თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2017, 16:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1558,
კომენტარები: 6
მოურინიო: "რეშფორდი ჩემს მხარდაჭერას იმსახურებს"
პორტუგალიელი ახალგაზრდა ინგლისელს მხარდაჭერას უცხადებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მარკუს რეშფორდი მის მხარდაჭერას იმსახურებს და განვითარების პროცესში ფეხბურთელის გაკრიტიკებას არ აპირებს.

მწვრთნელი უდარდელად უდგება 19 წლის მოთამაშის გოლების ნაკლებობის საკითხს და ურჩევს, მცდელობა არ მოაკლოს, რაც, მისი აზრით, ყველა ფეხბურთელის დასაფასებელი თვისებაა.

"ევერტონთან" ფრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას მოურინიომ განაცხადა:

"ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ვერ იღებენ შესაძლებლობებს და ეს გუნდისთვის ცუდია. მაგრამ მათ ვესაუბრები, იმიტომ, რომ როცა მოედანზე აბსოლუტურად ყველაფერს იღებ და სამუშაოსგან ქანცგაწყვეტილი გადიხარ, მე მსიამოვნებს.

მარკუს რეშფორდს პრემიერ ლიგაში სექტემბრის შემდეგ არ გაუტანია გოლი - ერთადერთი რამ, რასაც ის იმსახურებს- მხარდაჭერაა. სხვა არაფერი. მხარდაჭერა, და არა კრიტიკა, მხოლოდ მხარდაჭერა. ის შრომობს, შრომობს, შრომობს. ცდილობს, სიღრმეში თამაშობს, მარცხნივ იწევს, მარჯვნივ გადადის, ცდილობს, ცდილობს, ცდილობს.

მონდომებული ბავშვია. არ მიკვირს, რომ მეორე წელი ისეთი კარგი არ არის, როგორც პირველი. შესაძლოა, ერთი დღე ვცადო გარკვევა, ასეთი რამ რაიან გიგზს ან სხვა ვინმეს დამართნია თუ არა. ისინი რომ გამოჩნდებიან, ბავშვები არიან და მომდევნო წელს ასე აღარ ითვლება. მაგრამ ზოგიერთი ბავშვი ფენომენალურია - საოცარი პროფესიონალი. ასე რომ, პრობლემა არ არის. მას ვუთხარი - ასე განაგრძე-მეთქი."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2017 16:08
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
რეშფორდი აკრგი ბიჭია და მომავალში აუცილებლად დადგება მისგან რაღაც თუ სწორად განვითარდა. რაც სეეხება გუნდს ზუსტად იმიტორო ფლანგები გვყავს ნოლი მაგიტომაც ვართ ნელი და სეტევაში იბრას გარდა ვერავინ რო ვერაფერს აკეთებს , გუნდში არც მარსაილია ნომინალური ფლანგი არც მხითარიანია(შეუძლია ხანდახან მარა არა სულ და უფრო ფლეიმეიქერია ვიდრე სუფთა ვინგერი) არც ლინგარდია იდეაში და რომც იყოს ფლანგელი დონე არაქვს ისეთი რო დააკმაყოფილოს ამ პოზიციის მოთხოვბეი. ეშლი იანგი და ანტონიო ვალენსი არიან ისინი ვინც წლების განმავლობაში ფლანგზე თამაშობდნენ ამრა ვალე მცველი გახდა და ეშლი კიდე ვინგერად საშინელებაა იმიტორო დონის უკმარისობასთან მივდივართ ისევ, და ამ ფონზე ერთადერთი ჰა აჰ ვითომ ფლანგი მარკუსია რომელიც ამრთლა კარგად მოძრაობს ჩამოთვლილთაგან ყველაზე სწრაფია მარა ბოლო ბოლო ბავშვია და ესეც გამოჩნდა არც იმხელა კლასი და გამოცდილება აქვს რო ახმელა გუნდი ათრიოს ამრტომ ფლანგიდან და აქ გამოჩნდა რაოდენ საჭიროა გუნდში ვარსკვლავი ვინგერები და გრიზმანი იდეალურია ასევე სანცესიც გადვხატავდა, რეალურად ეს ჩემი პირადი აზრია რო ნანის წასვლის მერე მაგაზე ამგარი ვინგერი არ გვყოლია (ნუ დიამრიას მანჩესტერულ კარიერას მე არ ვეძახი საერთოდ კარიერას)
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
5 აპრილი 2017 16:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გუშინ დიდათ ვერაფერი გააკეთა მარა მარტო რეშფორდსაც ვერ დავაბრალებთ ყველაფერს, მის მსგავსად მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა 2-3 ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით
0
№3
ავტორი: stepno
5 აპრილი 2017 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან მაგარი ბიჭია
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
5 აპრილი 2017 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მარკუსი მართლა მაგარი ბავშვია
0
№5
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2017 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Magari momavali aqvs ubralod Cota dro chirdeba
0
№6
ავტორი: jokero89
5 აპრილი 2017 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
რეშფორდი იტყვის თავის სათქმელს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top