"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი თვლის, რომ ჟოზე მოურინიო ფეხბურთელებზე კონტროლს დაკარგავს, თუ მათ კრიტიკას საჯაროდ განაგრძობს.
ორი საშინაო მატჩის შემდეგ "ვესტ ბრომვიჩთან" და "ევერტონთან", რომელიც "იუნაიტედმა" ფრედ დაასრულა, პორტუგალიელი მწვრთნელი საკმაოდ გაღიზიანდა და საჯაროდ გააკრიტიკა თავისი გუნდის შემტევი ფეხბურთელები. ჟოზემ პერსონალურადაც ისაუბრა ლუკ შოუსა და შემტევ ჰენრიხ მხითარიანზე.
ფერდინანდი თვლის, რომ თუ ასე გააგრძელებს "იუნაიტედის" ბოსი, ის კონტროლს დაკარგავს გასახდელზე, რაც გასულ წელს უკვე მოხდა, როდესაც ჟოზე "ჩელსის" წვრთნიდა.
"როდესაც მწვრთნელი საჯაროდ აკრიტიკებს თავის ფეხბურთელებს, ეს საშიშია. თქვენი გუნდი ვერ იმარჯვებს და ასეთი ფორმის კრიტიკა შეიძლება ცუდად აისახოს გასახდელში, ფეხბურთელთა განწყობაზე."
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რამდენიმე ბიჭს თავისი თავის რწმენა დაკარგული აქვს, ხოლო როდესაც თავდაჯერებულად არ გრძნობ თავს მინდორზე, ძნელია კარგად ითამაშო. ამას დროზე უნდა ეშველოს."
"როდესაც საკუთარ თავში არ ვართ დარწმუნებულები, თამაშს სწორხაზოვნად ვიწყებთ. "ევერტონის" წინააღმდეგ ყველა ძალა ვიხმარეთ და ბოლოს მატჩიც გადავარჩინეთ. აღებულ ქულასა და 0-ს შორის დიდი განსხვავება არაა. მაგრამ ბიჭებისთვის სასიამოვნო იყო, რომ არ წააგეს." - აცხადებს რიო BT Sport-ის ეთერში.