"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა ბრაიან რობსონი თვლის, რომ პოლ პოგბა მომავალში კაპიტანი გახდება.
როგორც ცნობილია, მოქმედი კაპიტნის, უეინ რუნის პერსპექტივები "ოლდ ტრაფორდზე" საკმაოდ ბუნდოვანია. იგივე შეიძლება ითქვას მის თანამემამულე მაიკლ კერიკზე.
შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ჟოზე მოურინიოს ზაფხულში ახალი კაპიტნის არჩევა მოუხდეს, რის კანდიდატურადაც რობსონი 24 წლის პოგბას ისახავს.
"კაპიტნის თაობაზე გადაწყვეტილებას ჟოზე მოურინიო მიიღებს, მაგრამ, როცა პოლი კვლავ შეეგუება გუნდს, პრემიერ ლიგას და პროგრესირებას განაგრძობს, კაპიტნის სამკლაურის პრეტენდენტი იქნება. ვფიქრობ, ამისთვის საჭირო უნარები აქვს.
პოლი ძალიან ბევრს შრომობს თავისი თამაშის დასახვეწად. მას სურს, ერთ-ერთი საუკეთესო იყოს, თუ საუკეთესო არა, ამიტომაც გააგრძელებს შრომას, სრულყოფილებამდე ასვლას და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნათელი ფიგურა გახდება", - განაცხადა რობსონმა.