თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2017, 10:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1688,
კომენტარები: 9
გიგზი: "იუნაიტედმა" "ლივერპულის" მსგავსი შედეგიანობა უნდა აჩვენოს"
რაიან გიგზი "იუნაიტედის" ფეხბურთელთა შედეგიანობით უკმაყოფილოა.
გიგზი:
რაიან გიგზი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" უნდა დაემსგავსოს და გოლების გატანა მოედნის ყველა პოზიციის ფეხბურთელებმა უნდა მოახერხონ, რათა მთელი ჯაფა ზლატან იბრაჰიმოვიჩს არ დაადგეს.

"პარი სენ-ჟერმენიდან" გადასვლის შემდეგ იბრაჰიმოვიჩი "ოლდ ტრაფორდზე" შესანიშნავად გამოიყურება და საერთო ჯამში მან 27 გოლი გაიტანა "იუნაიტედის" მაისურით ჩატარებულ ყველა ტურნირზე.

თუმცა, 35 წლის ფორვარდს თავდამსხმაში მხარდაჭერა აკლია და ხუან მატაა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც გოლების ორნიშნა (10) რაოდენობა დააგროვა მოურინიოს გუნდში.

მარკუს რეშფორდმა, ენტონი მარსიალმა, ჰენრიხ მხითარიანმა და პოლ პოგბამ შვიდ-შვიდი გოლი გაიტანეს მიმდინარე სეზონში, ხოლო კაპიტან უეინ რუნის ანგარიშზე მხოლოდ 5 ბურთი ირიცხება.

ეს აღმაშფოთებელი სტატისტიკაა "იუნაიტედისთვის", რომელიც მეექვსე ადგილს იკავებს პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში და ოთხი ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის", გიგზი კი ამბობს, რომ ფეხბურთელებმა გოლები გუნდურად უნდა გაიტანონ, როგორც ამას სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში ახერხებდნენ.

გიგზმა ასევე მიმოიხილა "ლივერპულის" მაგალითიც, რომელსაც ჩემპიონატში ყველაზე მეტი (66) გოლი აქვს გატანილი.

"კარგ პოზიციაში იმყოფებიან, მაგრამ კონცენტრაციის გამო ფლავდებიან. ჟოზემაც თქვა, არა?

აღმაშფოთებელია. მატჩებში დომინირებ და ამდენი ფრე გაქვს. თავს ასწევ და იმაზე ფიქრობ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო.

იღბალიც თამაშობს როლს. პოგბამ ცხრაჯერ გაარტყა ბურთი ძელს. ეს მომენტები რომ გამოეყენებინა, ახლა 15 გოლი ექნებოდა. ამაშია საქმე, თავდაჯერბეულობაში - ყველაფერი ერთად უნდა მოხდეს.

მხოლოდ ერთი ადამიანის იმედი არ უნდა გქონდეს, რადგან მას დასვენების დღე შეიძლება მიეცეს. გასული წლის "ლესტერი", მაგალითად. კარგი, ჯეიმი ვარდის ბევრი გოლი გაჰქონდა, მაგრამ რიან მარეზმაც გაიტანა 17. სწორედ ეს არის საჭირო.

სწორედ ასეთი იყო "იუნაიტედის" ის გუნდები, რომლებშიც მე ვთამაშობდი. მე შვიდ ან რვა გოლს გავიტანდი, ბექსიც, სქოულზიც. ოთხი ცენტრფოვარდიც გაიტანდა. ცენტრალური ნახევარმცველებიც ასევე. ირვინიც გაიტანდა. გოლები ყველა მხრიდან გადიოდა.

მხოლოდ "ლივერპულს" შეხედეთ. მათ არ ჰყავთ ცენტრალური ფორვარდი, რომელსაც 20 გოლი გააქვს. მაგრამ ისინი ყველა პოზიციიდან იტანენ გოლს და წამყვანი გოლეადორები არიან. "იუნაიტედმა" სწორედ ეს უნდა დაიბრუნოს.

ჩემი მიზანი ყოველთვის გოლების ორნიშნა რაოდენობის გატანა და 15 საგოლე გადაცემის გაკეთება იყო. ეს 25 გოლია. ბექსიც თუ გააკეთებდა ამას, ესე იგი, ბევრი გოლი გავიდოდა.

