თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2017, 19:06
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 1624,
კომენტარები: 8
"იუნაიტედის" მორიგი ანტირეკორდი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 4 აპრილს ჩატარებული მატჩის შემდგომ, რომელიც "ევერტონის" წინააღმდეგ გაიმართა, მორიგი ანტირეკორდი დაამყარა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 4 აპრილს "ევერტონთან" მატჩი გამართა, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა.

ამ ფრეს ორი სახე აქვს. პირველი არის ის, რომ გუნდი უკვე პრემიერ ლიგაში ზედიზედ 20 თამაშია არ აგებს შეხვედრას. თუმცა მეორე მხარე ის არის, რომ ჩატარებული 20 შეხვედრიდან, "იუნაიტედმა" მხოლოდ 10 შემთხვევაში მოახერხა 3 ქულის აღება, დანარჩენ 10 შეხვედრაში კი 1 ქულას დასჯერდა.

ამასთან დაკავშირებით ბრიტანულმა საიტმა skysports.com-მა სტატისტიკა გამოაქვეყნა, სახელწოდებით "ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიები". ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია "არსენალს" აქვს, მათ 36 შეხვედრა მოიგეს, 13 კი ფრედ დაასრულეს, რაც ჯამში 49 წაუგებელი შეხვედრაა. საუკეთესო შედეგი პროცენტულობით, ანუ ის გუნდი. რომელსაც ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია ჰქონდა და ამავდროულად მატჩების უმრავლესობას იგებდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდია, რომლებმაც 21 თამაშიდან 18 მოიგეს, 3 კი ფრედ დაასრულეს (85.7%).

"იუნაიტედს" საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოუვიდა. იგი პირველ ადგილსაც იკავებს და ამავდროულად ბოლო ადგილიც მას ეკუთვნის. 16 ოქტომბრიდან დღემდე, "იუნაიტედმა" 20 შეხვედრა ჩაატარა, 10 მოიგო, 10 ფრედ ითამაშა. ეს იმას ნიშნავს რომ გუნდმა თავის ბოლო 20 შეხვედრაში, მატჩების მხოლოდ 50% მოიგო. რაც ყველაზე ცუდი შედეგია პრემიერ ლიგის ისტორიაში.

გთავაზობთ სრულ სტატისტიკას:
"იუნაიტედის" მორიგი ანტირეკორდი


წყარო: SkySports
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
5 აპრილი 2017 19:07
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ამოივდა ყელში რაა !!!!
0
№2
ავტორი: dunkan
5 აპრილი 2017 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
2005wlis sezoni yvelaze cudi megona da turme sadaxar ras daamsgavses gundi am sirebma
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
5 აპრილი 2017 19:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჰე აბა კიდე რა დარჩა რაც არ ,,დაგვიმყარებია". მოიესმა რო ჩაუყარა საფუძველი ანტირეკორდებს დღემდე გრძელდება derpwhy
0
№4
ავტორი: I L C
5 აპრილი 2017 20:12
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
რა უაზრობაა.. ყველაფერს რატო ითვლის ეს ხალხი.. მაგრამ ყოჩაღ ავტორს კარგი ნამუშევარია winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2017 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Magrad mkidia es statistika
0
№6
ავტორი: gela-manutd
5 აპრილი 2017 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
გული მერევა უკვე ამდენი უსამართლობის გამო
0
№7
ავტორი: JuanMata
6 აპრილი 2017 12:03
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რეალურად ამ სეზონში არ დაუმსახურებია გუნდს ასეთი ცუდი შედეგი. თუნდაც ბოლო მატჩი ევერტონთან, შეიძლება ძაან არეული და უაზრო თამაში იყო, მაგრამ ორი ძელი და ერთი არ ჩათვლილი გოლი მაინც იყო, რაც სრულიად საკმარისი იყო მოსაგებად.

ზამთარში 9 მატჩი ზედიზედ რომ მოვიგეთ, არაფრით არ იყო უკეთესი თამაში, ვიდრე ეს უაზრო 12 ფრე, მაგრამ მაშინ ზუსტად იყენებდნენ იმ მომენტებს, რაც მოსაგებად საჭირო იყო. მეგონა მაგ სერიის მერე გადავლახეთ ეს ბარიერი.

გამოუყენებელი საგოლე მომენტებით და
ბურთის ძელზე გარტყმაში პირველია მანჩესტერი, მარტო პოგბამ მერვედ გაარტყა ბურთი ძელს, არ ვიცი უიღბლობაა, რამე ფსიქოლოგიური ბარიერი, თუ კიდევ სხვა რამ, მაგრამ ამ სეზონში ჩვენი თამაშით ოთხეულში შესვლა ნამდვილად დავიმსახურეთ.
0
№8
ავტორი: stepno
6 აპრილი 2017 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კაით ხალხოო რაგჭირთ ყველაფერი კარგად მიდის რაა ერთი ორი ფეხბურთელლი დაგვემატება ამ ზაფხულს და ბოლომდე გამოსწორდება ყველაფერიი smile 4 ეულში შევალთ და სავარაუდოდ ევროპალიგის თასზეც ვერ შეგვეცილება ვერავინ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top