ენდი კოული (149) არიან.

რუნიმ "იუნაიტედის" რიგებში 180 გოლი გაიტანა ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით. საკლუბო ბომბარდირებს შორის უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ჯეკ როულის (182) და ბობი ჩარლტონს (199) აქვთ.

"იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგის გასვლით ბოლო 7 შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 8 გოლი გაიტანა.

"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 144-ჯერ შეხვდნენ. "სანდერლენდმა" 42 მატჩი მოიგო, "იუნაიტედმა" 65, ხოლო 37 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"სანდერლენდმა" პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ 31 მატჩში მხოლოდ 3 მოიგო: 3 მოგება, 6 ფრე, 22 წაგება.

თუმცა, "იუნაიტედი" "სტედიუმ ოფ ლაითზე" ყველა ტურნირის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში ვერ ახერხებს გამარჯვებას: 1 ფრე, 2 წაგება.

"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა (პრემიერ ლიგის ჩათვლით): "სანდერლენდი" - 39 მოგება, "იუნაიტედი" - 59 მოგება, ფრე - 29.

პრემიერ-ლიგა: "სანდერლენდი" - 3 მოგება, "იუნაიტედი" - 22 მოგება, ფრე - 6.


"სანდერლენდის" სტადიონი


ლიგა: "სანდერლენდი" - 27 მოგება. "იუნაიტედი" - 21 მოგება, ფრე - 15.

პრემიერ-ლიგა: "სანდერლენდი" - 2 მოგება. "იუნაიტედი" - 9 მოგება, ფრე - 4

"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"სანდერლენდი" 2-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"


"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


შაბათი, 13 თებერვალი, 2016 წელი
სწრებადობა: 43, 687
მსაჯი: ანდრე მარინერი
გოლები "სანდერლენდის" რიგებში: როდველი ხაზრი 3', დე ხეა (ავტოგოლი) 82
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: ენტონი მარსიალი 39'

გუნდების შემადგენლობა


"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"სანდერლენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა კრეიგ პოუსონმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში იმსაჯა, 117 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: იან ჰასინი, რიჩარდ უესტი
სათადარიგო არბიტრი: მაიკ ჯონსი
მატჩის წინ
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
8 აპრილი 2017 12:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფაქტობრივად გავარდნილია სანდერლენდი, ამათ თუ ვეღარ მოუგეს და...
0
№2
ავტორი: ikeoni
8 აპრილი 2017 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ხო ნუ მოგების გარდა რა უნდა ვიფიქროთ ამათან
0
№3
ავტორი: zeg
8 აპრილი 2017 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Karoche kontemac dashlili gundi chaibara da sadaris?amas ra chirs sanderlendis meshinia ukve
0
№4
ავტორი: LASHQARA
8 აპრილი 2017 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეს თამაში თუ ვერ მოვიგეთ ოთხეულს უნდა დავემშვიდობოთ პირდაპირ შემიძლია ვთქვა winked მაგრამ ამათთან თუ არ იქნება აუცილებლად მოვიგებთ თან დიდი ანგარიშითam
0
№5
ავტორი: GeorgeBest
8 აპრილი 2017 17:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესი იმედია ჩვენთან არ გაგიჟდება და აქაც არ დავკარგავთ ქულებს
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
8 აპრილი 2017 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რაც შეეხება ხვალიდენ თამაშს მოვიგებთ 100 % ვიცი აი რას ნიშნავს დიდი პოტენციალის მქონე ტრენერი აი ამიტო ვართ ჯერჯერობით ისე რო სულ ოთხეულს ვფიქრობთ ჟოზეს მდგომარეობაში შევდივარ ისეთი ხალხის ხელში იყო მანჩე როგორიც არის დევიდ მოიესი რომელიც კი ვხედავთ გავარდება სადააცააა და ესეთ კაცს რო დასვამ ემიუს ტრენერის რანგში აბა რა უნდა ვიფიქროთ დაზიანებულია გუნდი და ჟოზეს მდგომარეობაში შევდივარ რო დრო უნდა მოიესმა მოსვარა ემიუ გალმაა დაუმატა და მოუ აფხიზლებს
0
№7
ავტორი: temo-scholes
8 აპრილი 2017 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: giorgisamnidze99
რაც შეეხება ხვალიდენ თამაშს მოვიგებთ 100 % ვიცი აი რას ნიშნავს დიდი პოტენციალის მქონე ტრენერი აი ამიტო ვართ ჯერჯერობით ისე რო სულ ოთხეულს ვფიქრობთ ჟოზეს მდგომარეობაში შევდივარ ისეთი ხალხის ხელში იყო მანჩე როგორიც არის დევიდ მოიესი რომელიც კი ვხედავთ გავარდება სადააცააა და ესეთ კაცს რო დასვამ ემიუს ტრენერის რანგში აბა რა უნდა ვიფიქროთ დაზიანებულია გუნდი და ჟოზეს მდგომარეობაში შევდივარ რო დრო უნდა მოიესმა მოსვარა ემიუ გალმაა დაუმატა და მოუ აფხიზლებს

+1
0
№8
ავტორი: MU1810
8 აპრილი 2017 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
მერსონმა 1-1იო ესეიგი ვიგებთ wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top