თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2017, 16:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1443,
კომენტარები: 9
კერიკი: "დანებებას არ ვაპირებთ"
მაიკლ კერიკი გუნდს ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს.
კერიკი:
მართალია "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ ერთი ქულა აიღო მორიგ საშინაო მატჩში, მაგრამ მაიკლ კერიკი ფიქრობს, რომ "წითლებმა" ოთხეულში მოხვედრის იმედი არ უნდა დაკარგონ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ლიგა შესაძლოა უმთავრეს სამიზნედ ითვლება, ნახევარმცველის აზრით, შიდა ჩემპიონატში ჯერ კიდევ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება - იმის ფონზეც კი, რომ გუნდმა ზედიზედ ორი ფრე ითამაშა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ შეხვედრის ბოლო წუთებზე გატანილმა პენალტმა "იუნაიტედს" ოთხქულიანი ჩამორჩენა დაუტოვა "მანჩესტერ სიტისთან" და ხუთქულიანი ჩამორჩენა "ლივერპულთან", რომელთან შედარებითაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ორივე გუნდი - "სიტი" და "ლივერპული" - თავიანთ მატჩებს დღეს ჩაატარებენ "ჩელსისა" და "ბორნმუთის" წინააღმდეგ შესაბამისად.

"მე დაკარგულ ორ ქულად მივიჩნევ. ადვილი არ არის, როცა საქმე ცუდად მიგდის, განსაკუთრებით შაბათის შემდეგ, მაგრამ ბიჭები კვლავ ცდილობენ.

არ ნებდებოდნენ, არ ნებდებოდნენ და ბოლოს ერთი ქულის მომტანი გოლი გავიტანეთ. ეს მხოლოდ ერთი ქულაა, მაგრამ არასაკმარისი",
- განაცხადა კერიკმა.

"ევერტონი" შეხვედრის უკანასკნელ წუთამდე იცავდა თავს და ინარჩუნებდა ფილ ჯაგიელკას მიერ გატანილი გოლით მოპოვებულ უპირატესობას, მაგრამ ბოლოს მაინც გაუშვა გოლი.

"უბრალოდ ვერ ვახერხებთ პირველი გოლის გატანას და გუნდების გატეხვას, რომ საქმე გავიადვილოთ. ეს ნამდვილად ის არის, რასაც დაეძებ და გაუმჯობესება გსურს, ადვილი არ არის მხოლოდ მცდელობა და ამაზე გადართვა. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ, გავუმჯობესდებით.

ძირითადად სახლში კარგად ვთამაშობთ. ამჯერად კი ასეთი კარგი არ იყო, მაგრამ ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს და მცდელობა არ შეუწყვეტიათ. დასასრულს გოლი გავიტანეთ, დიახ, მაგრამ საკმარისი არ არის."


ამჟამად "იუნაიტედი" მეხუთე ადგილზე იმყოფება, მაგრამ "ვესტ ჰემის" დამარცხების შემთხვევაში "არსენალი" დაიკავებს ამ პოზიციას და ახლა ყურადღება ძალზედ საჭირო გამარჯვებაზე უნდა გადაიტანოს გუნდმა.

"ხანდახან არასდროს ნებდები, მაგრამ შედეგი მაინც სასაცილოა. ჩვენს თავს რთული დავალება მივეცით, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: kaxeti
5 აპრილი 2017 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
დედაბერი მოტ ყნეს და კარები მერე მიუხურეს ასეა ამათი საქმე მაშინ ყველა პრინციპული თამაში უნდა მოვიგოთ ეს კი ურთულესი საქმეა ფაქტიურად წარმოუდგენელი ნეტავი ვცდებოდე
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
5 აპრილი 2017 16:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რავიცი უკვე ოთხეულში შესვლის შანსები ძაან მცირეა, იმის გათვალისწინებით რა შედეგსაც დებს გუნდი, ეს ევროპა ლიგაც კიდეასე მარტივად მოსაგები არაა ამათთვის. მთავარია საერთოდ ლიგის გარეშე არ დარჩნენ
0
№3
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2017 16:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
პრემიერლიგაში ძალების ხარჯვას ჯობია ნახევარი ძალებით ითამაშოთ აწი))) + ამას ვინ სად და როდის აილეწება კაცმა არიცის და თავს მაინდამაინც აღარ გადავაკლავდი მე პრემიერლიგაზე იმიტრრო უბრალოდ ძაან ცოტაც და აზრი ეკარგება 4 ეულისთვის ბრძოლას აი დღეს თუ მოიგო ლივეპულმა მე ნაღდად აღარ მექნება მანდ სესვლის იმედი. ჯობია დაზოგოთ ძალები ევროპისთვის და აგორავეთ სიევ ფრეები ნახევარი ძალებით და დადეთ ევროპალიგა და ეგრე მაინც გადით ლიგაზე. პრემიერლიგაში მაინც ან შტანგას უნდა ურტყათ ან აფსაიდებია და ძალების ხარჯვა და ტრანვებია და დაისვენეთ რა თუზმახარ))) და ბოლოს ჩვენც დაგვასვენეთ.
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
5 აპრილი 2017 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ნუ რა უნდა ვთქვათ გუნდი იგებს აგორავებს ფრეებს რამდენი თამაშიაა და მაინც ვერ შევედით ოთხეულში ნუ ეგ იმის ბრალია რო ზედა გუნდებიც ეგრე არიან ეგებენ ბლომად ნუ წელს დავემშვიდობოთ მეგობრებო ოთხეულს ეპლიდან უნდა მიაწვნენ ევროპიდან და თუ გვინდა ფინალში თამაში პირველივე თამაშები უნდა მოვიგოთ დიდი ანგარიშით ანდერლეხტს რო მოუგოთ 4 - 0 ან 3 - 0 ფაქტიურათ ნახევარ ფინალში ვართ და იქ ან სელთა ან შალკე რო შეგვხდეს უნდა დაუმთავრონ იქვე პირველივე თამაშში რო ფინალს ვინმე ვერ წაგვართმევს მერე
0
№5
ავტორი: stepno
5 აპრილი 2017 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლიგის საგზურის ვერ მოპოვება დაღუპვაა რაა
0
№6
ავტორი: makaveli
5 აპრილი 2017 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ეხლა ვნახე პრემიერლიგაში ყველაზე მეტი 12 ნიჩია გვაქ ნათამაშები მიდლსბროს აქ მარტო 11,, რაიყოოო ამ 12 ნიჩიას ჯობია 5 მოიგო და 7 წააგო მეტი ქულა მაინც იქნება ბუბლიკ
0
№7
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2017 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Yvelaferi unda gaaketos gundma Ro evropis liga movigot ..bolo bolo Ra gundebia darchenili ligaze gasvla da tamashi Ro gvinda Iq Cota ufro dzlieri gundebi xoar arian ..eset gundebtan tu gveshinia tamashis agar yofila sashvelii
0
№8
ავტორი: dzia_David
5 აპრილი 2017 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ეს ისეთი ოპტიმისტი ყოფილა, ნეტა ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისაც ხო არ სჯერა :დდ
0
№9
ავტორი: stepno
6 აპრილი 2017 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
4 eulshi shevalt ulaparakot

4 eulshi shevalt ulaparakot
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top