"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მისი გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ძლიერად გამოიყურება, მიუხედავად ხშირი ფრეებისა.
"წითელმა ეშმაკებმა" საშინაო არენაზე მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარეს პრემიერ ლიგის ეგიდით და მხოლოდ 6 მათგანი მოიგეს, თუმცა მარცხი ერთადერთ შემთხვევაში განიცადეს, როცა "სიტისთან" დერბი დათმეს.
მიუხედავად მოპოვებული უპირატესობისა და შექმნილი მომენტების სიჭარბისა, "იუნაიტედი" ვერ ახერხებდა ისეთი გუნდების დამარცხებას, როგორებიც "ბარნლი", "ვესტ ბრომვიჩი", "სტოკი" და სხვები არიან, ძირითად შემთხვევაში კი ამ გუნდებს გოლსაც ვერ უტანდა, ან მხოლოდ 1 გოლს უტანდა.
მოურინიო ასეთი წარუმატებელი სტატისტიკის მიუხედავადაც კი თვლის, რომ მისი გუნდი "ოცნების თეატრზე" მეტოქეებს კარგ ფეხბურთს სთავაზობს.
"ცუდი შედეგების მიუხედავად ჯერ კიდევ მიმაჩნია, რომ სახლში ძლიერები ვართ. რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი მატჩი წავაგეთ და ისიც ვიცით, რა იყო მიზეზი - მატჩის განმავლობაში უცნაური რამეები მოხდა. ერთი მარცხი ყველა ტურნირზე ჩატარებულ საშინაო მატჩებში.
ჩვენს სიძლიერეში მეტოქეების მიერ შერჩეული სათამაშო სტილი მარწმუნებს. ჩვენთვის შეუძლებელია კონტრშეტევაზე გოლის გატანა.
საკმარისად ძლიერები არ ვართ, რადგან ვერ ვიმაჯრვებთ, საკმარისად კარგები არ ვართ, რადგან ვერ გაგვაქვს ის გოლები, რომლებიც უნდა გაგვქონდეს.
მეტოქის მეკარეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობის შანსს ვაძლევდით ასე ხშირად და ვიმეორებ იმას, რაც ბოლო მატჩის შემდეგ ვთქვი: ეს კრიტიკა არ არის, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების ბევრი, ბევრი გადაწყვეტილება გვაყენებდა ზიანს მთელი სეზონის განმავლობაში", - განაცხადა მოურინიომ "სანდერლედნთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.