სერ ალექს ფერგიუსონი გვეუბნებოდა "თქვენ ამას ველი". ეს ზეწოლა იყო, მაგრამ დანამდვილებით იცოდი, რას ელოდნენ შენგან. თუკი მატჩის მიღმა დაგტოვებდნენ, იცოდი, რატომაც მოხდა ასე",
- განაცხადა უელსელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
8 აპრილი 2017 10:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ყველა პოზიციის ფეხბურთელმა კი არა საერთოდ გოლი ვეღარ გააქვთ derpneutral
1
№2
ავტორი: Lady in red
8 აპრილი 2017 10:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
რა კარგად გაიხსენა ძველი მანჩესტერი, უცებ გამახსენდა ის გუნდი, რომელმაც დამიპყრო. ვეთანხმები, მარტო იბრაზე დამოკიდებული გუნდი არ უნდა იყოს, როცა ვიცით, რომ გოლოს გატანა მხითარიანსაც შეუძლია, პოგბასაც, მარსიალსაც და ა.შ. პოგბას გარდა მათაც ჰქონდათ ბევრი მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენეს განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანდ მატჩებში. გრანდებთან მოგება არ გვაქვს და ახლა უნდა მოიგონ, რაც შანსია ოთხეულში შესვლის.
0
№3
ავტორი: Gamkrelidze
8 აპრილი 2017 11:20
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
100%-ით მართალია. მარტო ზლატანის იმედზე ვერ ვიქნებით, მარსიალი, რეშფორდი, რუნი, მხითარიანი, პოგბა ამათმაც უნდა გაიტანონ გოლები
0
№4
ავტორი: shotkin
8 აპრილი 2017 12:51
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
სრულ სიმართლეს ამბობს გიგზი და მაგას ვამბობდი სულ მეც , მაგრამ ეს ყველაფერი იმის ბრალია რო გუნდი არაა ბოლომდე დაბალანსებული და რას ვგულისხმობ ამაში? არც მარსიალი ფლანგზე დასაყენებელი და არც მარჯვნივ ფლანგზე მხითარიანი, არც რეშფორდია ფლანგელი და არც ლინგარდი. ხოდა გუნდში სანამ ნომინალური ვინგერი არიქნება ოღონდ უმაღლესი დონის ვარსკვლავი იქამდე ესე ვიქნებით და იქამდე მარტო შუიდან გავა გოლები \, რეალურად არააა გუნდსი კაცი ვინც ფლანგიდან გაარღვევს სეიწევა წინ და გოლს გაიტანს, არსენალს ყავს სანჩესი, ლივეპულს მანე, ჩელსის აზარი, სიტის დე ბრუენი, სტრერლინგი, და ჩვენ ცენტრფორვარდი მარსიალი გვიყენია კრაიზე და ტეხავს.
0
№5
ავტორი: ikeoni
8 აპრილი 2017 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
მართალია ვერაფერს იტყვიი
0
№6
ავტორი: JuanMata
8 აპრილი 2017 14:08
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მართალია, ზლატანი თავის საქმეს აკეთებს, მაზავს მაგრამ გოლებიც გააქვს. 100% მაჩვენებელი მომენტების გამოყენების არავის აქვს.

დანარჩენებზე რა უნდა თქვა, მარსიალი, რეშფორდი თითქოს თავდაჯერებულობა არ აქვთ. არადა ორივე ძაან მაგარი შემსრულებელია. მხითარიანი უცნაური ფეხბურთელია, ხანდახან ისეთ მომენტებს ქმნის და იყენებს, უკან დაგორებულ ბურთებს რანაირად ახვედრებს ფეხს ასე არ ვიცი, ძაან უცნაურად ურტყამს.

მატა იყენებს მგონი ყველაზე კარგად მომენტებს, იმ ორ 100% მომენტს თუ არ ჩავთვლით, ყველა გასატანი გოლი გაიტანა, ყოველ შემთხვევაში ან მეკარე აძრობს საოცარ ბურთს ან გააქვს. კლასს ვერ დაუკარგავ ამ ფეხბურთელს.

პოგბა ძაან მაგარი შემთხვევაა, ძელების ბომბარდირია wink მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ მომენტს ქმნის და ვერ გააქვთ თავდამსხმელებს, ზოგი ბურთს ვერ აჩერებს და ზოგი ფეხს ვერ ურტყამს ნორმალურად.
0
№7
ავტორი: dzia_David
8 აპრილი 2017 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ეეჰ მომენატრაა ძველი მანჩესტერი :((
0
№8
ავტორი: MU1810
8 აპრილი 2017 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
20 გოლიანი ფორვარდი მაინც საჭიროა.ლივერპულს როყავდეს იბრასნაირი ვინმე ახლა ჩემპიონობისთვის გაიბრძოლებდა )))
0
№9
ავტორი: stepno
8 აპრილი 2017 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
yvela variantshi gavalt ligaze

yvela variantshi gavalt ligaze
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top