თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3245,
კომენტარები: 14
გრიზმანის მორიგი კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე
ფრანგმა ფეხბურთელმა დასმულ შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა.
გრიზმანის მორიგი კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე
ანტუან გრიზმანი აცხადებს, რომ დაიღალა ზაფხულის სატრანსფერო საკითხებზე დასმული შეკითხვებით და თავის პოზიციას არ იცვლის.

მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა, მაგრამ გრიზმანმა ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ესპანურ გუნდთან, თუმცა არ დამალა, რომ პრემიერ ლიგაში თამაში სურს.

მიუხედავად ამისა და დევიდ ბექჰემისადმი სიპმატიით განწყობისა, 26 წლის ფეხბურთელი კვლავ გამოთქვამს "ატლეტიკოში" დარჩენის სურვილს.

"კვლავ იმავე შეკითხვას მისვამთ და აღარ ვიცი, რა გიპასუხოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ დარჩენა მინდა. ეს პასუხი ბევრჯერ გამიცია და შეკითხვა უკვე დამღლელია", - განაცხადა ფრანგმა.

გრიზმანს ასევე ჰკითხეს, თუ რატომ ატარებს 7-ნომრიან მაისურს: "ჩემი კერპი დევიდ ბექჰემი იყო და "იუნაიტედში" ამ ნომრით თამაშობდა".

წყარო: skysports
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
7 აპრილი 2017 13:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ზაფხულში ყველაფერი გაირკვევა რა მანამდე არც ეს არიტყვის არაფერს და სწორიცაა , მაგის გუნდი ლიგაზეა და ეხლა რატო იტყვის მივდივარო? ამას ერთი ამბებეი მოყვება და უფრო წაუღებენ ტვინს რაც არაწყობს და მთელი ყურადღება და კონცენტრაცია ლიგაზე აქვს გადატანილი, ყველაფერს თავისი დროაქ და მანამდე ბევრი რამე დაიწერება და ითქმება მარა ეს ბოლოს მაინც გაწითლდება მგონია
2
№2
ავტორი: DRJBECKHAM
7 აპრილი 2017 13:44
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ჰუმელსის ვარიანტი იქნება, ტიპმა თქვა იუნაიტედში გადავდიოდი ლიგაზე რო გასულიყვნენო და იმედია ამასაც მაგის გამო არ დავკარგავთ
1
№3
ავტორი: ikeoni
7 აპრილი 2017 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Es ukve magrad tynavs tvins
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
7 აპრილი 2017 15:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჯერ არაფერი არაა დასაჯერებელი
0
№5
ავტორი: JuanMata
7 აპრილი 2017 15:34
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: ikeoni
Es ukve magrad tynavs tvins


სანამ სეზონი არ დამთავრდება, არაფერს იტყვის, რომ თქვას გუნდიდან მივდივარო და მერე არ შედგეს ტრანსფერი, ცუდ პონტში აღმოჩნდება, ერთ დღეს იტყვის, არსად მივდივარ ვრჩებიო და უცებ მეორე დღეს მანჩესტერის მაისურით მიცემს ინტერვიუს, რომ მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდა, ჩბეულებრივი ბაზარია, შაბლონი ინტერვიუებით, ყველა ტრანსფერზე და ჭორზე ასე ხდება, ჟურნალისტები ცდილობენ რამე გაიგონ, ფეხბურთელები დუმან, აგენტები სხვადასხვა ჭორებს ავრცელებენ, რომ ფასი აწიონ.

ჩვეულებრივი მარკეტინგია.
0
№6
ავტორი: gela-manutd
7 აპრილი 2017 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ადე და წამო რა
0
№7
ავტორი: stepno
7 აპრილი 2017 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არუნდაა გუნდის შეცვლა და რა შესცეეს რააააა
0
№8
ავტორი: giorgi_mg
7 აპრილი 2017 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კიდევ ასჯერ დაიწერება ამაზე, მაგრამ ერთი ფაქტია როცა შენი კერპი ბექჰემია ვერ იქნები სხვა გუნდის გულშემატკივარი ინგლიში ან თუნდაც სხვა ქვეყნის გუნდის...
0
№9
ავტორი: gaga1987
7 აპრილი 2017 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
აბა ხო არიტყვის კი მანჩესტერში გადავდივარო.დააცადეთ დამთავრდეს სეზონი და ვნახოთ რაიქნება.არცერთი ნორმალური ფეღბურთელი არიტყვის სეზონის მიმდინარეობის დროს რო რომელიმე გუნდში გადადის
0
№10
ავტორი: LASHQARA
7 აპრილი 2017 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ბექემი რო ევასება ეს უკვე იმას ნიშნავს რომ მანჩესტერში ხედავს თავის თავს და წარმოუდგენია თავი 7 ნომრიან მაისურში. love am
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top