ანტუან გრიზმანი "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის 89-მილიონ ფუნტიან ტრანსფერს არ განახორციელებს, თუკი ინგლისური გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.
ჟოზე მოურინიოს კი მადრიდის "ატლეტიკოს" სუპერვარსკვლავის შეძენა უმთავრეს მიზნად აქვს დასახული. SunSport-ი კი ამტკიცებს, რომ პორტუგალიელი თავის მიზანს ვერ მიაღწევს, თუკი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას ვერ მოუპოვებს.
ეს გაურკვევლობა გრიზმანის ტრანსფერში კითხვის ნიშანს აჩენს, რისთვის ნათელის მოფენაც ფეხბურთელის წარმომადგენლებს სურთ და "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს საკითხის თაობაზე მიმართეს.
მოურინიოს შეგირდები პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილს იკავებენ და 4 ქულით ჩამორჩებიან ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრ ბოლო ადგილს. ამის ფონზე კი, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ყველაზე რეალურ საშუალებად ევროპა ლიგის მოგება ითვლება.
თავის მხრივ, გრიზმანის ტრანსფერზე გავლენა შეიძლება მოახდინოს პოლ პოგბასთან მისმა მეგობრულმა ურთიერთობამ, მაგრამ თუკი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის სურვილი გადაწონის მეგობრობას, ფორვარდს ლონდონის "ჩელსიც" მიიწვევს თავის რიგებში, რომელიც ნამდვილად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში.