ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედში" იმისთვის მიიყვანეს, რომ ლუი ვან გაალისგან დაწესებული სტანდარტები გაეუმჯობესებინა, მაგრამ "განსაკუთრებული" ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
"ევერტონთან" სამშაბათს "ოლდ ტრაფორდზე" ფრედ 1-1 მატჩის შემდეგ "წითლებს" ამჟამად 14 მოგება, 12 ფრე და 3 წაგება აქვთ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში.
ეს შედეგი ნიშნავს, რომ გუნდს 54 ქულა აქვს - ორით ნაკლები, ვიდრე 2014/15 წლების სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში ვან გაალის "იუნაიტედმა" დააგროვა.
ვან გაალმა იმ წელს თავისი გუნდი მეოთხე ადგილზე გაიყვანა და ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა.