შვედი საერთო მაჩვენებლით ლიდერობას არგენტინელთან იყოფს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი პენალტიდან ნიშნავს, რომ შვედმა ფორვარდმა უკვე 27 გატანილი ბურთი მოაგროვა მთელი სეზონის განმავლობაში - 16 პრემიერ ლიგაში, 1 ინგლისის თასზე, 4 ლიგის თასზე, 5 ევროპა ლიგაზე და 1 ქომუნითი შილდზე.
"ევერტონის" წინააღმდეგ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა ყველა ტურნირის ჩათვლით პრემიერ ლიგის სხვა ფეხბურთელებთან შედარებით ყველაზე მეტი გოლი გაიტანა სერხიო აგუეროსთან ერთად, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ფასეულობა.
წამყვან გოლეადორთა სიაში ჩახედვა საინტერესო ფაქტსაც გვაჩვენებს. რომელუ ლუკაკუ, მართალია, პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ მან ვერც სამშაბათს მოახერხა "წითლების" კარის აღება, როგორც ეს დეკემბერში "გუდისონ პარკზე" მოხდა.
გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ "იუნაიტედის" კარის აღებას ვერ ახერხებდა მიმდინარე სეზონში ვერცერთი ფეხბურთელი, რომელიც ამ სიაშია მოხვედრილი.
სერხიო აგუერომ პრემიერ ლიგაში მანჩესტერული დერბი გამოტოვა, მაგრამ ლიგის თასის მატჩში მონაწილეობდა, ჰარი კეინს კი არა მარტო მიმდინარე სეზონში, არამედ მთელი თავის კარიერაში არ გაუტანია გოლი "იუნაიტედის" კარში.