თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2017, 15:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1672,
კომენტარები: 9
"სანდერლენდთან" რუნის თამაში საეჭვოა
შესაძლოა, "იუნაიტედი" "შავ კატებს" კაპიტნის გარეშე ეწვიოს.
უეინ რუნის თამაში "სანდერლენდთან" მატჩში საეჭვოა, რადგანაც კაპიტანს მუხლის ტკივილი ჯერ კიდევ აწუხებს.

თავდამსხმელი გასულ უქმე დღეებზე "ვესტ ბრომთან" მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მაგრამ "ევერტონთან" საშინაო შეხვედრა გამოტოვა.

როცა ჟოზე მოურინიოს ჰკითხეს, კაპიტანი შეძლებს თუ არა "შავ კატებთან" თამაშს, მწვრთნელმა უპასუხა: "ორი მუხლია, ასე რომ, არ ვიცი. მაგრამ არა მგონია, რომ რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელება მოახერხოს. "ვესტ ბრომთან" მატჩის შემდეგ ეს მოახერხა".

"კანფეთებთან" მატჩში ეშლი იანგმა მეორე ტაიმში იძულებით დატოვა სტადიონი და მისი ადგილი ლუკ შოუმ დაიკავა, ანტონიო ვალენსია კი მოურინიომ გადაღლილობის გამო დაასვენა.

რაც შეეხება ფილ ჯონსს, ხუან მატასა და კრის სმოლინგს, ისინი კვლავ ხელმიუწვდომელები არიან და როგორც მოსალოდნელია, დევიდ მოიესის გუნდთან ვერ ითამაშებენ.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
5 აპრილი 2017 15:53
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ცუდ ფორმას ხშირი ტრავმიანობაც მიემატა, სადამდე გაჩერდება გუნდში. უნდა იბრძოლოს და დაამტკიცოს
0
№2
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2017 15:59
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ნუ ბოლო 2 მატჩში ნათლად გამოჩნდა რო პრემიერლიგის ტოპ 4 ეულისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ მიუხედავად იმ 2 მატჩიანი ჰანდიკაპით უპირატესობისა, სადაც ესე ანიავენებ ქულებს ჩვენი ბიჭები იქ კიდევაც გაანიავებენ არაერთს დარჩენილ მატჩებში და იმის გათვალისწინებით რო 1 ზე ჩელისა მეორე ადგილს და ზოადად 4 ეულს ტოტე არ დათმობს და არც სიტი და არამგონია ლივერპულმაც დიდად გაიჩალიჩონ რამე დარჩენილ მატჩებში მგონია რო დავემშვიდობეთ უკვე 4 ეულს, მიუხედავად ამისა მაინც მოუგებენ სანდერლენდს მარა ჯობია უკვე 100% ტუარა 90% მაინც ევროპალიგისკენ გადაერთოს გნდი.

სეზონის ბოლოს გუნდი უნდა გათავისუფლდეს შემდეგი ფეხბურთელებისგან:ჯონსი(მაინც სულ ალეწილია ან როცა არარი სხვა თანაგუნდელებს ჩეხავს და ლეწავს) ეშლი იანგი,ფელაინი(მარა მოუ არ გაუშვებს დარწმუნებული ვარ) ლუკ შოუ(იქიდან გამომდინარე რაც მე გუშინ ვნახე უბრალოდ უნდა გააგდო ეგეთი გუნდიდან აუტიც ვერ მოაწოდა ამდენი ხანია ვარჯიშობს და ტიპმა ვერ ჩააწოდა წესიერად)გასაშვები არარის ლინგარდი ამრა არც სასტავის კაცია გავარდნა ბავშვია და ეგეთები ხანდახან საჭიროა,რუნიც გასაშვებია იმიტორო ფუნქცია აღარ აქ გუნდში და საერთოდ ვერ გვეხმარება, გასაშვებია ბლინდი,(საერთოდ არშეესაბამება მენტალიტეტით მანცესტერს ჩვეულებრივი იგროკია) მარკოს როხოს და სმოლინგის სასტავში ყოფნა არ მინდა მარა ზამენიდან იდეალური ავრიანტებია და ბაილის ვინმე უნდა სეუწყვილონ ასნავნოიში კარგი ცენტრალური მცველი.მარსიალი თუ მომავალ წესაც უნდა მოკლას ფლანგზე ეგეც გაყიდონ უკვე ჯობია.
გუნდმა უნდა იყიდოს კარგი მარცხენა მხველი.კარგი ჩამშლელი,კარგი ცენტრალური ნახევარმცველი,კარგი შემტევი ვინგერი და მე პირადად ლუკაკუთი ჩავანაცვლებდი იბრას.
3
№3
ავტორი: SANDROGRIGA
5 აპრილი 2017 16:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რაღა აზრი აქ უკვე რუნის ყოფნასაც, ჯერ ერთი რო საშინელ ფორმაშია და მერე კიდე სულ ტრამვააქ
0
№4
ავტორი: stepno
5 აპრილი 2017 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეეხ რუნიი
0
№5
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2017 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Ori muxli aqvs Kai iyoo)))
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
5 აპრილი 2017 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
აზრი მაინც არ თამაშობს და ეს წელი საერთოთ ჩააგდო
0
№7
ავტორი: Gamkrelidze
5 აპრილი 2017 17:28
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
რა ფილ ჯონსი დაემართა angry
0
№8
ავტორი: dunkan
5 აპრილი 2017 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
Tu am tyuilis vinmes jera magari alali yopila
0
№9
ავტორი: dzia_David
5 აპრილი 2017 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ეჰ დაგვისუსტდა ჩვენი კაპიტანი :((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top